ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Interstitial Ads

შუალედური რეკლამები

რეკლამები, რომლებიც ჩნდება ორი გვერდის კონტენტს შორის. ასევე, ცნობილია, როგორც Transition Ads/გარდამავალი რეკლამები, Intermercial Ads/კომერციული შინაარსის შუალედური რეკლამა, ფლეში რეკლამები და გვერდები.

ITI (Information Technology Industry Council)

ITI- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის საბჭო

აშშ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტებისა და მომსახურებების წამყვანი პროვაიდერები. ის იცავს მზარდ ეკონომიკას ინოვაციების ხელშეწყობისა და თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.itic.org

ISDN (Integrated Services Digital Network)

ISDN- ინტეგრირებული მომსახურების ციფრული ქსელი

მაღალსიჩქარიანი კავშირგაბმულობის ქსელი, რომელიც ინტერნეტს ჩვეულებრივი, სპილენძის სატელეფონო ხაზების საშუალებით უკავშირდება. DSL-მა მეტწილად ჩაანაცვლა ISDN ქსელი. დამატებით იხ. DSL.

ISP (Internet Service Provider)

ISP ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი

ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტზე წვდომას. ინტერნეტმომსახურების პროვაიდერი შეიძლება იყოს კომერციული პროვაიდერი, კორპორაციული კომპიუტერული ქსელი, სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი ან მთავრობა.

Insertion

ჩასმა

დოკუმენტში რეკლამის ჩასმა, როგორც ეს გათვალისწინებულია სარეკლამო სერვერის მიერ.

Insertion Order

ჩასმის თანმიმდევრობა

შესყიდვის ორდერი ინტერაქციული რეკლამის გამყიდველსა და მყიდველს შორის (ხშირ შემთხვევაში რეკლამის გამომქვეყნებელს ან მის სააგენტოს შორის).

Instant Messaging

მყისიერი შეტყობინებები

სტანდარტული IP პროტოკოლის გამოყენებით მომხმარებლებს შორის პირადი ან ჯგუფური კომუნიკაცია. მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან „მეგობრების სია“ და ესაუბრონ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.

Intelligent Agents

ინტელექტუალური აგენტი

პროგრამული ხელსაწყოები, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება, მოიძიონ მათთვის საინტერესო კონკრეტული ინფორმაცია. მომხმარებლის პროფილი გამუდმებით იხვეწება და უმჯობესდება, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის პერიოდულად მიწოდებული რეკომენდაციების მიღებაზე ან უარყოფაზე.

IAB (Interactive Advertising Bureau)

IAB- ინტერაქციული რეკლამირების ბიურო

IAB არის არაკომერციული პროფესიული ასოციაცია, რომელიც მიმართულია უშუალოდ ინტერაქციული რეკლამისა და მარკეტინგის გამოყენებისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

iFrame (Inline Frame)

iFrame-შიდა ჩარჩო

ვებგვერდში ჩასმული მოტივტივე ჩარჩო, რომელიც დაკავშირებული არ არის ბრაუზერის ფანჯრის გვერდთან.