ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Bonus Impressions

ბონუსჩვენება
რეკლამის დამატებით ჩვენება, ისე, რომ წინასწარ არ იყო გათვალისწინებული საჩვენებელი თანმიმდევრობით.

Backbone

ცენტრალური ქსელი
ცენტრალური ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვა ქსელებს.

Bit

ბიტი
კომპიუტერული მონაცემების უმცირესი ერთეული. ბიტს აქვს ერთი ბინარული (ორი ნაწილისაგან შემდგარი; ორმაგი, ორფა) ნიშნული 0 ან 1. ერთ ბაიტში არის რვა ბიტი.

Beyond-the-Banner

ბანერსმიღმა
ტერმინი, რომელიც მიგვითითებს ნებისმიერ რეკლამაზე, ისეთზე, რომელიც არ არის ბანერი. მაგალითად, შუალედური რეკლამები ან ვიდეორეკლამები და ა.შ.

Beta

ბეტა
პროდუქტის სატესტო ვერსია, მაგალითად, ვებგვერდის ან პროგრამის სატესტო ვერსია, რომელიც საბოლოო ვერსიის ჩაშვებამდე გამოდის.

Beacon

სასიგნალო შუქი
კოდების ჩამონათვალი, რომელიც მოთავსებულია რეკლამაში, ვებგვერდში, ან ელექტრონულ ფოსტაში, რაც შესაძლებელს ხდის რეკლამის, გვერდის ან ელექტრონული ფოსტის ბრაუზერისთვის მიწოდების განსაზღვრას. ასევე, აკონტროლებს ზოგადი ტიპის მოქმედებებს. ასევე, ცნობილია, როგორც Clear GIF/ცარიელი GIF ან Pixel Tag/პიქსელის მონიშვნა.

BBS (Bulletin Board System)

BBS/განცხადებების დაფის სისტემა
პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოდემის დახმარებით შევიდეს ელექტრონულ ფოსტაში, იუზნეტში და ჩატის/სასაუბრო ჯგუფში.

Barter

ბარტერი
უნაღდო ანგარიშსწორება – პროდუქტებისა და მომსახურებების გაცვლა ფულის გარეშე. ბარტერის ღირებულება არის იმ პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება დოლარში, რომლის გაცვლაც ხდება რეკლამაში. ეს არის GAAP-ს (Generally Accepted Accounting Principles – ანგარიშგების ზოგადად მისაღები პრინციპები) მიერ აღიარებული შემოსავლის მიღების ფორმა.

Banner

ბანერი
გრაფიკული გამოსახულება, რომელიც გვხვდება HTML გვერდზე და გამოიყენება რეკლამის სახით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

Bandwidth Competition

დიაპაზონის შეფერხება
მოკლე შეფერხება, როდესაც ორი ან მეტი ფაილი ერთდროულად გადაეცემა ერთი სასიგნალო ხაზის მეშვეობით. თუ სისტემას არ შეუძლია ფაილებს შორის პრიორიტეტების განსაზღვრა, მაშინ ფაილების გადაცემა ნელდება.