დღეს, 21-ე საუკუნეში ბიზნესების დიდი ნაწილი ტრადიციული მარკეტინგული ხერხების გამოყენებასთან ერთად, ციფრულ სერვისსაც აქტიურად ნერგავს. ეს კომპონენტი აუცილებელი დეტალია სხვადასხვა რელევანტურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და ინტერნეტში პოზიციონირებისთვის.
როდესაც კომპანია სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს, აუცილებელია ზუსტად იცოდეს რა სერვისს იღებს და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს დროის განსაზღვრულ პერიოდში.
ციფრული ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება, იხვეწება და ისეთ ტექნოლოგიურ მიღწევებს გვთავაზობს, რომელთა ათვისებაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვცდილობთ ამ პროგრესს არ ჩამოვრჩეთ და დამკვეთებს ხელმისაწვდომი კომპონენტების სრული სპექტრი მივაწოდოთ.
თუ თქვენი კომპანია ინტერნეტში ჯერ ისევ არ იძებნება, ან ფიქრობთ, რომ რაღაც ისე ვერ მიდის, როგორც გსურდათ, ამ ძაალიან დიდ და დეტალურ ბლოგში, ჩვენი სერვისების მაგალითზე, აგიხსნით რეალურად რას ნიშნავს ციფრული მომსახურების მიღება და რა უნდა მოითხოვოთ, როდესაც სააგენტოს ამ მიზნით უკავშირდებით.
ციფრული მარკეტინგული სტრატეგია
როდესაც ახალ კომპანიასთან ვიწყებთ მუშაობას, ყველაზე ფუნდამენტური ნაბიჯი მათი ციფრული მარკეტინგის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაა. ყურადღებით ვუსმენთ რა სურს დამკვეთს, შემდეგ ჩვენს იდეებს და რეკომენდაციებს ვთავაზობთ. საბოლოოდ კი, კარგად გამოკვეთილ მიზნებსა და ამოცანებს ვსვამთ, რომლებსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში უნდა მივაღწიოთ.
იმისთვის, რომ კლიენტის ინტერნეტში პოზიციონირება ეფექტური იყოს, ვეძებთ და ვაფასებთ ონლაინ კონკურენტებს და ისეთ სტრატეგიას ვქმნით, რომლებიც ზემოხსენებულ მიზნებს აბსოლუტურად შეესაბამება.
სოციალური მედია მარკეტინგი
როდესაც ციფრები განსაზღვრავენ რეალურ მოგებას
სოციალური მედიის მიმართულება უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოში, თუმცა ციფრული შედეგების რეალურ მოგებად კონვერტაციას დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.
შესაძლოა უამრავ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა თქვენი კომპანიის შესახებ, თუმცა წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის გარეშე, თქვენი შედეგი მხოლოდ ონლაინ სივრცეში დარჩება.
სწორი სტრატეგიის გამოყენებით მიიღებთ გაზრდილ ტრეფიკს, მეტ ლაიქს, ფოლოვერსა და გამომწერს. ანუ ბუნებრივად გაზრდით აუდიტორიას თუ სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიებს სწორად დაგეგმავთ. თუმცა აუცილებელია გაყიდვების სტიმულირებაც, რომელიც კლიპარტის ერთ-ერთი წამყვანი კომპეტენციაა.
სოციალური მედია მარკეტინგის სწორი სტრატეგია მეტი ლიდის მიღების საშუალებაცაა, რომლებიც პოტენციურ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალების წინაპირობაა.
გაგაცნობთ რა საფეხურებს უნდა მოიცავდეს სწორად დაგეგმილი სოციალური მედიის მარკეტინგი:
სოციალური მედიის ანგარიშების ოპტიმიზაცია
ანგარიშების შექმნა პირველი ნაბიჯია სოციალური მედიის მარკეტინგის დასაწყებად. აუცილებელია თქვენი ანგარიშების ბიზნესის საჭიროებებზე მორგება, რომ შეკრიბოთ სწორი აუდიტორია, მაგრამ თუ ჯერ არ გაქვთ, არ ინერვიულოთ, ჩვენ გაგიკეთებთ.
სოციალური მედიის სტრატეგია
როგორც უკვე ვახსენეთ, სტრატეგიის შემუშავება სოციალური მედია მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ კლიენტებსა და მათი ბიზნესის ეთიკისა თუ ღირებულებების შესწავლას დროს ვუთმობთ და აბსოლუტურად მორგებულ გეგმას შევიმუშავებთ, რომ მიაღწიოთ სოციალური მედიის მარკეტინგის მიზნებს.
კრეატიული კონტენტის სტრატეგია
კომპანიებს ძალიან უყვართ სოციალური მედიის მარკეტინგის სერვისი, რადგან მათი სახელის ქვეშ ინდივიდუალური, უნიკალური ახალი კონტენტი იქმნება.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია, რომ შექმნას მესიჯბოქსი, ვიზუალები და ფორმატები, რომლებიც აუდიტორიის ჩართულობის გაზრდაში დაგეხმარებათ. გარდა მთელი პროცესის საკუთარ თავზე აღებისა, შეგვიძლია თქვენს არსებულ გუნდთან მუშაობა, რომლებსაც სიახლეების ათვისებასა და განვითარებაში შევუწყობთ ხელს.
სწორედ ასე იქმნება კრეატიული სტრატეგია, რომელიც იდეების მიმოცვლასთან ერთად, დამკვეთის, აუდიტორიისა და ცალკეული კამპანიების მუშაობის მონაცემებს ეყრდნობა.
სოციალური მედიის რეკლამის მენეჯმენტი
სოციალური პლატფორმების ფუნქციებიდან გამომდიარე თითოეულ მათგანის ეფექტურად მართვას ღრმა ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გუნდში სოციალური მიმართულების კამპანიების გაშვების, მენეჯმენტისა და სტრატეგიის ექსპერტები გვყავს.
ლიდების გენერაცია
სოციალური მედიის ანგარიშების ვიზიტორები თქვენი ბიზნესის პოტენციური მომხმარებლები არიან. ჩვენი სოციალური მედიის მარკეტინგის გუნდი დეტალურ რეპორტებს მოგაწვდით იმ ადამიანებზე, რომლებმაც თქვენი სოციალური ქსელების პროფილები მოინახულეს. რელევანტური ტრაფიკისთვის კი ამ ინფორმაციის ოპტიმიზაცია მოხდება.
აუდიტორიების მენეჯმენტი
აუდიტორიის თარგეთირება სოციალური მედიის პლატფორმების, მაგალითად ფეისბუქის, კამპანიების წარმატების მთავარი წინაპირობაა. აუდიტორიის კონკრეტული ტიპის დათარგეთებით, შეგიძლიათ კამპანიის შედეგების საგრძნობლად გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ბიზნესის საჭიროებების მიხედვით, აუდიტორიების მენეჯმენტს შესაბამის ყურადღებას ვუთმობთ და კონვერსიების ზრდას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
რეთარგეთირება
რეთარგეთირება შედეგების ყველაზე მაქსიმალური ნიშნულის მიღების აუცილებელი კომპონენტია. ჩვენი სოციალური მედიის მარკეტინგის გუნდი ისეთი კონტენტის ან რეკლამის რეთარგეთირებაში დაგეხმარებათ, რომლებსაც მაქსიმალური ნახვები და ჩართულობა აქვთ.
ანალიტიკა და რეპორტინგი
იმისთვის, რომ შედეგები გაიზარდოს, მარკეტინგული ძალისხმევის ადეკვატურად შეფასებაა საჭირო. სოციალური მედიის პლატფორმებს თავადვე აქვთ ანალიტიკური მოწყობილობები, რომლებიც პერფორმანსს რიცხვებში გამოსახავენ. ჩვენ კი ამ მონაცემების დამუშავება, გაანალიზება და გაუმჯობესება შეგვიძლია.
გუგლის რეკლამა Google ADs
დღეს, კომპანიებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ინტერნეტში ისეთი ადგილის პოვნა, სადაც სწორი მესიჯით გამოჩნდებიან. იმის კვალობაზე, რომ ადამიანები საჭირო ინფორმაციას პირდაპირ გუგლში ეძებენ, აუცილებელია ამ საძიებო სისტემაში პრიორიტეტულ ადგილას დამკვეთის პროდუქტის ან მომსახურების განთავსება.
გუგლის ციფრული სარეკლამო შესაძლებლობები იმდენად ყოვლისმომცველია, ციფრული მარკეტინგის კამპანიის დაწყება ამ პლატფორმის გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ჩვენი გუნდის წევრები Google AdWords-ის გამოყენებით, საძიებო სიგნალებს, ქივორდებსა და მონაცემებს აანალიზებენ, რომ ზუსტად დაადგინონ კომპანიების პოზიციონირება გუგლის ეკოსისტემაში, ამაზე დაფუძნებით კი შესაბამისი სტრატეგია იქმნება.
დისპლეი კამპანიები
ხშირად კომპანიებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია დისპლეი რეკლამების გაშვება სხვადასხვა თემატურ ვებგვერდებზე. სინამდვილეში, ციფრული მარკეტინგის სრული სერვისი მომხმარებელთან დაკავშირებისთვის ამ გზასაც მოიაზრებს. შესაბამისად, შეძლებთ, რომ თქვენი რეკლამა ქივორდისა და ინტერესების სწორი ოპტიმიზაციით, რელევანტურ ვებგვერდზე გამოჩნდეს.
შოპინგ კამპანიები
თუ რითეილერი ან იქომერს მაღაზიის მფლობელი ხართ, Google-ს სავაჭრო კამპანიები თქვენთვის ძალიან კარგი ინვესტიციაა, რადგან მსგავსი რეკლამები ხარისხიანი ლიდების გენერაციასა და საიტზე ტრეფიკის გაზრდაში დაგეხმარებათ. Google-ს სავაჭრო რეკლამები თქვენს საუკეთესო პროდუქტებს მომხმარებლების მოსაზიდად და კონვერსიებისთვის გამოიყენებს.
ვიდეო რეკლამა
თუ არ იცოდით, ვიდეო რეკლამების გაშვება YouTube-სა და სხვა მსგავს პლატფორმებზე Google Display ქსელის საშუალებით შეგიძლიათ.
ვიდეო რეკლამა ვიზუალურად მიმზიდველია და მაყურებელთა ყურადღებას ეფექტურად იქცევს. ისინი უკეთეს თარგეთირებასა და AdWords-ების კამპანიაში გამოიყენება. ჩვენ დაგეხმარებით, რომ იპოვოთ საუკეთესო პლატფორმა თქვენი ვიდეო რეკლამებისთვის და შექმნათ თვალშისაცემი რეკლამები, რომლებიც სწორ შეტყობინებას თქვენს სამიზნე აუდიტორიას გადასცემენ.
რეკლამის გაფართოებები
რეკლამის გაფართოება ეფექტური საშუალებაა, რომ მომხმარებლებს თქვენი ბიზნესის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოთ. არსებობს რეკლამის ექსტენსიის 5 კატეგორია: საიტის ბმულის, ლოკაციის, შეთავაზებისა და აპლიკაციის ექსტენსია.
ეს ექსტენსიები მომხმარებლებს თქვენი ვებგვერდის, ლოკაციის, საკონტაქტო ნომრის, აპლიკაციის გადმოწერის და მიმდინარე სარეკლამო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ჩვენი გუნდის წევრები ირჩევენ სწორ გაფართოებებს, რომლებიც თქვენს ბიზნესსა და თანამშრომლებს AdWords კამპანიებში დაეხმარებათ.
კონვერსიის ოპტიმიზაცია
ჩვენი AdWords-ის ექსპერტები და ქოფირაითერები სხვადასხვა სარეკლამო ჯგუფისთვის რამდენიმე რეკლამას ქმნიან. თითოეული რეკლამა A/B ტესტინგს გადის, რომ საუკეთესო შედეგები მოგვცეს. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ინვესტიციის საუკეთესო დაბრუნებისთვისაა საჭირო.
გუგლის ანალიტიკა
ზუსტად დათვლილი მაჩვენებლების გარეშე წარმოუდგენელია, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი ვებგვერდის ან ციფრული მარკეტინგის სერვისის შედეგები. კლიპარტი Google Analytics დაყენებასა და მონაცემების შეფასებასა თუ ტრეკინგზეა პასუხისმგებელი. ამავდროულად, ჩვენ, თქვენს არსებულ შედეგებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და წარმატებული კამპანიების შექმნაში დაგეხმარებით.
რა არის და როგორ გამოვიყენოთ პროგრამატიკული მარკეტინგი
პროგრამატიკული მარკეტინგი უახლესი სტრატეგიაა, რომელიც ჯერ ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში, თუმცა კლიპარტს ამ სერვისთან ხელი უკვე მეორე წელია მიუწვდება. ციფრული მარკეტინგის ამ სერვისის გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ სარეკლამო სივრცეები ონლაინ აუქციონის პირობებში გაყიდონ.
ჩვენი პროგრამატიკის ექსპერტები მომხმარებლებზე გათვლილ მეთოდოლოგიასა და ეფექტურ ვიზუალურ შინაარსს აერთიანებენ, რომ პროგრამატიკული კამპანია შექმნან, რომელიც რეალურ შედეგებს იძლევა.
კლიპარტში ყველა კამპანიას მრავალპროფილურად ვუდგებით და ნახვებისა და მომხმარებლის გავლენის მაქსიმიზაციისთვის ვიდეო და დისფლეი ინვენტარს ვიყენებთ.
აუდიტორიის ინტელექტი
აუდიტორიის ინტელექტი გადამწყვეტია კარგად ტარგეტირებული ციფრული სარეკლამო კამპანიებისთვის. ჩვენი პროგრამატიკის ექსპერტები პირველად, მეორეულ და მესამეულ მონაცემებს იყენებენ, რომ ბაიერების პერსონიფიკაცია მოახდინონ და სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნილებებისა და პრეფერენციების ანალიზი შეძლონ.
რელევანტურ მონაცემებს Data მენეჯმენტ პლატფორმებიდან ვაგროვებთ და ამასთან ერთად, In-house ანალიტიკის ხელსაწყოებსაც ვიყენებთ, რომ დავადგინოთ აუდიტორია, მისი ონლაინ ჩვევები, კონტენტის მოხმარება და მოთხოვნილებები.
მორგებული Whitelisting
ბიზნესის ამოცანებზე, ბრენდის იმიჯსა და სამიზნე აუდიტორიაზე დაყრდნობით, ჩვენ სწორ პლატფორმებს შეგირჩევთ, რომ პოტეციურ მომხმარებლებს დაუკავშირდეთ. ამასთანავე, URL-ებსა და პლატფორმების სიას ვადგენთ იმ ახალი აუდიტორიის მოძიებისთვის, რომლებიც თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებას ეძებენ.
რეკლამის შექმნა
კლიპარტის პროგრამატიკის ექსპერტები ტექსტისა და ვიზუალის გამოყენებით დასაკლიკებელ რეკლამებს ქმნიან. ყველა რეკლამა შექმნილია იმისთვის, რომ სამიზნე და look-a-like აუდიტორიის ყურადღება მოიპოვოს და ეს ადამიანები მომხმარებლებად აქციოს.
ზუსტი თარგეთირება
იმისათვის, რომ ონლაინ რეკლამა ეფექტური იყოს, აუცილებელია სწორ ადამიანებთან სასურველ პლატფორმებზე გამოჩენა. კლიპარტის პროგრამატიკული სერვისების პროფესიონალები აუდიტორებს დემოგრაფიის, ასაკის, გენდერის, ონლაინ ქცევის პატერნების, განათლების დონის, კონტენტის მოხმარებისა სხვა მნიშვნელოვანი ატრიბუტების მიხედვით ადგენენ. ამის შემდეგ ჩვენ ლაზერულად თარგეთირებულ რეკლამებს ვქმნით, რომ მათ დავუკავშირდეთ.
ბიდინგი რეალურ დროში
ჩვენი In-House პროგრამატიკის გუნდის სპეციალისტები ყოველდღიურად მუშაობენ დამკვეთების სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზებაზე. გუნდი მუდმივ მზადყოფნაშია, როდესაც აუდიტორიის სასურველი სეგმენტი ხელისაწვდომია ონლაინ და ეცნობა კონტენტს.
რეკლამების ოპტიმიზაცია
ჩვენი ბიდერები პროგრამატიკულ სარეკლამო კამპანიებს რეგულარულად ტრეკავენ, არასაკმარისად შესრულებულ არეალებს ნახულობენ და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად შესაბამის ზომებს იღებენ.
Omni-Channel რეკლამები
ჩვენ ვქმნით ზუსტ კონტენტს ნატივურ, cross-platform, სოციალურ და ვიდეო პლატფორმებზე, ანუ ბევრ აქტუალურ, საჭირო და მნიშვნელოვან არხზე. ამავდროულად ისეთ ციფრულ მედიუმებზე ვახდენთ თარგეთირებას, რომ პროგრამატიკულმა რეკლამებმა სწორ აუდიტორიას, სწორი პლატფორმის გამოყენებით სწორ დროს მიაღწიონ.
რემარკეტინგის სტრატეგია
აღალი თარგეთირების რემარკეტინგის კამპანიები მეტი მომხმარებლის ჩართვასა და გაყიდვების გაზრდაში დაგეხმარებათ.
კლიპარტი გაწვდით რემარკეტინგის სერვისს პროგრამატიკული რეკლამების საშუალებით, როდესაც ვაიდენტიფიცირებთ არააქტიურ მომხმარებლებს და ეფექტური კამპანიებით თავიდან ვააქტიურებთ.
Google Analytics-ის ინტეგრაცია
ჩვენ პროგრამატიკულ კამპანიებს Google Analytics პლატფორმასთან ვაერთიანებთ და ვრწმუნდებით, რომ თქვენმა თითოეულმა რეკლამამ მიაღწია სამიზნე აუდიტორიამდე და გააუმჯობესა ბრენდის ონლაინ ხილვადობა. სწორედ ამიტომ, თითოეული თეთრიც კი, რომელსაც პროგრამატიკული სერვისის მისაღებად ხარჯავთ, ეფექტურად გამოიყენება.