იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Powered By
Powered By
Visitor
ვიზიტორი
პიროვნება ან ბრაუზერი, რომელიც ვებსაიტზე შემოდის კონკრეტული დროის მონაკვეთში.
VRML (Virtual Reality Modeling Language)
VRML- ვირტუალური რეალობის მოდელირების ენა
პროგრამირების ენა, რომელიც HTML-ის 3D ანალოგია.
Viewer
მნახველი
პიროვნება, რომელიც ნახულობს კონტენტს ან რეკლამას. ამჟამად მნახველების რაოდენობის განსაზღვრის საშუალება არ არსებობს.
Viral Marketing
ვირუსული მარკეტინგი
1) ნებისმიერი რეკლამა, რომელიც ეწევა თვითგავრცელებას; 2) რეკლამირების და/ან მარკეტინგის მეთოდი, რომელიც „ვრცელდება“, როგორც ვირუსი, ერთი მომხმარებლიდან მეორეზე და ერთი ბაზრიდან მეორეზე გავრცელებით.
Visit
ვიზიტი
საზომი, რომელიც არ ითვალისწინებს რობოტის აქტივობას და გულისხმობს საიტიდან ერთი ან რამდენიმე ტექსტური და/ან გრაფიკული გამოსახულების ჩამოტვირთვას 30 წუთის განმავლობაში აქტიურობის შეწყვეტის გარეშე. ასევე, გულისხმობს ერთი ბრაუზერის მიერ ერთი სესიის უწყვეტ განხორციელებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net.
Visit Duration
ვიზიტის ხანგრძლივობა
დრო, რომელსაც ვიზიტორი ერთი სესიის ფარგლებში უთმობს კონკრეტულ რეკლამას, ვებ გვერდს ან ვებსაიტს.