ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Hybrid Pricing

ჰიბრიდული ფასი

ფასის მოდელი, რომელიც ეფუძნება CPM ფასის მოდელისა და მუშაობაზე დაფუძნებული ფასის მოდელის კომბინაციას. იხ. CPM და Performance-Based Pricing Model/მუშაობაზე დაფუძნებული ფასის მოდელი.

Hyperlink

ჰიპერლინკი

HTML პროგრამირება, რომელიც მომხმარებელს, ჰიპერტექსტზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ახალ URL-ზე გადაამისამართებს. .

Hypertext

ჰიპერტექსტი

ტექსტი ან გრაფიკული ელემენტები გვერდზე, რომლებიც დაწკაპუნების შემდეგ ბმულის ააქტიურებენ.

Heuristic

ევრისტიკული

მომხმარებლის უნიკალური იდენტობის გამოთვლის ხერხი. ეს ხერხი ეფუძნება გამოკლების წესს ან ალგორითმს, რომელიც მოქმედებს კონკრეტული სერვერისთვის. მაგალითად, IP მისამართისა და მომხმარებლის აგენტის კომბინაცია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის. თუ სერვერი ახალ მოთხოვნას იმავე კლიენტისგან 30 წუთის განმავლობაში კიდევ მიიღებს, მაშინ დგინდება, რომ მოთხოვნა შემოსულია იგივე მომხმარებლისგან და დგინდება, რა დრო გავიდა წინა გვერდის ნახვიდან ახალი მოთხოვნის დაფიქსირებამდე.

HDTV (High-Definition Television)

HDTV - მაღალი გარჩევადობის ტელევიზია

მაღალი ხარისხის გაფართოების სიგნალი, რომელიც იყენებს ციფრულ ფორმატს სატელევიზიო სიგნალების მიღებისა და გადაცემისთვის. HDTV გამოსახულების ხუთჯერ მეტ ინფორმაციას (სურათის ელემენტები ან პიქსელები) იძლევა, ვიდრე კონვენციური ტელევიზია, ასევე, მატებს მეტ სიცხადეს, ასპექტსა და ციფრული ხმის ხარისხს.

Head End

Head End

ადგილი საკაბელო სისტემის ან ფართო დიაპაზონიანი კოაქსიალური ქსელისთვის, სადაც ხდება პროგრამირება და საიდანაც იწყება გამანაწილებელი ქსელი. ხშირ შემთხვევაში სიგნალები მიიღება სატელიტიდან, მიკროტალღური რელეებიდან, ან ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელებიდან ქსელის სათავო კვანძში.