ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

CRM

CRM

მომხმარებლებთან ურთიერთობის მარკეტინგი. მარკეტინგის ფორმა, რომელიც კონკრეტულად არის მიმართული ბრენდის მიმართ ლოიალობის გასაზრდელად.

Cyber Café

კიბერკაფე

ადგილი, სადაც მოთავსებულია ინტერნეტთან დაკავშირებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი კომპიუტერები.

CPM (Cost-Per-Thousand)

CPM - თითოეული ათასის ღირებულება

ეს არის მედიატერმინი, რომელიც ასახავს 1, 000 ნახვის ღირებულებას. მაგალითისთვის, თუ ვებგვერდი ერთ რეკლამას 1, 500 აშშ დოლარს აფასებს და ფიქსირდება 100, 000 ვიზიტორის შემოსვლა, მაშინ CPM შეადგენს 15 აშშ დოლარს (1, 500 აშშ დოლარი გაყოფილი 100-ზე).

CPM Pricing Model

CPM ფასის მოდელი

ფასის დადგენის მოდელი, რომელიც ეფუძნება რეკლამის ჩვენების ღირებულებას. დამატებით იხ. CPM და Pay-Per- Impression/თითოეული ჩვენების ღირებულება.

CPO (Cost-Per-Order)

CPO - თითოეული შეკვეთის ღირებულება

რეკლამის ღირებულება, მიღებული შეკვეთების რაოდენობაზე დაყრდნობით. ასევე, ცნობილია, როგორც Cost-Per- Transaction/თითოეული ოპერაციის ღირებულება.

CPS (Cost-Per-Sale)

CPS - თითოეული გაყიდვის ღირებულება

რეკლამის გამომქვეყნებლის მიერ ერთი გაყიდვაზე გაწეული ხარჯი. თუ ეს პრინციპი მედიაშესყიდვების პრინციპთან ერთად იქნება გამოყენებული, შეიძლება საიტზე შეთავაზებულ იქნას ქუქი და გამოჩნდეს რეკლამის გამომქვეყნებლის გვერდზე ონლაინ გაყიდვის წარმატებით დასრულების შემდეგ.

CPT (Cost-Per-Transaction)

CPT - თითოეული ოპერაციის ღირებულება

იხ. CPO/თითოეული შეკვეთის ღირებულება.

CPTM (Cost Per Targeted ThousandImpressions)

CPTM - თითოეული ათასი სამიზნე ჩვენების ღირებულება

გულისხმობს აუდიტორიას, რომელიც განსხვავდება კონკრეტული დემოგრაფიული ან სხვა მახასიათებლებით. მაგალითად, 18-25 წლამდე გოლფის მოთამაშე მამაკაცები. CPM-სა და CPTM-ს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ CPM არის ჩვენებების ჯამური რაოდენობისთვის, ხოლო CPTM გულისხმობს მხოლოდ სამიზნე აუდიტორიისთვის ჩვენებას.

Crawler

ქროლერი/საძიებო რობოტი

პროგრამა, რომელიც ვირტუალურად სტუმრობს ყველა გვერდს და ქმნის საძიებო სისტემის მონაცემებს. ასეთი პროგრამა ორიენტირებულია უფრო ტექსტურ, ვიდრე გრაფიკულ ფაილებზე. ასევე, იხ. Spider/ობობა, Bot/ბოტი და Intelligent Agent/ინტელექტუალური აგენტი.

Cookie Buster

ქუქი ბლოკატორი

პროგრამა, რომელიც ბლოკავს მომხმარებლის ბრაუზერზე ქუქი ფაილის შენახვას.