იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Powered By
Powered By
Moore’s Law
მურის კანონი
კომპიუტერული სიჩქარე ყოველ 18 თვეში ორმაგდება.
Metcalfe’s Law
მეტკლაფის კანონი
ქსელის ღირებულება იზრდება გეომეტრიულად ამ ქსელის მომხმარებელი ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
M-Commerce
მობილური კომერცია
ეს ტერმინი მიუთითებს მობილურ კომერციაზე, რაც ნიშნავს შესაძლებლობას, ფულადი ოპერაციები განხორციელდეს მობილური მოწყობილობების საშუალებით, ისეთით, როგორიცაა WAP-ის მქონე ქსელური ტელეფონი.
Makegoods
ჩანაცვლება
დამატებითი რეკლამის ჩვენება, რომელიც შეთანხმებულია შეკვეთის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხარვეზებით მიწოდებული რეკლამების კომპენსირებას.
Mailing List
საკონტაქტო სია
ავტომატურ რეჟიმში გავრცელებული შეტყობინება, რომელიც ელექტრონული ფოსტით იგზავნება კონკრეტულ პირებთან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
Multi-Camera Angle or Individualized Television
მრავალკამერიანი კუთხე ან ინდივიდუალური ტელევიზია
ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებლებს, აკონტროლონ კამერის კუთხეები პირდაპირი ეთერის/ღონისძიებების დროს, აირჩიონ, რომელი რეკლამის ყურება სურთ და, ზოგადად, აკონტროლონ კონტენტის პროვაიდერის მიერ შემოთავაზებული სამაუწყებლო კონტენტი. მსგავს რეკლამებთან მიმართებით შესაძლებელია ელექტრონული კომერციისა და ინტერაქციული მიდგომის გამოყენება. თავის მხრივ, სერვერები არჩევანთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებენ და მომხმარებელს, მათ მიერ გაკეთებულ წინა არჩევანზე დაყრდნობით, შესაბამის კონტენტს სთავაზობენ.
Mouseover
მაუსის გადატარება
პროცესი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი თავის მაუსს მედიასაგანზე გადაატარებს, მასზე დაწკაპუნების გარეშე. შესაძლოა საჭირო გახდეს მაუსის ერთ ადგილზე დროებით გაჩერება, რათა გარკვეული ქმედებების ინიცირება მოხდეს.
MRC (Media Rating Council)
MRC- მედიაშეფასების საბჭო
არაკომერციული პროფესიული ასოციაცია, რომელიც მიმართულია მოქმედი, სანდო და ეფექტური აუდიტორიის კვლევისკენ. MRC ახორციელებს ინტერნეტ დაანგარიშებებისა და ტრადიციული მედიაგამოთვლების აუდიტს.
MPEG
MPEG
1) ფაილის ფორმატი, რომელიც გამოიყენება ფილების ან ვიდეოკლიპების დასაპატარავებლად ონლაინრეჟიმში გადაცემის მიზნით; 2) „მოძრავი გამოსახულების ექსპერტთა ჯგუფის“ მიერ ვიდეომედია მასალისთვის დადგენილი სტანდარტი.
Media Objects
მედიაობიექტები
ფაილები, გარდა HTML დოკუმენტებისა, რომლებიც შეიძლება გამოისახოს ან შესრულდეს HTML დოკუმენტებში, ან განცალკევებულად. მაგალითისთვის, GIF, JPEG, ვიდეო, აუდიო, ფლეშ (SWF), PDF, JAVA აპლიკაციები და სხვა, რომელთა ნახვაც შესაძლებელია ბრაუზერის ან ფლაგინის საშუალებით. (იხ. Plug-in/ფლაგინი)