იმეილმარკეტინგი
იმეილმარკეტინგი თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციისა და მომხმარებლებთან ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. მისი დახმარებით შესაძლებელია ადრესატისთვის პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სხვადასხვა ფასდაკლების შეთავაზება.
იმეილმარკეტინგის ტიპები
-
Welcome emails - მისალმების მეილები
მისასალმებელი ტიპის ელექტრონული წერილები ეგზავნებათ იმ პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებიც კომპანიის საქმიანობისადმი ინტერესს იჩენენ. მეილის შინაარსი მოუწოდებს მათ, მეტი გაიგონ პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ.
-
Confirmation emails - დამადასტურებელი მეილები
დამადასტურებელი მეილები, როგორც წესი, ეგზავნებათ მომხმარებლებს კონკრეტული კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლისა და პროდუქტის შესყიდვის შემდეგ. ამით ადრესატი რწმუნდება, რომ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა ან/და მათი შეკვეთა მიღებულია.
-
Newsletter emails - საინფორმაციო მეილები
საინფორმაციო შინაარსის ელფოსტა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ის ახალი პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა. აღნიშნული ტიპის ელექტრონული წერილები შეიძლება შეიცავდეს: სტატიებს, ბლოგებს, მომხმარებელთა მიმოხილვებსა და ე.წ. Call to Action, ანუ მოქმედებისკენ მოწოდებას (მაგ., მოწოდებას ბლოგის წაკითხვისკენ, შეთავაზების შესახებ მეტის გაგებისა თუ კონკრეტული პროდუქტის შეძენისკენ).
-
Promotional emails - სარეკლამო მეილები
სარეკლამო წერილების მიზანი გარკვეულ პროდუქტსა თუ სერვისზე ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის გაზრდაა. სარეკლამო ხასიათის იმეილები ამ ამოცანის მისაღწევად საკმაოდ ეფექტიანი ხელსაწყოა.
-
Lead nurturing emails - ლიდისკენ მიმართული მეილი
ამ ტიპის ელექტრონული წერილები მიმართულია სპეციფიკური აუდიტორიისკენ, რათა საბოლოოდ მათი ლიდებად, ანუ პოტენციურ კლიენტებად, კონვერტაცია გახდეს შესაძლებელი. აღნიშნული ტიპის იმეილმარკეტინგის მიზანი მომხმარებლების პროდუქტის/სერვისის შესყიდვის ეტაპზე გადაყვანაა.
-
Invite emails - მოსაწვევი მეილები
ამ ტიპის ელექტრონული წერილები მომხმარებლებს ხშირად აწვდის ინფორმაციას ახალი კამპანიის, სემინარებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. მისი გამოყენება განსაკუთრებით რელევანტურია მაშინ, როდესაც კომპანიას აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინტერესის გაზრდა სურს.
-
Dedicated emails - კონკრეტულ ჯგუფთან მიმართული მეილები
აღნიშნული კატეგორიის ელექტრონული წერილები მიმართულია აუდიტორიის ფილტრაციისკენ. კომუნიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეტყობინებების დაგზავნა შეზღუდოთ და სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებს დაუკავშირდეთ, მაგალითად: ახლად დარეგისტრირებულებს; მათ, ვინც უკვე შეიძინა პროდუქტი/სერვისი; პასიურ ან სხვა მახასიათებლების მქონე მომხმარებლებს.
-
Survey email - კითხვარის ტიპის მეილები
მომხმარებელთა გამოხმაურება ბიზნესის სწორად განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ტიპის მეილების დახმარებით კომპანია მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას, რომ მათი მოსაზრება ბრენდსა თუ მის პროდუქტზე/სერვისზე მნიშვნელოვანია და მოუწოდებს შეფასების გაკეთებისკენ. უკუკავშირის გაანალიზებით ბიზნესი უკეთესად ასტიმულირებს გაყიდვებს და მომხმარებელთა მოთხოვნებსაც უფრო ეფექტიანად აკმაყოფილებს.
-
Seasonal marketing emails - სეზონური მარკეტინგის მეილები
ამ ტიპის ელექტრონული წერილების მიზანი მომხმარებლებისთვის სეზონური ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. იმეილმარკეტინგის ამ ფორმას ყველაზე ხშირად დღესასწაულების პერიოდში მიმართავენ.
რა უპირატესობები აქვს იმეილმარკეტინგის სერვისით სარგებლობას?
იმეილმარკეტინგის დახმარებით შესაძლებელია:
- ბრენდის ცნობადობის გაზრდა
- პარტნიორული/ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება
- კონტენტის პოპულარიზაცია
- ლიდების გენერაცია
- პროდუქტის/სერვისის რეკლამირება
