ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Content Integration

კონტენტის ინტეგრაცია
რეკლამა, რომელიც მოთავსებულია საგამომცემლო კონტენტში ან კონტექსტურ შეფუთვაში. ასევე, ცნობილია, როგორც „ვებედვერტორიალი“

Cookie Buster

ქუქი ბლოკატორი
პროგრამა, რომელიც ბლოკავს მომხმარებლის ბრაუზერზე ქუქი ფაილის შენახვას.

COPPA (Children’s Online PrivacyProtection Act)

COPPR - ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტი
კონგრესმა COPPA 1998 წელს მიიღო ინტერნეტში ბავშვებისგან და ბავშვების შესახებ ინფორმაციის ცრუ ქმედებით ან პრაქტიკით მოპოვების, გამოყენების, ან გასაჯაროების აღმოფხვრის მიზნით. ამ აქტის ნაწილი 6502 (ბ) (1) განსაზღვრავს კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნებს, რათა არ მოხდეს უსამართლოდ ან მოტყუებით ბავშვებისგან ან ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, და მითითებას აძლევს კომისიას, მიიღოს რეგულაციები, რომლებიც განაპირობებს დაცვის მსგავსი მექანიზმების დანერგვას. აქტი საბავშვო ვებსაიტების ოპერატორებისა და იმ ოპერატორებისგან, რომლებიც ბავშვებისგან შეცნობით აგროვებენ პერსონალურ ინფორმაციას, მოითხოვს შემდეგს: (1) მშობლებისთვის ინფორმაციის მოგროვების პრაქტიკასთან დაკავშირებით შეტყობინების მიწოდება; (2) ბავშვების მშობლებისგან უნდა მოხდეს ბავშვების ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასთან და/ან გასაჯაროებასთან დაკავშირებული თანხმობის მიღება (გამონაკლისების ჩათვლით, რომლებიც შეეხება „ონლაინ საკონტაქტო ინფორმაციის“ შეგროვებას, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართი); (3) მშობლისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში ბავშვთან დაკავშირებით მოგროვილი პერსონალური ინფორმაციის შესწავლის შესაძლებლობის მიცემა; (4) მშობლისთვის შესაძლებლობის მიცემა, რათა შეწყდეს მის შვილთან დაკავშირებით უკვე მოგროვილი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება, ან მომავალში მსგავსი ინფორმაციის მოგროვების შეწყვეტა; (5) ბავშვის ონლაინ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის მოგროვების, ჯილდოების შეთავაზების შეზღუდვა, ან სხვა სახის ინფორმაციის მოგროვების შეზღუდვა, რაც გარკვეულწილად აუცილებელია აქტივობის განხორციელებისთვის; და (6) გონივრული პროცედურების შემუშავება და დანერგვა, რათა მოხდეს კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და მოგროვილი პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

COPPR (Children’s Online PrivacyProtection Rule)

COPPR - ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის წესი
FTC-ს მიერ 1999 წლის ოქტომბერში გამოცემული ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის წესი ძალაში შევიდა 2000 წლის 21 აპრილს. ამ წესის საფუძველზე დაინერგა COPPA მოთხოვნები. ამ მოთხოვნების საფუძველზე ბავშვებისთვის განკუთვნილი ვებგვერდის ოპერატორებმა ან ონლაინ მომსახურებებმა, რომლებმაც იციან, რომ პირი, რომლისგანაც ისინი ითხოვენ ინფორმაციას, არის ბავშვი, უნდა (1) გამოაქვეყნონ ბმული, რომელიც აღწერს, როგორ ხდება მათ მიერ ინფორმაციის მოგროვება, გამოყენება, და/ან გასაჯაროება; (2) გარკვეული გამონაკლისების გარდა, უნდა აცნობონ მშობლებს, რომ მათ სურვილი აქვთ, შეაგროვონ ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაცია, რისთვისაც საჭირო იქნება ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასთან, და/ან გასაჯაროებასთან დაკავშირებული თანხმობის მიღება; (3) არ უნდა უბიძგონ ბავშვს, მონაწილეობა მიიღოს ისეთ ონლაინ აქტივობებში, რომლებიც მოითხოვს დამატებითი პერსონალური ინფორმაციის მოგროვებას, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გონივრულობის ფარგლებში საჭიროა აქტივობის განსახორციელებლად; (4) მშობლებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, რათა შეწყდეს მათ შვილთან დაკავშირებით უკვე მოგროვილი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება, ან მომავალში მსგავსი ინფორმაციის მოგროვება; და (5) უნდა დანერგონ გონივრული პროცედურები, რათა მოხდეს კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და მოგროვილი პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

Copy

ასლი
დაბეჭდილი ტექსტი რეკლამაში.

Count Audit

დათვლის აუდიტი
იხილეთ Activity Audit/აქტივობის აუდიტი.

CPA (Cost-Per-Action)

CPA - თითოეული მოქმედების ღირებულება
რეკლამის ღირებულება, რომელიც ეფუძნება ვიზიტორის მიერ რეკლამაზე საპასუხოდ კონკრეტული მოქმედების განხორციელებას.

CPC (Cost-Per-Click)

CPC - თითოეული დაწკაპუნების ღირებულება
რეკლამის ღირებულება დაჭერის/დაწკაპუნების რაოდენობის მიხედვით.

CPC (Cost-Per-Customer)

CPC - თითოეული მომხმარებლის ღირებულება
საფასური, რომელსაც რეკლამის გამომქვეყნებელი იხდის მომხმარებლის მოსაზიდად.

CPL (Cost-Per-Lead)

CPL - თითოეული ფაილის ღირებულება
რეკლამის ღირებულება, მიღებული მონაცემთა ფაილების რაოდენობის მიხედვით.