ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

კონტენტი აწმყოში ინტეგრირებული მომავალია

კონტენტი, როგორც მნიშვნელოვანი მარკეტინგული ინსტრუმენტი

გამოქვაბულში ამოტვიფრული სიმბოლოებიდან ხელნაწერებამდე, პირველი წიგნებიდან ელექტრონული სიგნალების შექმნამდე, ტელევიზიებიდან ინტერნეტამდე და “მეგობრების დასამატებელი,” პირადი სოციალური გვერდებიდან დიდი კომპანიების ციფრულ კამპანიებამდე – სადღაც აქ იმალება კონტენტის არსი. ის იმაზე ადრე დაიბადა, ვიდრე ჩვენ გვგონია და შეიძლება ითქვას, რომ კონტენტი იმდენი წლისაა, რამდენიც კაცობრიობა.

კონტენტი მუდამ იცვლიდა ფორმასა და სტრუქტურას, ვითარდებოდა და უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენდა. კონტენტი ის ინფორმაციაა, რომელიც ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით ადამიანებამდე მიდის და მათთან კონკრეტული სათქმელი მიაქვს.

 

კონტენტის განვითარების ეტაპები

 

აი, ამიტომ არის კონტენტი უნიკალური – ის აწმყოში ინტეგრირებული მომავალია, რომელიც ყოველ წამს იცვლება, ამიტომ, თუ გვინდა რომ კონტენტი შევქმნათ, დროს უნდა გავუსწროთ, მომავალში გავიხედოთ და მივხვდეთ, რა შთაბეჭდილებას დატოვებს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფზე, როცა ის მათ მიწვდება.

დღესდღეობით, კონტენტს იმ ინფორმაციას უწოდებენ, რომელიც ციფრულ მედიუმებზე ქვეყნდება – იქნება ეს ვებსაიტებზე პრეს-რელიზების განთავსება, სოციალური ქსელისა თუ მობილური აპლიკაციების ათვისება.

კონტენტი არის ბრენდის ქცევა, მისი საუბრის სტილი, მანერები, გემოვნება, ღირებულებები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. Ბრენდი, ციფრულ სივრცეში, სწორედ კონტენტის საშუალებით აწვდის მომხმარებელს თავის პროდუქტზე ან სერვისზე ინფორმაციას და ეს გზა მთელი პროცესია, რომელიც უამრავი პატარა დეტალისგან აგებული, ბრენდის ციფრული ცხოვრებაა.

კონტენტი აუცილებლად უნდა იყოს “კონტექსტში” და მასზე მუშაობა პირდაპირ მისი შექმნით არ იწყება, რადგან, ციფრული კონკურენციის უმართავ ველზე, საფუძვლის გარეშე შექმნილი კონტენტი საკმაოდ რთულად, ან საერთოდ ვერ განვითარდება.

 

რა არის კონტენტ მარკეტინგი და როგორ ვაწარმოოთ ის ეფექტურად?

 

კონტენტ მარკეტინგი მარკეტინგის ის ფორმაა, რომელმაც ესა თუ ის ინფორმაცია ციფრულ ინფორმაციად უნდა გარდაქმნას, კონკრეტულ აუდიტორიას თავი დაამახსოვროს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიაღებინოს – იქნება ეს ცნობადობის ამაღლება, რაიმე სერვისის ან პროდუქტის ყიდვა, “ლიდების შესვლა” თუ უბრალოდ, ამ კონტენტით ადამიანთა ჯგუფის მოხიბვლა.

დღეს, როდესაც ბრენდები ადამიანებს იმაზე მეტად დაემსგავსნენ,  ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, წარმატებაც და ეფექტური შედეგიც, ბრენდის შენებიდან იწყება. თუ გვინდა წარმატება, უნდა ავაშენოთ საფუძვლიანი, გააზრებული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც ეყრდნობა დიად იდეას, აქვს ხედვა, მისია, ფასეულობები და როგორც სამომავლო განვითარების, ისე მკვეთრად გაწერილი საკომუნიკაციო სტრატეგია. ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს ბრენდის ვიზუალურ ნაწილზე მუშაობა, რაც ბრენდის სტრატეგიულ დოკუმენტს უნდა ემყარებოდეს, აუცილებლად.

უფრო მარტივად და პრაქტიკულად რომ აღვიქვათ ეს გზა, წარმოვიდგინოთ, რომ ბრენდი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ერთ დღეში პირდაპირ ციდან მიწაზე ვერ დაიდგმება, თუ გარკვეულ სიღრმეზე მიწა არ ამოითხრება, საძირკველი არ ჩაეყრება და  მხოლოდ მას შემდეგ არ დაიწყება გარე ფასადის მოწესრიგება. Სიმბოლურად, სწორედ ეს არის კონტენტი –  ბრენდის ფასადი – ის, რასაც ხალხი ხედავს და ის, რაც ხალხს მოსწონს. დამეთანხმებით, საძირკველში “ჩაყრილი” არმატურები ვერასდროს იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორც პრიალა მინები, თუმცა, ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ “სწორად ჩაყრილი” არმატურების გარეშე მხოლოდ ლამაზად შეღებილი კედელი ან პრიალა მინა საცხოვრებელ კომპლექსს ვერ დაიჭერს, ისევე როგორც ერთი მიმზიდველი პოსტი ბრენდს და მისი წარმატების ხარისხს.

 

ეფექტური მარკეტინგი

 

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ეფექტური კონტენტ მარკეტინგის საწარმოებლად, ბრენდის იდენტობისა და მისი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში შესაბამისი დროისა და რესურსის ჩადება.

კონტენტს ბევრი შრე აქვს, ამიტომ ბრენდი და მისი ქცევა – კონტენტი, ერთი ორგანიზმი უნდა იყოს  და ამ ფორმით დაიწყოს ბაზარზე ოპერირება.

ეფექტური კონტენტის შესაქმნელად ციფრული სააგენტო ავითარებს ბრენდის დამოუკიდებელ კონტენტ სტრატეგიას. Ბრენდის სტრატეგიისგან განსხვავებით, კონტენტ სტრატეგია გარკვეულ დროში განახლებას მოითხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოვრჩებით ცხოვრების ტემპს და ციფრული სამყაროს გიჟური რიტმი ჩვენზე წინ აღმოჩნდება.

კონტენტ სტრატეგია კი თავის მხრივ უნდა მოიცავდეს “content line-ებს”, ანუ იმ კონტენტ მიმართულებებს, რითაც ბრენდის სათქმელი მიზანმიმართული კრეატივით გამოიხატება. როდესაც ბრენდის სტრატეგია გამართულია, კონტენტ მიმართულებებზე მუშაობაც ლოგიკური და პრაგმატული ხდება, რადგან სტრატეგიული დოკუმენტის საფუძველზე  უკვე ვიცით რა ტონითა და რა ფორმით უნდა მივაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიას.

კონტენტ მარკეტინგმა რომ სათანადოდ იმუშაოს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მომხმარებლის მხარეც – ხშირად გვავიწყდება, რომ კონტენტ სტრატეგიაში გაწერილი “კონტენტ ლაინები” და “კონტენტ კალენდარი” შიდა მოხმარების დოკუმენტია და ერთი კონკრეტული მომხმარებელი საერთოდ ვერ ხედავს ამას.

Ჩვენი მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს – ისე გარდავქმნათ თეორიული დოკუმენტი პრაქტიკულ დოკუმენტად, რომ ერთი პოსტით “ყველაფერი იყოს ნათქვამი” და ამავდროულად, კონტენტი “წერდეს” ბრენდის ისტორიას.

 

კონტენტის მართვა

 

რა როლი აქვს წარმატებულ მარკეტინგში ვიზუალურ გადაწყვეტას?

 

შინაარსობრივი ნაწილის პარალელურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტენტის ვიზუალური მხარე. დღესდღეობით, როდესაც ჩვენ-ჩვენი ლეპტოპებიდან “Facebook-ზე” შევალთ ან მობილურით უცბად “Instagram-ის” აპლიკაციას გავხსნით, ჩვენ წინ “ზღვა მასალა” ამოტივტივდება, რაც ჩვენმა გონებამ ჩვენი მხედველობის საშუალებით რამენაირად უნდა გაფილტროს.

ამიტომ არის კონტენტის ვიზუალური ნაწილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – თუ მან თავი რამით არ დაგვამახსოვრა, პოსტს უბრალოდ ერთ წამში “ჩავსქროლავთ” და დავკარგავთ ამ პოსტით ბრენდის მიზნების შესრულების შესაძლებლობას.

და მაშინაც კი, თუ პოსტის შინაარსობრივ ნაწილზე სათანადოდ ვიმუშავებთ, გაცვეთილმა, კარგად დამკვიდრებულმა და საგრძნობლად ათვისებულმა ვიზუალურმა გამოხატულებამ შეიძლება მთლიანად “წყალში ჩაგვიყაროს” შრომა – ამიტომაა გადამწყვეტი თუ რა იქნება “სახე” იმ იდეებისა, რისი მიტანაც სამიზნე აუდიტორიამდე გვინდა.

კონტენტის ვიზუალის ეფექტურობის პატარა ტესტი კი შემდეგნაირად გამოიყურება – როდესაც თქვენს news feed-ზე “პოსტი ამოვარდება”, სულ რომ არ შეხედოთ რომელი გვერდი დებს მას, უნდა მიხვდეთ, ვისი ხელწერაა.

 

კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კონტენტი მართლაც “კონტენტობდეს?”

 

იმ ყველა სტრუქტურული და შემოქმედებითი ნაბიჯის გარდა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ რომ სტრატეგიულად უნდა გადავდგათ, თანამედროვე სამყაროში, სადაც “ყველაფერი კონტენტს მიაქვს,” მნიშვნელოვანია ე.წ. “Sense,” ანუ გრძნობა იმისა, რა კონტენტი იმუშავებს და რა არა.

Რადგან ციფრული სამყარო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება, კონტენტის აქტუალური ფორმატები, გამოხატულება და სპეციფიკაც მუდმივად იცვლება.

ამის ფონზე, კონტენტ კრეატორები მუდმივად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა პროფესიებიდან საჭირო ასპექტების შესწავლას, ყველაზე მეტად კი სოციალური ფსიქოლოგიიდან და ნარატივ დიზაინიდან.

იმისთვის, რომ კონტენტ კრეატორმა ეფექტური კონტენტი შექმნას, მას უნდა ესმოდეს ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობისა და ციფრული რეკლამირების პრინციპები (Digital Advertising), ასევე, “ქოფირაითერული საწყისები” და როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად, გრაფიკული დიზაინის აქტუალური ტრენდები და შემოქმედებითობა.

ეფექტური კონტენტის შექმნა “სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედრას ჰგავს,” რადგან ციფრულ სამყაროში, წამიერად, კონტენტის გარკვეული გადაწყვეტა, კონკრეტული სტილი ან ფორმა ხდება პოპულარული, ჩვენ კი, ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ – სანამ ის პოპულარობას დაკარგავს.

კონტენტის შექმნის დროს, მნიშვნელოვანია ასევე “ენდემური ციფრული ეკოსისტემის” განსაზღვრა და დიაგნოსტიკა იმისა, თუ როგორაა ათვისებული კონკრეტული სფერო კონკრეტულ ქვეყანაში ციფრულად.

კონტენტის უმრავლესობა დღეს სწორედ სარეკლამო მიზნით იქნება, ანუ რაც “გა-sponsore-ება” და მომხმარებლამდე ერთი ჩვეულებრივი რეკლამის სახით მივა. აქ კი ხშირად, ციფრული სამყაროსთვის ყველაზე სამწუხარო რაღაც ხდება და ეკრანზე გამოჩენილი რეკლამის დანახვისას, პირველი, რაც გვახსენდება – “Close” ან “Skip” ღილაკზე დაჭერაა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კონტენტი, რომლის შექმნისთვისაც შრომაა ჩადებული, ზუსტად ერთ “კლიკში” ქრება. Სწორედ ამიტომ ვისაუბრეთ ბრენდის იდენტობისა და სტრატეგიის ნაწილზე სტატიის შესავალში ძალიან დეტალურად, რადგან დღევანდელ რეალობაში, ეფექტური კონტენტ მარკეტინგის საწარმოებლად, მხოლოდ ტექსტური და ვიზუალური მასალის, შექმნა, გამოქვეყნება, გავრცელება და “რეპორტინგი” არ კმარა.

Მარტივი ტესტით, ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვთქვათ – თუ ბრენდის ყოველ ახალ პოსტს ციფრული აუდიტორია მონდომებით ელოდება, ანუ კონტენტი “კონტენტობს” და კონტენტ მარკეტინგის “ფასიც” უკვე საკმაოდ ხილულია.

 

რა შეიძლება იყოს კონტენტის მომავალი?

 

დასასრულისკენ კი ვიტყოდი, რომ კონტენტი უკონტროლოა და ის მაინც რჩება თანამედროვეობის იმ მისტიურ ბილიკად, რომელზეც შეგიძლია ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გაიარო, ექსპერიმენტი ჩაატარო და დატესტო, რამდენად კარგად მუშაობს ის, რაც სულაც არაა კონტენტ მარკეტინგში დამკვიდრებული წესი ან ნორმა.

ამ რისკიანმა ნაბიჯმა შეიძლება გაგიმართლოს და ექსპერიმენტულმა კონტენტმა, ბრენდის ციფრული გვერდები ან სხვა საკომუნიკაციო მედიუმები წარმატებულად გამართოს.

ან შეიძლება არ გაგიმართლოს და ისე ჩაბარდეს ეს ექსპერიმენტული კონტენტი ციფრულ ისტორიას, რომ სამიზნე აუდიტორიამ კი ვერ დააფიქსიროს მისი არსებობა.

ამაზე პასუხი ისეთივე ქაოსურია, როგორც პასუხი კითხვაზე “რა შეიძლება იყოს კონტენტის მომავალი,” რადგან კონტენტი უკვე მომავალია.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

წაკითხვის დრო 4 წთ
ონლაინ პიარი (Digital PR) სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნა, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობადობის ამაღლება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა….
წაკითხვის დრო 5 წთ
ციფრული მედია თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ერთ-ერთი ძირითადი იარაღია ნებისმიერი სფეროსა თუ პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ციფრული მედია მომხმარებლებთან და დამკვეთებთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს,…
წაკითხვის დრო 4 წთ
„წისქვილი ჯგუფისთვის“ შექმნილი პოსტერების სერიის მთავარი თემა საქართველოა. ამბის თხრობა ქართველი ერის პირველი ნაბიჯებით იწყება და თანამედროვე ეპოქამდე გრძელდება. ეს არის ისტორია საქართველოს აისიდან…
წაკითხვის დრო 6 წთ
ადამიანები მუდმივად მიისწრაფვიან სიახლეებისკენ, ტექნოლოგიური განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოების შემსუბუქებისკენ. მართლაც, თანამედროვე მეცნიერება ქმნის და ავითარებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც ადამიანის შრომას გაცილებით ეფექტიანს ხდის,…
წაკითხვის დრო 6 წთ
დღეს, 21-ე საუკუნეში ბიზნესების დიდი ნაწილი ტრადიციული მარკეტინგული ხერხების გამოყენებასთან ერთად, ციფრულ სერვისსაც აქტიურად ნერგავს. ეს კომპონენტი აუცილებელი დეტალია სხვადასხვა რელევანტურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და…
წაკითხვის დრო 4 წთ
რა სჭირდება ონლაინ მედიას სრულყოფილი მუშაობისთვის? ამაზე პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია – ხარისხიანი კონტენტი, მაღალი რეიტინგი და სარეკლამო შემოსავლები. თუმცა, ძალიან ცოტამ შეიძლება…