ერთგვარი წესების ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს ორ მოწყობილობას, ერთმანეთს დაუკავშირდეს და მონაცემები გადასცეს. პროტოკოლები განსაზღვრავს კომპიუტერულ მოწყობილობებსა და სხვა ქსელებს შორის მონაცემების გადაცემის წესებს. პროტოკოლები განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შეცდომების კონტროლი და მონაცემების დაპატარავების მეთოდები. პროტოკოლები განსაზღვრავს შემდეგს: შეცდომის სახეობის შემოწმება, მონაცემთა დაპატარავების მეთოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), როგორ მიუთითებს გამგზავნი მოწყობილობა გაგზავნის დასრულების შესახებ და როგორ მიუთითებს მიმღები მოწყობილობა გზავნილის მიღებას. ინტერნეტპროტოკოლები მოიცავს შემდეგს: TCP/IP (გადაცემის კონტროლის პროტოკოლი/ინტერნეტპროტოკოლი), HTTP (ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი), FPT (ფაილის გადაცემის პროტოკოლი), და SMTP (მცირე მეილის გადაცემის პროტოკოლი).