Share
Loading...

200 წლის წინათ, ზუსტად 1819 წლის 8 მარტს, გამოიცა პირველი ქართული გაზეთი!

ქართული ჟურნალისტიკა, თავისი წარმატებებითა და შეცდომებით, 200 წელს ითვლის.

ვულოცავთ ყველას, ვისაც ქართული მედიის 200-წლიან ისტორიაში წვლილი მიუძღვის. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მედია, შესაძლოა, მხოლოდ ჟურნალისტებთან ასოცირდება, მაგრამ ეს არის სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა დიდი გუნდი, რომელიც, ავად თუ კარგად, საქართველოს ისტორიას წერს.

მედიის დამოუკიდებლობა - აი, ის უმთავრესი, რაც შეიძლება უსურვო ჟურნალისტებსაც და საქართველოსაც დღესაც და შემდგომი 200 წლის განმავლობაშიც, რადგან სწორედ მედიის დამოუკიდებლობაა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების მაჩვენებელი.

ქართული მედიის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით „კლიპარტმა“ საიუბილეო გაზეთი გამოსცა, სადაც შევეცადეთ, მოკლედ გაგვეხსენებინა მედიის მიერ გავლილი 2-საუკუნოვანი ისტორია და რომელსაც, სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, მედიაკომპანიებს გადავცემთ.

ასევე, წარმოგიდგენთ ბლიცინტერვიუებს სხვადასხვა თაობის ცნობილ ჟურნალისტებთან, წამყვანებთან, ოპერატორებთან თუ ფოტორეპორტიორებთან. გაიგებთ, როგორი იყო მათი პირველი სამუშაო დღე, რას ნიშნავს მათთვის პროფესია ჟურნალისტი, რა არის ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისება და რა მოვლენა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად...

1819 წლის 8 მარტი - გამოვიდა „საქართველოს გაზეთი“, რომელიც რუსეთის იმპერიაში შემავალ ხალხებს შორის პირველი ოფიციალური გამოცემა იყო ეროვნულ ენაზე;

1925 წლის 21 მაისი - საქართველოში განხორციელდა პირველი საცდელი რადიოგადაცემა. 1930-იანი წლების ბოლოს ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის მხოლოდ საქართველოს რადიო მაუწყებლობდა 6 ენაზე - ქართულად, რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, აფხაზურად, ოსურად;

1956 წლის 30 დეკემბერი – ამ დღეს თბილისის ტელეცენტრის შენობიდან პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა საქართველოს ტელევიზიის დაბადების დღედ;

1998 წელი - ქართული მედია ინტერნეტსივრცეში შედის. პირველი ქართული ინტერნეტგამოცემა იყო „გზა“. სულ რაღაც, 8 წლით ადრე გამოჩნდა მსოფლიოს პირველი ელექტრონული გაზეთი The Electronic Club (აშშ-ში 1990 წელს).

ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო

ყველა მედია და ციფრული პროდუქტი ერთ სივრცეში!

ვაერთიანებთ 112 ცენტრალურ და 137 რეგიონულ მედიასაშუალებას -
ტელევიზიებს, ინტერნეტპორტალებს, რადიოებსა და ბეჭდურ გამოცემებს.

ციფრული და მედიასერვისების გამოყენებით ვაწვდით ინფორმაციას თქვენთვის სასურველ სამიზნე აუდიტორიას.