ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

MIME (Multi-Purpose Internet MailExtensions)

MIME- მრავალფუნქციური ინტერნეფოსტის გაფართოებები

ინტერნეტის საშუალებით ფაილის მიწოდებისთვის მისი კოდირების მეთოდი.

MIP (Mobile Internet Provide)

MIP- მობილური ინტერნეტის პროვაიდერი

ISP, რომელიც მიმართულია უსადენო მომსახურების მოწოდებისკენ.

MP3

MP3

კომპიუტერული ფაილის ფორმატი, რომელიც აპატარავებს აუდიოფაილს .wav ფაილიდან.

Modem Speeds

მოდემის სიჩქარე

სიჩქარე, რომლითაც კომპიუტერის მოდემი ინტერნეტს უკავშირდება. არსებობს, სატელეფონო ინტერნეტკავშირის (dial-up) და კაბელური მოდემები. სატელეფონო ინტერნეტკავშირის მოდემის სიჩქარე 14.4, 28.8, 33.6. 56K და ISDN-ს მოიცავს. კაბელური მოდემის სიჩქარე კი 500K-სა და 2.5 Mbps-ს შორის მერყეობს. T1 და T3 არის კავშირის უმაღლესი სიჩქარე, რომელიც არ საჭიროებს მოდემს. იხ. DSL.

Modem

მოდემი

მოწყობილობა, რომელიც ციფრულ სიგნალებს ანალოგ სიგნალებს გადასცემს და პირიქით, რაც შესაძლებელია ტელეფონის ან საკაბელო ხაზების გამოყენებით.

Mouseover

მაუსის გადატარება

პროცესი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი თავის მაუსს მედიასაგანზე გადაატარებს, მასზე დაწკაპუნების გარეშე. შესაძლოა საჭირო გახდეს მაუსის ერთ ადგილზე დროებით გაჩერება, რათა გარკვეული ქმედებების ინიცირება მოხდეს.

MPEG

MPEG

1) ფაილის ფორმატი, რომელიც გამოიყენება ფილების ან ვიდეოკლიპების დასაპატარავებლად ონლაინრეჟიმში გადაცემის მიზნით; 2) „მოძრავი გამოსახულების ექსპერტთა ჯგუფის“ მიერ ვიდეომედია მასალისთვის დადგენილი სტანდარტი.