ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Page

გვერდი

დოკუმენტი, რომელსაც აქვს კონკრეტული URL და შედგება მასთან ასოცირებული ფაილებისგან. გვერდი შეიძლება მოიცავდეს ტექსტს, გამოსახულებებსა და სხვა ონლაინ ელემენტებს. გვერდი შეიძლება იყოს სტატიკური ან დინამიკური; ის შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ჩარჩოსგან ან ეკრანისგან, მაგრამ აუცილებლად შედგება ერთი ძირითადი ობიექტისგან, რომლის ჩამოტვირთვაც ერთ მთლიან გვერდად ითვლება.

Page Display

გვერდის გამოსახვა

როდესაც გვერდი წარმატებით გამოისახება მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანზე.

Page Impression

გვერდის ნახვა

მომხმარებლის ბრაუზერის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნაზე ვებსერვერის რეაგირების დათვლა. ამ დროს იფილტრება რობოტის აქტივობა და ცდომილებები და ფიქსირდება მომხმარებლის მიერ გვერდის ნახვის ყველაზე მიახლოებული მომენტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

Page Request

გვერდის მოთხოვნა

HTML დოკუმენტის შესაძლებლობა, გამოჩნდეს ბრაუზერში, როგორც მომხმარებლის ვებგვერდთან შეხების შედეგი.

Page View

გვერდის ნახვა

როდესაც მომხმარებელი რეალურად ნახულობს გვერდს. შენიშვნა: დღეს ამ მონაცემის აღრიცხვა შეუძლებელია; გაზომვის ყველაზე მიახლოებულ მონაცემებს იძლევა გვერდის გამოსახვის მონაცემები.

Password

პაროლი

ასოების და/ან ციფრების ჯგუფი, რომელიც უნიკალურ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შევიდეს დაცულ ვებგვერდზე და/ან ვებგვერდის დაცულ სივრცეში.