იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Powered By
Powered By
E-Commerce
ელექტრონული კომერცია
პროდუქტების ან მომსახურებების ვებსივრცის საშუალებით გაყიდვა.
E-mail
ელექტრონული ფოსტა
ტექსტური ფაილები, რომლებიც იგზავნება ერთი პირის მიერ მეორესთან ინტერნეტის საშუალებით.
E-mail Campaign
ელექტრონული ფოსტის კამპანია
სარეკლამო კამპანია, რეკლამის გავრცელება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
Encoder
ენკოდერი
მოწყობილობა ან პროგრამა, რომელიც გამოიყენება აუდიო და ვიდეოსიგნალების გადაცემის მიზნით მოსამზადებლად.
Encoding
კოდირება
ფაილის დაპატარავება და განცალკევება ცალკე ნაკრებში, რათა ის ქსელის საშუალებით მიეწოდოს.
Encryption
დაშიფვრა
სპეციალური კოდების გამოყენებით ციფრული ინფორმაციის დაშიფვრა, რათა ამ ინფორმაციის ციფრული გასაღების გარეშე წაკითხვა შეუძლებელი იყოს.
EPG (Electronic Programming Guide)
EPG - ელექტრონული პროგრამირების სახელმძღვანელო
აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს თავისთვის სასურველი სატელევიზიო პროგრამა.
Ethernet
ეთერნეტი
ქსელის ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ETV (Enhanced Television)
ETV - გაუმჯობესებული ტელევიზია
ინტერაქციული ტელევიზიის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს კონტენტის დამამზადებლებს, HTML მონაცემები და გრაფიკული გამოსახულებები გადასცენ ჩვეულებრივი ანალოგური გადაცემის სიგნალით, რომელსაც ვერტიკალური მოციმციმე ინტერვალი ეწოდება. მსგავსი გაუმჯობესება გამოისახება ვიდეოში და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დააჭიროს ღილაკს, თუ ის ტელევიზორს სპეციალური მოწყობილობის/პროგრამის საშუალებით უყურებს.
Expandable Banners
გაფართოებადი ბანერი
ბანერი, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს 468*240-მდე, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მასზე დააწკაპუნებს ან როდესაც მომხმარებელი კურსორს გადაატარებს ბანერზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net