ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
Search
Close this search box.
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Registration

რეგისტრაცია
საიტის ვიზიტორების მიერ გასავლელი პროცესი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეყვანას. საიტები იყენებს სარეგისტრაციო მონაცემებს, რათა შესაძლებელი გახდეს ან გაუმჯობესდეს სამიზნე კონტენტისა და რეკლამების მიწოდება. რეგისტრაცია შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი.

Referral Fees

რეფერალური გადასახადები
გადასახადი, რომელსაც რეკლამის გამომქვეყნებელი იხდის მაღალი ხარისხით ჩატარებული გაყიდვების ან შესყიდვების სანაცვლოდ.

Referral Link

დამაკავშირებელი ბმული
დამაკავშირებელი გვერდი, ან ბმული არის ადგილი, სადაც მომხმარებელმა დააჭირა ბმულს არსებულ გვერდზე გადასასვლელად. სხვა სიტყვებით, ბმული აკავშირებს ერთ URL-ს მეორესთან, დაწკაპუნებით ბრაუზერი გადადის დამაკავშირებელი URL-დან სამიზნე URL-ზე. ასევე, ცნობილია, როგორც წყარო.

Real Time

რეალური დრო
მოვლენები/ღონისძიებები, რომლებიც ხდება რეალურ დროში ვირტუალურად და ამ კონკრეტულ მომენტში. როდესაც ჩატის ოთახში ვსაუბრობთ, ან როდესაც ვგზავნით შეტყობინებას, ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია ხდება დაუყოვნებლივ, რეალურ დროში.

ReadlAudio®

ReadlAudio®
პროგრამა, რომელიც იწერს და უკრავს აუდიოფაილებს.

Reach

მოზიდული მომხმარებელი
1) უნიკალური მომხმარებლები, რომლებიც სტუმრობდნენ საიტს საანგარიშო პერიოდში, და რომელთა აქტივობაც აღირიცხება, როგორც მსოფლიოს დემოგრაფიული კატეგორიის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი; ასევე, მოიხსენიება, როგორც unduplicated audience/არადუბლირებული აუდიტორია; 2) იმ უნიკალურ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობა, რომელთაც კონკრეტული რეკლამა მიეწოდათ.

Re-Direct

გადამისამართება
ონლაინ რეკლამის გამოყენების დროს, ეს არის ერთი სერვერის მიერ მეორე სერვერისთვის რეკლამის მიწოდების ან სამიზნე რეკლამის გაშვების დავალება. ხშირად ამ ფუნქციას მესამე კომპანია ასრულებს. მაგალითისთვის, ვებ გამომცემლის რეკლამის მართვის სერვერმა შეიძლება გადამისამართება გააკეთოს მესამე მხარეზე, რომელიც დაქირავებულია რეკლამის გამომქვეყნებლის მიერ მისი რეკლამის სამიზნე აუდიტორიისთვის მისაწოდებლად. შემდეგ, გადამისამართება დამატებით ხდება სხვა მედია პროვაიდერთან, რაც შეიძლება მოხდეს მაშინაც, როდესაც რეკლამა ბოლომდე მიეწოდება მომხმარებელს. ზოგიერთ შემთხვევაში, გადამისამართების პროცესმა შესაძლოა შეყოვნება გამოიწვიოს. დამატებით იხ. serving/მიწოდება და latency/დაგვიანება.