ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Redirect 302

სერვერის მიერ ბრაუზერისთვის მოთხოვნილი რეკლამის ადგილმდებარეობის და არა უშუალოდ რეკლამის მიწოდება. რეკლამის სერვერები იყენებენ 302 გადამისამართებას, რათა შეძლონ ისეთი აქტივობების დათვლა, როგორიცაა რეკლამის მოთხოვნა ან რეკლამაზე დაწკაპუნება.

RON (Run-of-Network)

ინტერნეტ რეკლამირების დაგეგმვა, როდესაც სარეკლამო ქსელი ათავსებს რეკლამებს იმ საიტებზე, რომლებსაც ის წარმოადგენს და ეშვება ხელმისაწვდომი სარეკლამო ინვენტარი. ხშირ შემთხვევაში რეკლამის გამომქვეყნებელი იყენებს პრემიუმ პოზიციონირებას მეტი რეკლამის განსათავსებელად და უფრო დაბალი CPM ტარიფით.

ROS (Run-of-Site)

ინტერნეტ რეკლამირების დაგეგმვა, როდესაც რეკლამები მთლიანად ეშვება საიტზე. ასეთ შემთხვევებში რეკლამირების ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე საიტის კონკრეტულ ნაწილში რეკლამის განთავსების ღირებულება.

Router

მოწყობილობა, რომელიც აკავშირებს LAN-ის გარკვეულ რაოდენობას. როუტერი იყენებს თავსართსა და გადამისამართების ცხრილს, რათა განისაზღვროს პაკეტების მიმართულება, და ხდება კომუნიკაცია მარშრუტზე არსებული გადამცემის ორი საუკეთესო ჰოსტის ასარჩევად.

Reach

1) უნიკალური მომხმარებლები, რომლებიც სტუმრობდნენ საიტს საანგარიშო პერიოდში, და რომელთა აქტივობაც აღირიცხება, როგორც მსოფლიოს დემოგრაფიული კატეგორიის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი; ასევე, მოიხსენიება, როგორც unduplicated audience/არადუბლირებული აუდიტორია; 2) იმ უნიკალურ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობა, რომელთაც კონკრეტული რეკლამა მიეწოდათ.

ReadlAudio®

პროგრამა, რომელიც იწერს და უკრავს აუდიოფაილებს.

Real Time

მოვლენები/ღონისძიებები, რომლებიც ხდება რეალურ დროში ვირტუალურად და ამ კონკრეტულ მომენტში. როდესაც ჩატის ოთახში ვსაუბრობთ, ან როდესაც ვგზავნით შეტყობინებას, ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია ხდება დაუყოვნებლივ, რეალურ დროში.

Referral Link

დამაკავშირებელი გვერდი, ან ბმული არის ადგილი, სადაც მომხმარებელმა დააჭირა ბმულს არსებულ გვერდზე გადასასვლელად. სხვა სიტყვებით, ბმული აკავშირებს ერთ URL-ს მეორესთან, დაწკაპუნებით ბრაუზერი გადადის დამაკავშირებელი URL-დან სამიზნე URL-ზე. ასევე, ცნობილია, როგორც წყარო.

Referral Fees

გადასახადი, რომელსაც რეკლამის გამომქვეყნებელი იხდის მაღალი ხარისხით ჩატარებული გაყიდვების ან შესყიდვების სანაცვლოდ.

Registration

საიტის ვიზიტორების მიერ გასავლელი პროცესი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეყვანას. საიტები იყენებს სარეგისტრაციო მონაცემებს, რათა შესაძლებელი გახდეს ან გაუმჯობესდეს სამიზნე კონტენტისა და რეკლამების მიწოდება. რეგისტრაცია შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი.