ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Slotting Fee

ადგილის გადასახადი

გადასახადი, რომელიც რეკლამის გამომქვეყნებელმა უნდა გადაუხადოს მედიაკომპანიებს, რათა რეკლამისთვის საიტზე გამოიყოს პრემიუმ პოზიცია, ექსკლუზიური კატეგორია ან სხვა განსაკუთრებული პირობა. ადგილის გადასახადი იგივეა, რაც სავაჭრო ადგილის გადასახადი, რომელსაც გამყიდველები იყენებენ.

Smart Card

ჭკვიანი ბარათი

საკრედიტო ბარათის ზომის ჭკვიანი ბარათი ინფორმაციას ინახავს ინტეგრირებულ მიკროპროცესორის ჩიპზე, რომელიც თავად ბარათის კორპუსშია მოთავსებული. ჩიპი ინახავს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, ფულად სახსრებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება საყიდლებისა და გასაყიდი აპარატებისთვის, ასევე, ინფორმაციასა და აპლიკაციებს, რომლებიც აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაციების განსახორციელებლად, როგორებიცაა სამედიცინო/ჯანდაცვის ოპერაციები. დღესდღეობით გამოიყენება სხვადასხვა სახეობის ბარათები, მათ შორის კონტაქტური, უკონტაქტო და კომბინირებული. კონტაქტური ჭკვიანი ბარათები უნდა მოთავსდეს ჭკვიანი ბარათის წამკითხველში. მსგავსი ბარათები აღჭურვილია სპეციალური ფირფიტით, რომელიც ბარათის ელექტრონულ წამკითხველში მოთავსების შემდეგ შესაძლებელს ხდის მის წაკითხვას. უკონტაქტო ჭკვიანი ბარათები აღჭურვილია სპეციალური მიმღებით, როგორც ეს ინტეგრირებული ჩიპის შემთხვევაში ხდება. მიმღები შესაძლებელს ხდის კომუნიკაციის დამყარებას და ტრანსაქციის დროს იმართება ანტენის მიერ, რა დროსაც ხდება ინფორმაციის მიმოცვლა. მსგავსი ტრანსაქციები მოითხოვს სიახლოვეს, რაც ამცირებს ტრანსაქციისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობას. კომბინირებული ფუნქციების მქონე ბარათები მუშაობს, როგორც კონტაქტური და უკონტაქტო ბარათები. ინტერაქციული ტელევიზიის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, ბარათი მოათავსოს ციფრული ტელევიზიის მიმღებში პროგრამის გასახსნელად.

Server

სერვერი

კომპიუტერი, რომელიც ავრცელებს LAN, WAN ან ინტერნეტის საშუალებით გაზიარებულ ფაილებს.

Server Centric Measurement

სერვერიდან მიღებული მონაცემების დათვლა

სერვერის ლოგებიდან ამოღებული აუდიტორიის მონაცემების გაზომვა.

Serve-Initiated Ad Impression

სერვერის მიერ ინიცირებული რეკლამის ჩვენება

რეკლამების დათვლის ორიდან ერთ-ერთი მეთოდი. რეკლამის კონტენტი მომხმარებელს მიეწოდება ორი მეთოდით – სერვერის მიერ ინიცირებული და კლიენტის მიერ ინიცირებული მეთოდით. სერვერის მიერ ინიცირებული რეკლამა ითვლება გამომქვეყნებლის ვებკონტენტის სერვერის მიერ გაკეთებულ მოთხოვნებზე, ფორმატსა და კონტენტის გადამისამართებაზე დაყრდნობით. ორგანიზაციები, რომლებიც სერვერის მიერ ინიცირებული რეკლამის დათვლის მეთოდს იყენებენ, უნდა დაეყრდნონ დათვლის დროს გამომქვეყნებლის სარეკლამო სერვერს ან ვებკონტენტის სერვერს, ან მოგვიანებით განვითარებულ პროცესს. იხ. Client-Initiated Ad Impression/ კლიენტის მიერ ინიცირებული რეკლამის ჩვენება.

Server Pull

სერვერიდან ინფორმაციის მოზიდვა

პროცესი, როდესაც მომხმარებლის ბრაუზერი ავტომატურ ან არაავტომატურ რეჟიმში ინარჩუნებს კავშირს ან პროფილს ვებ სერვერზე. ბრაუზერი, როგორც წესი, მართავს უნიკალურ მოთხოვნას, რომელიც ფიქსირდება და ინახება ელექტრონულ ფორმატში სამომავლო გამოყენებისთვის. მაგალითად: ელექტრონული ფოსტით სიახლეების ავტომატურ რეჟიმში მიწოდების მოთხოვნა, ვებკონტენტის მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება მომხმარებლის ძიების კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პერსონიზებული ვებგვერდის შექმნა, რომელიც ახარისხებს მომხმარებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას წინასწარ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე.

Server Push

სერვერის მიერ ინფორმაციის მიწოდება

პროცესი, როდესაც სერვერი ინარჩუნებს ღია კავშირს ბრაუზერთან მას შემდეგ, რაც გვერდზე დაფიქსირდება საწყისი მოთხოვნა. ამ ღია კავშირის საშუალებით სერვერი აგრძელებს გვერდების განახლებასა და კონტენტის მიწოდებას მაშინაც კი, როდესაც ვიზიტორი პირდაპირ აღარ აფიქსირებს მსგავს მოთხოვნას.

Session

სესია

1) ინტერნეტაქტივობის თანმიმდევრობა, რომელსაც ერთი მომხმარებელი ახორციელებს საიტზე. თუ მომხმარებელი ბოლო 30 წუთის განმავლობაში არ აფიქსირებს მოთხოვნას საიტზე, მაშინ მომდევნო კონტენტი ან რეკლამის მოთხოვნა ახალ ვიზიტად აღიქმება; 2) მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაციები, რომლებიც შეიძლება ვებსაიტმა აღრიცხოს. მაგალითად, ერთი სესიის დროს მომხმარებელი შეიძლება ესტუმროს ვებგვერდს, დააწკაპუნოს რეკლამას, გადავიდეს რეკლამის გამომქვეყნებლის ვებგვერდზე და მოახდინოს შესყიდვა. დამატებით იხ. visit/ვიზიტი.

Session Cookies

სესიის ქუქი

ქუქი, რომელიც კომპიუტერის RAM-ზე იტვირთება და მხოლოდ ბრაუზერის მიერ სესიის განხორციელებისას მოქმედებს. ბრაუზერის გასვლის შემდეგ დაფიქსირებული ქუქი იშლება. ეს არის „დროებითი ქუქი“ და ის მომხმარებლის მყარ დისკზე არ ინახება. დამატებით იხ. cookie/ქუქი.

Sample

ნიმუში

მოსახლეობის/აუდიტორიის ნაწილი, რომელთა თვისებების შესწავლაც ხდება ამ კონკრეტული აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად.