Website in test mode

სოციალური მედიის აუდიტი

სოციალური მედიის აუდიტის დახმარებით შეძლებთ, სრული წარმოდგენა შეიქმნათ თქვენი ბრენდის სოციალური მედიაარხების მუშაობასა და სოციალური მედიის სტრატეგიის ეფექტიანობაზე.

სოციალური მედიის აუდიტით ანალიზდება მომხმარებელთა შთაბეჭდილებები, კომენტარები, მოწონებები, გაზიარებები და სხვა ტიპის ინტერაქციები, რაც საშუალებას იძლევა, გაირკვეს, რა ტიპის პოსტები იწვევს აუდიტორიის მეტ ჩართულობას.  

მედია და ციფრული კომუნიკაციის სააგენტო „კლიპარტი“ 2015 წლიდან უზრუნველყოფს ქართული ბიზნესსექტორისთვის ხარისხიანი მედია- და ციფრული პროდუქტების მიწოდებას. სოციალური მედიის მენეჯმენტი კი „კლიპარტის“ ერთ-ერთი მთავარი სერვისია. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში, თქვენ შეძლებთ, მიიღოთ მრავალფეროვანი მომსახურება:

აღსანიშნავია, რომ კომპანიათა უმეტესობა ისედაც აწარმოებს ყოველთვიურ რეპორტს, რაც მისი საქმიანობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის. თუმცა სოციალური მედიის აუდიტი ბიზნესს გაცილებით მეტ სარგებელს სთავაზობს.

სოციალური მედიის აუდიტის უპირატესობები

  • მიიღებთ ფართო სურათს თქვენ მიერ წარმოებული კონტენტისა და არხის ეფექტიანობის შესახებ
  • გექნებათ შესაძლებლობა, გადახედოთ მიზნებს, შეიმუშაოთ წარმატების კრიტერიუმები და უზრუნველყოთ სამომავლო შედეგების პროგნოზირება
  • შეძლებთ, დაადგინოთ თქვენ მიერ გამოყენებული სოციალური მედიაარხების რელევანტურობა თქვენს მარკეტინგულ მიზნებთან
  • შეძლებთ ბიუჯეტის უკეთ განკარგვას და თანხის/ძალისხმევის იმ ტიპის კონტენტისა თუ აქტივობისკენ მიმართვას, რომელიც აუდიტორიის მეტ ინტერესს იწვევს

მიიღეთ სოციალური მედია აუდიტი