იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Powered By
Powered By
FTP (File Transfer Protocol)
FTP - ფაილების გადაცემის პროტოკოლი
ინტერნეტ პროტოკოლი, რომელიც ხელს უწყობს ფაილების გადაცემას.
Failure to Transfer
წარუმატებელი გადაცემა
ბრაუზერის მიერ მოთხოვნილი კონტენტის გადაცემა შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს, თუ ბრაუზერი, რომელმაც მოთხოვნა გააკეთა, დატოვებს გვერდს, ან თუ სერვერი ვერ ახერხებს გვერდის, მათ შორის რეკლამების, სრულყოფილად მიწოდებას (ასევე, ცნობილია, როგორც შეცდომა ან კომუნიკაციის შეცდომა).
Family/Ad Family
ოჯახი/რეკლამების ოჯახი
ერთი ან რამდენიმე რეკლამა. ასევე, ცნობილია, როგორც Ad Campaign/სარეკლამო კამპანია.
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
Filtering
ფილტრაცია
რობოტის აქტივობისა და მცდარი კოდების მოცილების პროცესი, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი, ადამიანის მიერ განხორციელებული ინტერნეტაქტივობების დათვლა.
Filtration Guidelines
ფილტრაციის სახელმძღვანელოები
IAB ნებაყოფლობითი სახელმძღვანელოები, რომლებზე დაყრდნობითაც ფიქსირდება უცნობი ობიექტის (ბოტი) მიერ განხორციელებული მოქმედებები რეკლამებისა და გვერდის ნახვის, უნიკალური ვიზიტორისა და დაწკაპუნების მონაცემებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net