ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Ad Stream

რამდენიმე რეკლამის გამოსახვა
რეკლამების სერია, რომლებსაც მომხმარებელი საიტზე ერთი ვიზიტის დროს ნახულობს (ე.წ. ჩვენება).

Ad Transfers

რეკლამის ტრანსფერი
რეკლამის გამომქვეყნებლის ვებგვერდის წარმატებით ჩვენება მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა მასზე დააწკაპუნა. როდესაც მომხმარებელი აჭერს რეკლამას, მომხმარებლის ბრაუზერი აფიქსირებს რეაგირებას და მომხმარებელს გადაამისამართებს ან „გადაეცემა“ („გადაიყვანს“) რეკლამის დამამზადებლის ვებგვერდზე. თუ მომხმარებელი წარმატებით ნახავს რეკლამის გვერდს, მაშინ რეკლამის წარმატებით მიწოდება დაფიქსირდება.

Ad View

რეკლამის ნახვა
როდესაც მომხმარებელი რეალურად ნახულობს რეკლამას. გასათვალისწინებელია, რომ რეკლამის ნახვასთან დაკავშირებული მონაცემები არ/ვერ იზომება დღეს/რეალურ დროში. მოცემულ მომენტში მონაცემების სანახავად საუკეთესოა რეკლამის ჩვენების მონაცემების გათვალისწინება.

Ad Window

სარეკლამო ფანჯარა
კონტენტის ფანჯრისგან განსხვავებული ფანჯარა.

Advertiser

რეკლამის გამომქვეყნებელი
კომპანია, რომელიც ფულს იხდის რეკლამისთვის.

Advertising Revenue

სარეკლამო შემოსავალი
შემოსავალი, რომელიც მიიღება რეკლამის გაყიდვიდან. იხ. Interactive Advertising Revenue- ინტერაქციული რეკლამის შემოსავალი.

Affiliate Marketing

შვილობილი მარკეტინგი
შეთანხმება ორ ვებგვერდს შორის, რომლის ფარგლებშიც ერთი საიტი (შვილობილი) თანახმაა, განათავსოს კონტენტი ან რეკლამა სხვა საიტზე, მნახველების მოზიდვის მიზნით. სანაცვლოდ, შვილობილი საიტი იღებს წილს გაყიდვებიდან ან სხვა სახის წილს გაწეული მომსახურებისთვის.

Alternative Text

ალტერნატიული ტექსტი
სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მომხმარებელს საკუთარ ბრაუზერზე მაშინ გამოესახება, როდესაც ფოტოს ჩამოტვირთვის ფუნქცია გამორთული აქვს, ან როდესაც გვერდს ტოვებს „სტოპ“ ღილაკზე თითის დაჭერით მანამ, სანამ ყველა ფოტო ჩამოიტვირთება. ასევე, ჩნდება, როგორც ტექსტი, როდესაც მომხმარებელი მაუსს ფოტოგამოსახულებაზე აჩერებს.

Animated Advertisement

ანიმაციური რეკლამა
რეკლამა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ანიმაციური რეკლამა არის Java აპლეტი ან Shockwave ან GIF89a ფაილი.

Animated GIF

ანიმაციური GIF
ანიმაცია, რომელიც შექმნილია რამდენიმე GIF გამოსახულების ერთ ფაილში გაერთიანებით. შედეგად, მიიღება რამდენიმე გამოსახულება, რომლებიც გამოისახება ერთმანეთის თანმიმდევრობით, რაც ქმნის მოძრაობის შეგრძნებას.