ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მედია თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ერთ-ერთი ძირითადი იარაღია ნებისმიერი სფეროსა თუ პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ციფრული მედია მომხმარებლებთან და დამკვეთებთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ტექსტური და მულტიმედიური შეტყობინებების მიქსი კი აუდიტორიაზე ძლიერი ეფექტის მოხდენის შესაძლებლობას იძლევა.

ციფრული მედიის გამოყენების უპირატესობებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფართო აუდიტორიამდე ინფორმაციის გავრცელების სიმარტივე, ბიუჯეტის ეკონომიური გამოყენება და შედეგების მონიტორინგი, რადგან ციფრული მედიის პლატფორმები გვაძლევს საშუალებას, პირდაპირ ეთერში შევამოწმოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი კამპანიების ეფექტურობა.

 

მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტმა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, თანამედროვე გამოწვევები და ციფრული ტრანსფორმაცია მთავარ მიზნად დაისახა.

დღეს კომპანია 150-ზე მეტ ვებპორტალთან, ყველა წამყვან ტელევიზიასთან, რადიოსა და ბეჭდურ მედიასთან თანამშრომლობს. სააგენტოს მიზანია ტრადიციული და თანამედროვე მედიასაშუალებების სინთეზი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციის ონლაინმედიაში, ტელევიზიასა და რადიოში, სოციალურ ქსელებსა და ონლაინპლატფორმებზე გავრცელება.

ციფრული მედიის მრავალფეროვან ინსტრუმენტებთან ერთად, „კლიპარტი“ უზრუნველყოფს პროგრამატიკული რეკლამირების, GMP-ის, Admixer-ისა და DV360-ის ხელსაწყოების აქტიურ ინტეგრაციას, რათა მარკეტინგულმა სტრატეგიამ და ციფრულმა აქტივობებმა მომხმარებლები სასურველ შედეგამდე მიიყვანოს.

როგორც ვხედავთ, ციფრული მარკეტინგი ციფრული ტაქტიკების მრავალფეროვან ასორტიმენტსა და არხებს იყენებს. ციფრული მარკეტინგის მიმართულებების შერჩევა და  გამოყენება კი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევაზეა დამოკიდებული. „კლიპარტის“ მიერ გაწეული 3600-იანი მომსახურება ციფრული მარკეტინგის მრავალგანზომილებიანი ბუნების მთელ სპექტრს ფარავს. აღნიშნული მიმართულებების უკეთ გასაცნობად კი წარმოგიდგენთ ციფრულ მედიაში შემავალ დარგებს, რომელთა ერთიანი ძალისხმევა ძლიერ და პოზიტიურად პოზიციონირებად კომპანიას ქმნის.

სოციალური ქსელები ციფრული მარკეტინგი

 

ციფრული მარკეტინგის მიმართულებები

კონტენტმარკეტინგი
სოციალური მედიის მარკეტინგი
▶იმეილმარკეტინგი
▶ინფლუენსერმარკეტინგი
▶ვირუსული მარკეტინგი
▶მობაილმარკეტინგი (Instant Messaging Marketing)
▶TV და რადიო რეკლამები
▶ციფრული ბილბორდები
▶საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)
▶საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM)
▶Pay Per Click (PPC) მარკეტინგი
▶ონლაინპიარი
▶დასპონსორებული კონტენტი
▶ ავტომატიზაციის მარკეტინგი
▶ Inbound მარკეტინგი
▶ Native მარკეტინგი

 

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

 

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)

ციფრული მარკეტინგის აღნიშნული მიმართულება გულისხმობს საძიებო სისტემების შედეგების გვერდებზე მაღალი რანგის მინიჭების შესაძლებლობას. SEO ოპტიმიზაციის მეშვეობით შესაძლებელია, კომპანიის ვებგვერდზე გავზარდოთ ორგანული (ანუ უფასო) ტრაფიკი.

განასხვავებენ 3 ტიპის SEO ოპტიმიზაციას: On-page SEO, Off page SEO და Technical SEO.

On-page SEO – აღნიშნული მიმართულება ფოკუსირებულია იმ კონტენტზე, რომელიც ვებგვერდზეა წარმოდგენილი. ქივორდების ძებნის პროცესი, მათი შინაარსი და გამოყენების სიხშირის საძიებო მაჩვენებელი SEO ექსპერტს დაეხმარება საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERPs) გამოჩენაში.

Off page SEO: SEO ოპტიმიზაციის ეს მიმართულება გულისხმობს აქტივობებს, რომლებიც მიმართულია არა ვებგვერდზე, არამედ მისგან დამოუკიდებლად საძიებო სისტემაში ვებგვერდის პოპულარიზაციისკენ. ამ შემთხვევაში აქტიურად ერთვება სხვადასხვა ავტორიტეტული ვებგვერდიდან დამაკავშირებელი ბმულების (Backlinks) წამოღების პროცესი. მსგავსი პროცესი, საერთო ჯამში, გავლენას ახდენს ვებგვერდის რეიტინგზე და პარტნიორი ორგანიზაციების, გავრცელებული სტატიებისა თუ ბლოგების ფაილები თავისი დამაკავშირებელი ბმულებით კომპანიის ვებგვერდის რეიტინგს საკმაოდ მაღლა სწევს.

Technical SEO: SEO ოპტიმიზაციის აღნიშნული მიმართულება კონცენტრირებას ახდენს დეველოპერების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და მასში იგულისხმება კოდები, რომელთა საფუძველზეცაა აგებული თითოეული ვებგვერდი. სურათების შეკუმშვა, სტრუქტურირებული მონაცემები და CSS ფაილის ოპტიმიზაცია ტექნიკური SEO-ს ფორმებია, რომლებსაც შეუძლია ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარის გაზრდა.

👉 თუ გაინტერესებთ როგორია თქვენი ვებსაიტის პოტენციალი გუგლში, მიიღეთ SEO აუდიტი უფასოდ.

 

კონტენტმარკეტინგი

კონტენტმარკეტინგი, რომელიც ტექსტური და ვიზუალური მასალის სინთეზია, ბრენდის შესახებ ცნობადობის, ტრაფიკის გაზრდის, ლიდების შეგროვებისა და პოტენციურ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი ღირებული ინსტრუმენტია. მაგ: ბლოგპოსტების დახმარებით კომპანიას შეუძლია საკუთარი პოზიციების გამყარება და სფეროს წამყვან მოთამაშედ ბაზარზე თავის დამკვიდრება. ბლოგპოსტების დახმარებით შესაძლებელია წარმატებული SEO ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; ელწიგნები ლიდების შეგროვების კარგი საშუალებაა; ინფოგრაფიკები მომხმარებლებს ინფორმაციის მარტივად აღქმაში ეხმარება, რადგან ხშირად მომხმარებლებს ურჩევნიათ, მოისმინონ არა ამბავი, არამედ დაინახონ და აღიქვან პროცესი; აუდიო და ვიზუალური კონტენტი კი განსაკუთრებით ისრუტავს მომხმარებლების ცნობიერებას.

 

სოციალური მედიის მარკეტინგი

სოციალური მედია კომპანიის პოზიციონირების გასამყარებლად პოზიტიური იმიჯის შექმნისა და პროდუქტისა თუ სერვისის პოპულარიზაციის ძლიერი ინსტრუმენტია. დღეს საკმაო პოპულარობით სარგებლობს: Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram, Snapchat, Pinterest, Youtube, TikTok, Spotify, BeReal.
სოციალური მედიის პლატფორმებიც საუკეთესო საშუალებაა ვირუსული კამპანიების საწარმოებლად და ინფლუენსერებთან სათანამშრომლოდ.

👉 თუ გსურთ თქვენი სოციალური მედია პროფესიონალებმა შეამოწმონ იხილეთ სოციალური მედიის აუდიტი

 

Pay Per Click (PPC)

PPC მარკეტინგი ორიენტირებულია ტრაფიკის გაზრდაზე და გულისხმობს მედიისთვის ფულის გადახდას მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ თითოეულ დაწკაპუნებაზე. პლატფორმები, რომლებიც Pay Per Click (PPC) რეკლამირებას მიმართავენ, შემდეგია: Google Ads, Facebook ads, Twitter Ads, YouTube Ads, LinkedIn Ads.

მაგალითად: რეკლამირება Facebook-ზე მნიშვნელოვანი იარაღია, რათა ვიდეო- და ფოტოპოსტები, სლაიდშოუები თუ სხვადასხვა სარეკლამო ფორმატი გამოიყენო და ის რელევანტურ აუდიტორიას აჩვენო.

 

Native Advertising

Native advertising – ეს არის ფასიანი რეკლამირების ერთ-ერთი ფორმა, რომლის ვიზუალი, ფუნქცია, შინაარსი და მასთან დაკავშირებული შეგრძნება პირდაპირ ებმის იმ მედიასაშუალების ფორმატს, სადაც ის განთავსდება.

Native რეკლამები ხშირად ხასიათდება, როგორც ერთ-ერთი კონტენტის რეკომენდებული ფორმა ვებგვერდებზე, რომელიც შესაძლებელია გამოჩნდეს წაკითხული სტატიის გვერდით. აღნიშნული ტიპის რეკლამები ასევე გვხვდება ფიდში, სწორედ ამიტომ ხშირად მიიჩნევენ, რომ სოციალური მედიის რეკლამირება Native-ური სტილისაა.

 

Marketing Automation

Marketing Automation ეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უზრუნველყოფს მარტივი მარკეტინგული ოპერაციების შესრულებას.

ციფრული მარკეტინგის აღნიშნულ მიმართულებას შეუძლია შემდეგი  ოპერაციების შესრულება:

Email newsletters: საინფორმაციო ბიულეტენების (newsletter) გენერირება. ი-მეილების ავტომატიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში მეილების დაგზავნას, ის მიმართულია პოტენციურ აუდიტორიასთან კომუნიკაციისკენ და შესაძლებელია აუდიტორიის გამოხშირვა.

Social media post scheduling: აღნიშნული ფუნქცია კომპანიებს ეხმარება მუდმივობისა და სიხშირის მაჩვენებლის შენარჩუნებაში, რადგან, თუკი ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნავ, პოსტინგი და აუდიტორიასთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. პოსტების წინასწარი მომზადება და აღნიშნული ფუნქციის გამოყენება დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

Lead-nurturing workflows: ლიდების გენერირება და მათი მომხმარებლებად გადაქცევა  მარკეტინგული ავტომატიზაციის ერთ-ერთი მიმართულებაა.

Campaign tracking and reporting: კამპანიების მონიტორინგი და რეპორტინგი ბიზნესს ეხმარება კამპანიის მიმდინარეობის შეფასებაში. მარკეტინგული კამპანიები მოიცავს სხვადასხვა ინტერესის მქონე ფართო აუდიტორიას, ი-მეილებს, კონტენტს, ვებგვერდებს, სატელეფონო ზარებს და ა.შ.

თანამედროვე ციფრული მარკეტინგი

 

Email Marketing – იმეილ მარკეტინგი

კომპანიები მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის ხშირად იყენებენ ი-მეილმარკეტინგს. ი-მეილმარკეტინგი ხშირად გამოიყენება კონტენტის, ფასდაკლებების შეთავაზებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ი-მეილმარკეტინგული კამპანიის ფარგლებში შესაძლებელია:

 

  • საინფორმაციო ბიულეტენების (newsletter) დაგზავნა, რომლებიც ბლოგების გამოწერისკენ მოუწოდებს აუდიტორიას
  • ვებგვერდის ვიზიტორებთან კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც გარკვეული შინაარსის ფაილებზე მიიღებენ წვდომას
  • მისასალმებელი მეილები, რომლებიც ახალ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება
  • სადღესასწაულო სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა ლოიალობის პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის
  • რჩევებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის

 

Online PR

ონლაინპიარი გულისხმობს ტრადიციული პიარის გადატანას ციფრულ სივრცეში, რომლის მთავარი მიზანიც კომპანიის იმიჯზე ზრუნვა და დადებითი პოზიციონირების შენარჩუნებაა.

ონლაინპიარი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

  • სოციალური მედიის დახმარებით მედიის სხვადასხვა წარმომადგენელთან კომუნიკაცია
  • რევიუებზე რეაქცია, რომელიც გულისხმობს მომხმარებლების გამოხმაურებაზე უკუკავშირს, რაც კომპანიის საერთო რეპუტაციასა და პასუხისმგებლობაზე დადებითად აისახება
  • ვებგვერდზე განთავსებულ ბლოგებზე არსებულ კომენტარებზე რეაქცია და ინტერაქცია

 

Inbound Marketing

Inbound marketing – ასე უწოდებენ ერთ-ერთ მარკეტინგულ მეთოდს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, შეიქმნას კონტენტი, რომელიც რელევანტურია მომხმარებლებისთვის და განაპირობებს ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. აღნიშნული ტიპის მარკეტინგი ხელს უწყობს მომხმარებლების ჩართულობას, მათ დაინტერესებასა და აღფრთოვანებას კომპანიის პროდუქტითა თუ სერვისით.

 

 Sponsored Content

დასპონსორებულ კონტენტში იგულისხმება კომპანიის მიერ დაქირავებული სააგენტოების ძალისხმევა, შექმნან კონტენტი, რომელიც დაეხმარებათ დამკვეთის იმიჯის პოპულარიზაციაში. დასპონსორებული კონტენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფლუენსერმარკეტინგია. სწორედ ინფლუენსერები უზრუნველყოფენ პოსტების, ვიდეოების, ბლოგების შექმნას, რომლებიც პოტენციურ აუდიტორიაზე მოახდენს გავლენას და გააუმჯობესებს კომპანიის მიმართ დამოკიდებულებას. ამ ტიპის რეკლამის მაგალითია მედიაგავრცელება ან ინტერნეტ რეკლამირება.

 

საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM)

საძიებო სისტემების მარკეტინგი გულისხმობს ფასიანი რეკლამების განთავსებას საძიებო სისტემებში. ორ ყველაზე პოპულარულ SEM სერვისს Bing Ads და Google Ads გვთავაზობს.

 

მყისიერი შეტყობინებების მარკეტინგი (Instant Messaging Marketing)

SMS-ები მარტივი გზაა პოტენციურ აუდიტორიამდე ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მისატანად და შეთავაზებების გასაცნობად. და თუკი მომხმარებელთა მხრიდანაც არსებობს გარკვეული კითხვები, მათ მარტივად შეუძლიათ მყისიერი უკუკავშირის მიღება ისეთი პლატფორმების მეშვეობით, როგორებიცაა: Facebook  Messenger ან WhatsApp, Viber.

 

ციფრულ მარკეტინგში განასხვავებენ ასევე B2B და B2C ციფრულ მარკეტინგს

 

B2B Digital Marketing business-to-business

თუ თქვენი კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ბიზნესი ბიზნესისთვის, მაშინ აღნიშნული ტიპის მარკეტინგი მიმართულია პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, პროდუქტისა და სერვისების შეთავაზებასა და ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. მთავარი მიზანი ხარისხიანი ლიდების შეგროვებაა, რაც პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. (B2B) ციფრული მარკეტინგი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს LinkedIn-ის ვებგვერდზე.

 

B2C Digital Marketing business-to-consumer

თუ კომპანია ბაზარზე ოპერირებს, როგორც ბიზნესი, რომელიც მომხმარებლებისკენ არის მიმართული, მაშინ მისი მთავარი მიზანი პოტენციურ მომხმარებელთან კონტაქტი და მათთვის საკუთარი პროდუქტების შეთავაზებაა. აღნიშნულ მარკეტინგში მნიშვნელოვანია ძლიერი calls-to-action გზავნილების გავრცელება, რათა მომხმარებლების მხრიდან მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს.

და მაინც, რატომ არის ციფრული მარკეტინგი ეფექტური თქვენი ბიზნესისთვის?

  1. ციფრული მარკეტინგის დახმარებით შესაძლებელია მრავალფეროვანი სარეკლამო ინსტრუმენტების, ფორმატების, კონტენტის გამოყენება, რომლებიც პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს;
  2. ბიუჯეტის ეკონომიურად გამოყენების შესაძლებლობას მოგცემთ;
  3. დიდ ბრენდებთან კონკურენციის წარმართვისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესს;
  4. ციფრული მარკეტინგი გაზომვადია;
  5. ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შეცვლა და ახალ მიზნებთან ადაპტაცია გაცილებით მარტივია;
  6. ციფრულ მარკეტინგს შეუძლია გააუმჯობესოს კონვერტაციის მაჩვენებელი და ლიდების ხარისხი;
  7. აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მარტივი გზაა;
  8. მონაცემების ანალიზისა და კამპანიის მონიტორინგის მრავალ ფუნქციონალს გვთავაზობს;
  9. მისი მეშვეობით შესაძლებელია ეფექტური ტარგეტირების გამოყენება;
  10. ციფრული მარკეტინგის სიმარტივე და მოქნილობა ნებისმიერი კამპანიისთვის დადებითი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა;
  11. ის რემარკეტინგისა და რებრენდინგისთვის მრავალფეროვან ხელსაწყოებს გვთავაზობს.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

წაკითხვის დრო 4 წთ
ონლაინ პიარი (Digital PR) სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნა, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობადობის ამაღლება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა….
წაკითხვის დრო 4 წთ
„წისქვილი ჯგუფისთვის“ შექმნილი პოსტერების სერიის მთავარი თემა საქართველოა. ამბის თხრობა ქართველი ერის პირველი ნაბიჯებით იწყება და თანამედროვე ეპოქამდე გრძელდება. ეს არის ისტორია საქართველოს აისიდან…
წაკითხვის დრო 6 წთ
ადამიანები მუდმივად მიისწრაფვიან სიახლეებისკენ, ტექნოლოგიური განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოების შემსუბუქებისკენ. მართლაც, თანამედროვე მეცნიერება ქმნის და ავითარებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც ადამიანის შრომას გაცილებით ეფექტიანს ხდის,…
წაკითხვის დრო 5 წთ
გამოქვაბულში ამოტვიფრული სიმბოლოებიდან ხელნაწერებამდე, პირველი წიგნებიდან ელექტრონული სიგნალების შექმნამდე, ტელევიზიებიდან ინტერნეტამდე და “მეგობრების დასამატებელი,” პირადი სოციალური გვერდებიდან დიდი კომპანიების ციფრულ კამპანიებამდე – სადღაც აქ…
წაკითხვის დრო 6 წთ
დღეს, 21-ე საუკუნეში ბიზნესების დიდი ნაწილი ტრადიციული მარკეტინგული ხერხების გამოყენებასთან ერთად, ციფრულ სერვისსაც აქტიურად ნერგავს. ეს კომპონენტი აუცილებელი დეტალია სხვადასხვა რელევანტურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და…
წაკითხვის დრო 4 წთ
რა სჭირდება ონლაინ მედიას სრულყოფილი მუშაობისთვის? ამაზე პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია – ხარისხიანი კონტენტი, მაღალი რეიტინგი და სარეკლამო შემოსავლები. თუმცა, ძალიან ცოტამ შეიძლება…