იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Powered By
Powered By
Auditor
აუდიტორი
მესამე მხარის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც აუდიტს ახორციელებს.
Audit
აუდიტი
მესამე მხარის აქტივობის ვალიდაცია და/ან ინტერნეტაქტივობასთან/რეკლამასთან დაკავშირებული პროცესების გაზომვა. აქტივობის აუდიტით დაანგარიშდება აქტივობები, პროცესის აუდიტით კი აქტივობების დაანგარიშების შიდა კონტროლი ხორციელდება.
Aspect Ratio
ასპექტის თანაფარდობა
სურათის ჩარჩოს სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა. სატელევიზიო მაუწყებლობა მიმდინარეობს 4:3 (1.33:1) ასპექტის თანაფარდობით; ციფრული ტელევიზიის მაუწყებლობა ხდება 16:9 (1.78:1) თანაფარდობით; ფილმების დიდი ნაწილი გადაღებულია, სულ მცირე, 1.85:1 თანაფარდობით. IMU ასპექტის თანაფარდობა არის 6:5 (330*250; 336*280; და 180*150).
Artifacting
არტეფაქტი
დარღვევა, რომელიც გამოწვეულია აუდიო ან ვიდეომასალაში კომპრესიული ალგორითმის შესვლით (კოდეკი). გამოსახულებებს შესაძლოა, ჰქონდეს დაზიანებული პიქსელები (ხშირად თეთრი წერტილების სახით), რომლებიც არ არსებობდა ორიგინალ გამოსახულებაში. იხ. კოდეკი.
Applicable Brower
შესაბამისი ბრაუზერი
ნებისმიერი ბრაუზერი, რომელზეც რეკლამა გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, გაეშვება თუ არა ის.
Ad Recall
რეკლამის გახსენება
რეკლამის ეფექტურობის საზომი, რომლის გამოყენებითაც რესპონდენტებს ანახვებენ რეკლამას და მოგვიანებით სთხოვენ, ნანახი რეკლამა გაიხსენონ. რეკლამის გახსენება შესაძლებელია დახმარებით ან მის გარეშე. დახმარების გამოყენების შემთხვევაში რეკლამის გახსენებისას რესპონდენტს ეუბნებიან რეკლამაში ნაჩვენები ბრენდის ან კატეგორიის სახელს.
Ad Network
სარეკლამო ქსელი
ბევრი ვებგვერდის სარეკლამო ინვენტარის აგრეგატორი ან ბროკერი. სარეკლამო ქსელები ქსელში არსებული ვებგვერდების გაყიდვების წარმომადგენლები არიან.
Ad Request
რეკლამის მოთხოვნა
რეკლამის მოთხოვნა მომხმარებლის პირდაპირი აქტივობის შედეგია, რასაც სარეკლამო სერვერი აფიქსირებს. რეკლამის მოთხოვნა შეიძლება პირდაპირ მომხმარებლის ბრაუზერიდან მოდიოდეს, ან შუამავალი ინტერნეტწყაროდან, როგორიცაა ვებკონტენტის სერვერი.
Ad Serving
რეკლამის მიწოდება
სერვერის მიერ რეკლამის მიწოდება საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერისთვის, სადაც ხდება რეკლამის ბრაუზერის მიერ გამოსახვა და/ან ქეშირება. როგორც წესი, რეკლამა მიეწოდება ვებგვერდის ან მესამე მხარის სარეკლამო სერვერის მიერ. რეკლამები შეიძლება ჩართული იყოს გვერდში ან ცალკე მიეწოდოს.
Ad Space
რეკლამის ადგილი
ადგილი საიტზე, რომლის გამოყენებაც შეიძლება რეკლამის განსათავსებლად. საიტზე თითოეული ადგილი ინდივიდუალურად განისაზღვრება. ერთ გვერდზე შეიძლება რამდენიმე სარეკლამო ადგილი არსებობდეს.