ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Dynamic Ad Placement

დინამიკური რეკლამის განთავსება

პროცესი, რომლის საშუალებითაც განთავსდება რეკლამა გვერდზე, მომხმარებლის მოთხოვნაზე დაყრდნობით. დინამიკური რეკლამის განთავსება შესაძლებელს ხდის, ცვლილება შევიდეს გვერდზე არსებულ სხვა რეკლამებში, რაც ხორციელდება განთავსების პროგრამაში არსებული მონაცემების საშუალებით. დინამიკური რეკლამის განთავსებით შესაძლებელი ხდება რამდენიმე რეკლამის ერთ ან რამდენიმე სივრცეში მონაცვლეობა. უფრო დახვეწილ შემთხვევებში რეკლამის განთავსება შესაძლებელია დემოგრაფიული მონაცემების ან მომხმარებლის მიერ მიმდინარე გამოყენების ისტორიაზე დაყრდნობით.

Dynamic IP Address

დინამიკური IP მისამართი

IP მისამართი, რომელსაც მომხმარებელი ცვლის ინტერნეტში ყოველი შესვლის დროს.

Dynamic Rotation

დინამიკური როტაცია

რეკლამის მიწოდება როტაციით, შემთხვევითი თანმიმდევრობით, ისე, რომ მომხმარებლებმა ნახონ სხვადასხვა რეკლამა და ეს რეკლამები გამოისახოს საიტის სხვადასხვა გვერდზე.

Daughter Window

შვილობილი ფანჯარა

რეკლამა, რომელიც იხსნება ცალკე ფანჯარაში და რომელიც პარალელურად გამოსახულ ბანერთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, პირველ რიგში იხსნება კონტენტი და ბანერი, რასაც მოსდევს შვილობილი ფანჯრის გახსნა.

Demographics

დემოგრაფიული მონაცემები

საერთო მახასიათებლები, რომლებიც გამოიყენება ადამიანების ან აუდიტორიის სეგმენტის, მაგალითად, ასაკის, სქესის, შემოსავლისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით დასაყოფად.

DHTML (Dynamic Hypertext MarkupLanguage)

DHTML- დინამიკური ჰიპერტექსტის მარკირების ენა

HTML ბრძანებების ფართო ნაკრები, რომლებსაც ვებ დიზაინერები იყენებენ ანიმაციური და უფრო ინტერაქციული კონტენტის შესაქმნელად, ვიდრე ეს HTML შემთხვევაში ხდება.

Digital Signatures

ციფრული ხელმოწერა

ელექტრონული დოკუმენტების ხელმოწერა. მსგავსი ხელმოწერით განისაზღვრება პიროვნება და შესაძლებელია მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად გამოყენება. ციფრული ხელმოწერით მტკიცდება დოკუმენტის ნამდვილობა და ძალაში ყოფნა.

Digital Video Server

ციფრული ვიდეოსერვერი

სპეციალურად გამოყოფილი კომპიუტერი, რომელიც მოთავსებულია ცენტრალურ ადგილას და იღებს ბრძანებებს ტელემაყურებლისგან მოთხოვნამდე, ვიდეოაპლიკაციის გამოყენებით. მოთხოვნის მიღების შემდეგ მომხმარებელს მიეწოდება მოთხოვნილი ციფრული ვიდეო.

Display

გამოსახვა/ჩვენება

ჩამოტვირთვის წარმატებით დასრულება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იხილოს კონტენტი.

Domain Name

დომეინის სახელი

უნიკალური დასახელება, რომლითაც ინტერნეტგვერდი იდენტიფიცირდება. თითოეული დომეინის სახელი შედგება ერთი მთავარი ან მაღალი დონის და ერთი ან მეტი დაბალი დონის განმსაზღვრელისგან. მაღალი დონის განმსაზღვრელი არის ზოგადი ან გეოგრაფიული ხასიათის. ზოგადი ხასიათის დომეინი მოიცავს: .com (კომერციული); .net (ქსელი); .edu (საგანმანათლებლო); .org (ორგანიზაცია, საჯარო ან არაკომერციული); .gov (მთავრობა); .mil (სამხედრო); .biz (ბიზნესი); .info (ინფორმაციული); .name (პერსონალური); .pro (პროფესიული); .aero (საჰაერო ტრანსპორტი და სამოქალაქო ავიაცია); .coop (ბიზნესკორპორაციები, როგორიცაა საკრედიტო გაერთიანებები); და .museum (მუზეუმები). გეოგრაფიული დომეინი მიუთითებს ქვეყნის წარმომავლობაზე: .us (ამერიკის შეერთებული შტატები); .fr (საფრანგეთი); .uk (დიდი ბრიტანეთი), და ა.შ.