Website in test mode

Digital Glossary

 

IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Ad Serving

რეკლამის მიწოდება
სერვერის მიერ რეკლამის მიწოდება საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერისთვის, სადაც ხდება რეკლამის ბრაუზერის მიერ გამოსახვა და/ან ქეშირება. როგორც წესი, რეკლამა მიეწოდება ვებგვერდის ან მესამე მხარის სარეკლამო სერვერის მიერ. რეკლამები შეიძლება ჩართული იყოს გვერდში ან ცალკე მიეწოდოს.

Ad Space

რეკლამის ადგილი
ადგილი საიტზე, რომლის გამოყენებაც შეიძლება რეკლამის განსათავსებლად. საიტზე თითოეული ადგილი ინდივიდუალურად განისაზღვრება. ერთ გვერდზე შეიძლება რამდენიმე სარეკლამო ადგილი არსებობდეს.

Ad Stream

ტესტ
რეკლამების სერია, რომლებსაც მომხმარებელი საიტზე ერთი ვიზიტის დროს ნახულობს (ე.წ. ჩვენება).

Ad Transfers

რეკლამის ტრანსფერი
რეკლამის გამომქვეყნებლის ვებგვერდის წარმატებით ჩვენება მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა მასზე დააწკაპუნა. როდესაც მომხმარებელი აჭერს რეკლამას, მომხმარებლის ბრაუზერი აფიქსირებს რეაგირებას და მომხმარებელს გადაამისამართებს ან „გადაეცემა“ („გადაიყვანს“) რეკლამის დამამზადებლის ვებგვერდზე. თუ მომხმარებელი წარმატებით ნახავს რეკლამის გვერდს, მაშინ რეკლამის წარმატებით მიწოდება დაფიქსირდება.

Ad View

რეკლამის ნახვა
როდესაც მომხმარებელი რეალურად ნახულობს რეკლამას. გასათვალისწინებელია, რომ რეკლამის ნახვასთან დაკავშირებული მონაცემები არ/ვერ იზომება დღეს/რეალურ დროში. მოცემულ მომენტში მონაცემების სანახავად საუკეთესოა რეკლამის ჩვენების მონაცემების გათვალისწინება.

Ad Window

სარეკლამო ფანჯარა
კონტენტის ფანჯრისგან განსხვავებული ფანჯარა.

Ad/Advertisement

რეკლამა
კომერციული მესიჯი, რომელიც მიმართულია განმთავსებელთა სამიზნე მომხმარებლებისკენ.

Address

მისამართი
კომპიუტერის ან ონლაინ საიტის უნიკალური იდენტიფიკატორი, ხშირად ვებგვერდის მისამართი ან @ ნიშნით აღნიშნული ელფოსტის მისამართი. პირდაპირი გაგებით, ეს არის საშუალება, რომლის გამოყენებითაც ერთი კომპიუტერი პოულობს მეორე კომპიუტერის ადგილმდებარეობას ინტერნეტის საშუალებით.

Advertiser

რეკლამის გამომქვეყნებელი
კომპანია, რომელიც ფულს იხდის რეკლამისთვის.

Advertising Revenue

სარეკლამო შემოსავალი
შემოსავალი, რომელიც მიიღება რეკლამის გაყიდვიდან. იხ. Interactive Advertising Revenue- ინტერაქციული რეკლამის შემოსავალი.

Affiliate Marketing

შვილობილი მარკეტინგი
შეთანხმება ორ ვებგვერდს შორის, რომლის ფარგლებშიც ერთი საიტი (შვილობილი) თანახმაა, განათავსოს კონტენტი ან რეკლამა სხვა საიტზე, მნახველების მოზიდვის მიზნით. სანაცვლოდ, შვილობილი საიტი იღებს წილს გაყიდვებიდან ან სხვა სახის წილს გაწეული მომსახურებისთვის.

Alternative Text

ალტერნატიული ტექსტი
სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მომხმარებელს საკუთარ ბრაუზერზე მაშინ გამოესახება, როდესაც ფოტოს ჩამოტვირთვის ფუნქცია გამორთული აქვს, ან როდესაც გვერდს ტოვებს „სტოპ“ ღილაკზე თითის დაჭერით მანამ, სანამ ყველა ფოტო ჩამოიტვირთება. ასევე, ჩნდება, როგორც ტექსტი, როდესაც მომხმარებელი მაუსს ფოტოგამოსახულებაზე აჩერებს.

ANA (Association of NationalAdvertisers)

ANA- რეკლამის განმთავსებლების ეროვნული ასოციაცია
პროფესიული ასოციაცია, რომელიც ემსახურება რეკლამის განმთავსებლებისა და მარკეტინგის სპეციალისტების საჭიროებებს, რისთვისაც უზიარებს მათ სარეკლამო და მარკეტინგულ გამოცდილებასა და ტენდენციებს და საუკეთესო პრაქტიკებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.ana.net

Animated Advertisement

ანიმაციური რეკლამა
რეკლამა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ანიმაციური რეკლამა არის Java აპლეტი ან Shockwave ან GIF89a ფაილი.

Animated GIF

ანიმაციური GIF
ანიმაცია, რომელიც შექმნილია რამდენიმე GIF გამოსახულების ერთ ფაილში გაერთიანებით. შედეგად, მიიღება რამდენიმე გამოსახულება, რომლებიც გამოისახება ერთმანეთის თანმიმდევრობით, რაც ქმნის მოძრაობის შეგრძნებას.

Anonymizer

ანონიმიზატორი
დამხმარე ხელსაწყო, რომელიც ვებგვერდს საშუალებას არ აძლევს, დაინახოს მომხმარებლის ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართი.

Applet

აპლეტი (Java პროგრამა)
პატარა ზომის პროგრამული აპლიკაცია, რომელსაც ბრაუზერი ყველაზე ხშირად იყენებს ანიმაციური კონტენტის დაუყოვნებლივ გამოსახვის და/ან მონაცემთა ბაზის კვლევების ჩასატარებლად, რასაც მომხმარებელი ითხოვს.

Applicable Brower

შესაბამისი ბრაუზერი
ნებისმიერი ბრაუზერი, რომელზეც რეკლამა გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, გაეშვება თუ არა ის.

ARF (Advertising ResearchFoundation)

ARF- რეკლამის კვლევის ფონდი
არასავაჭრო პროფესიული ასოციაცია, რომლის მისიაცაა ბიზნესის მოგების ხელშეწყობა ეფექტური კვლევების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.arfsite.org

Artifacting

არტეფაქტი
დარღვევა, რომელიც გამოწვეულია აუდიო ან ვიდეომასალაში კომპრესიული ალგორითმის შესვლით (კოდეკი). გამოსახულებებს შესაძლოა, ჰქონდეს დაზიანებული პიქსელები (ხშირად თეთრი წერტილების სახით), რომლებიც არ არსებობდა ორიგინალ გამოსახულებაში. იხ. კოდეკი.