ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
Search
Close this search box.
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

T-Commerce

ტელეკომერცია
ელექტრონული კომერცია, რომელიც ინტერაქციული ტელევიზიის საშუალებით ხორციელდება.

Token

ტოკენი
მაჩვენებელი ან იარლიყი, რომელიც დაკავშირებულია მიმღები სერვერის მიერ მომხმარებლის მოთხოვნილი ვებგვერდის მისამართთან (URL). ტოკენი მოქმედებს მომხმარებლის მოთხოვნის პერიოდში, მიუხედავად მოთხოვნებს შორის არსებული ინტერვალებისა. ტოკენის გამოყენება შესაძლებელია უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის დასათვლელად.

Throughput

გამტარუნარიანობა
დაფიქსირებულ მოთხოვნებთან მიმართებით ინტერნეტის საშუალებით გადაცემული მონაცემების რაოდენობა.

Third Party Ad Server

მესამე მხარის სერვერი
დამოუკიდებელი გარე კომპანია, რომელიც მუშაობს ონლაინ სარეკლამო კამპანიების მართვის, უზრუნველყოფის, მიწოდების, აღრიცხვისა და შედეგების ანალიზის ჩატარების მიმართულებით. ეს კომპანიები აწვდიან სამიზნე რეკლამას, რომელიც შეიძლება მორგებული იყო მომხმარებლის მიერ გაცხადებულ ან მისთვის შესაბამის და სასურველ მახასიათებლებზე.

Textual Ad Impressions

ტექსტური რეკლამის ჩვენება
ტექსტური რეკლამის ბრაუზერისთვის მიწოდება. ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გასაუმჯობესებლად, მომხმარებლებმა შეიძლება გამორთონ „გამოსახულების ავტომატური ჩამოტვირთვა“. როდესაც ასეთი მომხმარებელი შედის ისეთ გვერდზე, რომელიც მოიცავს რეკლამას, ის ხედავს ნიშანს და რეკლამის გამომქვეყნებლის ტექსტური ფორმატის შეტყობინებას, ნაცვლად გრაფიკული რეკლამისა. დამატებით, თუ მომხმარებელს აქვს ბრაუზერი, რომელიც მხოლოდ ტექსტს აღიქვას, მაშინ მხოლოდ ტექსტური რეკლამა მიეწოდება და ეს მიწოდებაც ტექსტური რეკლამის ჩვენების სახით აღირიცხება.

Terms and Conditions

წესები და პირობები
ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომელიც ერთვის ჩასმის თანმიმდევრობას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net .

Target Audience

სამიზნე აუდიტორია
აუდიტორია, რომლისკენაცაა მიმართული რეკლამა, ხშირად განისაზღვრება დემოგრაფიული მონაცემების (ასაკი, სქესი, შემოსავალი და ა.შ.), პროდუქტის შესყიდვის, პროდუქტის გამოყენების ან მედიაგამოყენების მონაცემების მიხედვით.

TCP/IP (Transfer Control Protocol/Internet Protocol)

TCP/IP- გადაცემის კონტროლის პროტოკოლი/ინტერნეტ პროტოკოლი
პროგრამა, რომელიც სტანდარტულად გამოიყენება კომპიუტერების დიდი უმრავლესობისთვის ყველა კომპიუტერული ენის გასაგებად.

T-3

T-3
ძალიან მაღალი სიჩქარის (45 მეგაბიტი/წამში და მეტი) ინტერნეტკავშირი.

T-1

T-1
მაღალი სიჩქარის (1.54 მეგაბიტი/წამში) ინტერნეტკავშირი.