ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Universe

მოსახლეობა

შესწავლილი აუდიტორიის ჯამური რაოდენობა.

Unresolved IP Addresses

ამოუცნობი IP მისამართი

IP მისამართი, რომლის 1-ლი ან მეორე დონის დომეინის ამოცნობაც შეუძლებელია. ამოუცნობი IP მისამართების შესახებ უნდა გაკეთდეს მოხსენება. დამატებით იხ. domain/დომეინი.

Upload

ატვირთვა

კომპიუტერზე არსებული მონაცემების ქსელში გადაცემა. მონაცემების ატვირთვის ერთ-ერთი მაგალითია ელექტრონული ფოსტის გაგზავნა.

URL (Uniform Resource Locator)

URL-ის მონიშვნა

ნებისმიერი კონკრეტული გვერდის უნიკალური საიდენტიფიკაციო მისამართი ინტერნეტქსელში. ის მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა რესურსის ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის, მათ შორის პროტოკოლს (ხშირად HTTP), სერვერის დომეინის დასახელებას (ან IP მისამართს), ფაილის ველს (მონაცემები და სახელი) და ფორმატს (ხშირად HTML ან CGI).