ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Address

მისამართი
კომპიუტერის ან ონლაინ საიტის უნიკალური იდენტიფიკატორი, ხშირად ვებგვერდის მისამართი ან @ ნიშნით აღნიშნული ელფოსტის მისამართი. პირდაპირი გაგებით, ეს არის საშუალება, რომლის გამოყენებითაც ერთი კომპიუტერი პოულობს მეორე კომპიუტერის ადგილმდებარეობას ინტერნეტის საშუალებით.

Ad Impression

რეკლამის გამოსახვა
1) რეკლამა, რომელიც მომხმარებლის ბრაუზერს მიეწოდება. რეკლამების მოთხოვნა შეიძლება განახორციელოს მომხმარებლის ბრაუზერმა (ე.წ. მოზიდული რეკლამები), ან შეიძლება რეკლამა ელფოსტის რეკლამის სახითაც მიეწოდოს; 2) მიწოდების სისტემის მიერ მომხმარებლის ბრაუზერისთვის მოთხოვნილი რეკლამის მიწოდების დაანგარიშება, რაც ხორციელდება რობოტის აქტივობის გაფილტვრით და აღირიცხება მომხმარებლის ბრაუზერისთვის რეკლამის მიწოდების უკანასკნელ მომენტში – ეს არის მომენტი, როდესაც მომხმარებელი ყველაზე ახლოსაა რეკლამის უშუალო ნახვასთან. რეკლამის კონტენტის მომხმარებლამდე მიტანისთვის არსებობს ორი მეთოდი: ა) სერვერის მიერ ინიცირებული და ბ) მომხმარებლის მიერ ინიცირებული. სერვერის მიერ ინიცირებული რეკლამების დათვლის მეთოდი იყენებს გამომქვეყნებლის ვებკონტენტის სერვერს მოთხოვნის დაფიქსირების, ფორმატირებისა და კონტენტის გადამისამართების მიზნით. მომხმარებლის მიერ ინიცირებული რეკლამის დათვლა დამოკიდებულია მომხმარებლის ბრაუზერის მიერ ამ აქტივობის განხორციელებაზე. იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც სერვერის მიერ ინიცირებულ რეკლამის დათვლის მეთოდს იყენებენ, დათვლა უნდა მოხდეს რეკლამაზე რეაგირებისას გამომქვეყნებლის სარეკლამო სერვერის ან ვებკონტენტის სერვერის საშუალებით. იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც მომხმარებლის მიერ ინიცირებულ რეკლამის დათვლის მეთოდს იყენებენ, დათვლა უნდა მოხდეს გამომქვეყნებლის სარეკლამო სერვერზე ან მესამე მხარის სარეკლამო სერვერზე რეკლამის მოთხოვნის შემდეგ, ან მოგვიანებით, პროცესის მიმდინარეობისას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net .

Ad Impression Ratio

რეკლამის ჩვენების თანაფარდობა
ეს არის რეკლამაზე დაწკაპუნების მაჩვენებელი გაყოფილი რეკლამების ჩვენებაზე. იხ. დაწკაპუნების/დაჭერის მაჩვენებელი.