Website in test mode

Digital Glossary

 

IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

AAAA (American Association of Advertising Agencies)

AAAA- სარეკლამო სააგენტოების ამერიკული ასოციაცია

არასავაჭრო პროფესიული ასოციაცია, რომელიც მიმართულია სარეკლამო ბიზნესსააგენტოების გაუმჯობესებისა და გაძლიერებისკენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.aaaa.org

Abandon

მიტოვება

მოქმედება, როდესაც მომხმარებელი ოპერაციის დასრულებამდე საყიდლების კალათაში ტოვებს ნივთს.

Abort

შეწყვეტა

როდესაც ვებგვერდის სერვერი წარმატებით ვერ აწვდის ბრაუზერს კონტენტის ნაწილს ან რეკლამას. ეს ხშირად გამოწვეულია მომხმარებლის მიერ სტოპ ან ESC ღილაკის გამოყენებით, ან ჩამოტვირთვის დასრულებამდე სხვა ბმულზე გადასვლით.

Activity Audit

აქტივობის აუდიტი

კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის დაანგარიშებული აქტივობის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. ზოგიერთი ძირითადი საზომი, რომელთა შეფასებაც ხდება, არის რეკლამის ჩვენება, გვერდის ნახვა, დაწკაპუნება, ვიზიტების ჯამური რაოდენობა და უნიკალური მომხმარებლები. აქტივობის აუდიტის შედეგები ანგარიშში ერთიანდება. ოფიციალური სახელწოდება – აღრიცხვის აუდიტი.

Ad Audience

რეკლამის აუდიტორია

უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც რეკლამა დროის კონკრეტული მონაკვეთში ნახეს.

Ad Banner

სარეკლამო ბანერი

გრაფიკული გამოსახულება ან სხვა სახის მედიაობიექტი, რომელიც რეკლამირებისთვის გამოიყენება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

Ad Blocker

რეკლამის ბლოკატორი

პროგრამა, რომელიც დამონტაჟებულია მომხმარებლების ბრაუზერზე და რომელიც ზღუდავს რეკლამის ჩვენებას.

Ad Campaign Audit

სარეკლამო კამპანიის აუდიტი

კონკრეტული სარეკლამო კამპანიის აქტივობის აუდიტი.

Ad Centric Measurement

რეკლამის აუდიტორიის დათვლა

აუდიტორიის დათვლა, რომელიც მომდინარეობს მესამე მხარის სარეკლამო სერვერის ლოგიდან.

Ad Click

რეკლამაზე დაწკაპუნება

მომხმარებლების მიერ ინიცირებული რეკლამის ელემენტზე რეაგირების (მაგალითად, დაწკაპუნება) დათვლა, რაც განაპირობებს ვებგვერდის სხვა ადგილზე ან სხვა ჩარჩოზე ან სხვა სარეკლამო გვერდზე გადასვლას. არსებობს რეკლამაზე სამი სახის დაწკაპუნება: 1) რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება; 2) შიდა დაწკაპუნება; და 3) მაუსის გადატარება. რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება უნდა გაკონტროლდეს და დაფიქსირდეს, როგორც 302 გადამისამართება სარეკლამო სერვერზე და უნდა გაიფილტროს რობოტის მოქმედება.

Ad Click Rate

რეკლამაზე დაწკაპუნების მაჩვენებელი

რეკლამაზე დაწკაპუნებისა და რეკლამის ჩვენების თანაფარდობა.

Ad Display/Ad Delivered

რეკლამის გამოსახვა/რეკლამის მიწოდება

როდესაც რეკლამა წარმატებით გამოისახება მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანზე.

Ad Download

რეკლამის ჩამოტვირთვა

როდესაც რეკლამა სერვერის მიერ იტვირთება მომხმარებლის ბრაუზერზე. რეკლამა შეიძლება მოთხოვნილ იქნას, მაგრამ შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს ბრაუზერის მიერ ჩამოტვირთვამდე და შესაბამისად, მომხმარებელს არ ექნება რეკლამის ნახვის შესაძლებლობა.

Ad Impression

რეკლამის გამოსახვა

1) რეკლამა, რომელიც მომხმარებლის ბრაუზერს მიეწოდება. რეკლამების მოთხოვნა შეიძლება განახორციელოს მომხმარებლის ბრაუზერმა (ე.წ. მოზიდული რეკლამები), ან შეიძლება რეკლამა ელფოსტის რეკლამის სახითაც მიეწოდოს; 2) მიწოდების სისტემის მიერ მომხმარებლის ბრაუზერისთვის მოთხოვნილი რეკლამის მიწოდების დაანგარიშება, რაც ხორციელდება რობოტის აქტივობის გაფილტვრით და აღირიცხება მომხმარებლის ბრაუზერისთვის რეკლამის მიწოდების უკანასკნელ მომენტში – ეს არის მომენტი, როდესაც მომხმარებელი ყველაზე ახლოსაა რეკლამის უშუალო ნახვასთან. რეკლამის კონტენტის მომხმარებლამდე მიტანისთვის არსებობს ორი მეთოდი: ა) სერვერის მიერ ინიცირებული და ბ) მომხმარებლის მიერ ინიცირებული. სერვერის მიერ ინიცირებული რეკლამების დათვლის მეთოდი იყენებს გამომქვეყნებლის ვებკონტენტის სერვერს მოთხოვნის დაფიქსირების, ფორმატირებისა და კონტენტის გადამისამართების მიზნით. მომხმარებლის მიერ ინიცირებული რეკლამის დათვლა დამოკიდებულია მომხმარებლის ბრაუზერის მიერ ამ აქტივობის განხორციელებაზე. იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც სერვერის მიერ ინიცირებულ რეკლამის დათვლის მეთოდს იყენებენ, დათვლა უნდა მოხდეს რეკლამაზე რეაგირებისას გამომქვეყნებლის სარეკლამო სერვერის ან ვებკონტენტის სერვერის საშუალებით. იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც მომხმარებლის მიერ ინიცირებულ რეკლამის დათვლის მეთოდს იყენებენ, დათვლა უნდა მოხდეს გამომქვეყნებლის სარეკლამო სერვერზე ან მესამე მხარის სარეკლამო სერვერზე რეკლამის მოთხოვნის შემდეგ, ან მოგვიანებით, პროცესის მიმდინარეობისას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net .

Ad Impression Ratio

რეკლამის ჩვენების თანაფარდობა

ეს არის რეკლამაზე დაწკაპუნების მაჩვენებელი გაყოფილი რეკლამების ჩვენებაზე. იხ. დაწკაპუნების/დაჭერის მაჩვენებელი.

Ad Insertion

რეკლამის ჩასმა

როდესაც რეკლამა ჯდება დოკუმენტში და იწერება სარეკლამო სერვერის მიერ.

Ad Materials

სარეკლამო მასალები

შემოქმედებითი ნამუშევარი, ასლი, მოქმედი URL (უნიფიცირებული მისამართი) და მოქმედი სამიზნე გვერდები, რომლებიც გამყიდველს სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე უნდა ჩაბარდეს.

Ad Network

სარეკლამო ქსელი

ბევრი ვებგვერდის სარეკლამო ინვენტარის აგრეგატორი ან ბროკერი. სარეკლამო ქსელები ქსელში არსებული ვებგვერდების გაყიდვების წარმომადგენლები არიან.

Ad Recall

რეკლამის გახსენება

რეკლამის ეფექტურობის საზომი, რომლის გამოყენებითაც რესპონდენტებს ანახვებენ რეკლამას და მოგვიანებით სთხოვენ, ნანახი რეკლამა გაიხსენონ. რეკლამის გახსენება შესაძლებელია დახმარებით ან მის გარეშე. დახმარების გამოყენების შემთხვევაში რეკლამის გახსენებისას რესპონდენტს ეუბნებიან რეკლამაში ნაჩვენები ბრენდის ან კატეგორიის სახელს.

Ad Request

რეკლამის მოთხოვნა

რეკლამის მოთხოვნა მომხმარებლის პირდაპირი აქტივობის შედეგია, რასაც სარეკლამო სერვერი აფიქსირებს. რეკლამის მოთხოვნა შეიძლება პირდაპირ მომხმარებლის ბრაუზერიდან მოდიოდეს, ან შუამავალი ინტერნეტწყაროდან, როგორიცაა ვებკონტენტის სერვერი.