იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
ნებისმიერი ბრაუზერი, რომელზეც რეკლამა გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, გაეშვება თუ არა ის.
დარღვევა, რომელიც გამოწვეულია აუდიო ან ვიდეომასალაში კომპრესიული ალგორითმის შესვლით (კოდეკი). გამოსახულებებს შესაძლოა, ჰქონდეს დაზიანებული პიქსელები (ხშირად თეთრი წერტილების სახით), რომლებიც არ არსებობდა ორიგინალ გამოსახულებაში. იხ. კოდეკი.
სურათის ჩარჩოს სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა. სატელევიზიო მაუწყებლობა მიმდინარეობს 4:3 (1.33:1) ასპექტის თანაფარდობით; ციფრული ტელევიზიის მაუწყებლობა ხდება 16:9 (1.78:1) თანაფარდობით; ფილმების დიდი ნაწილი გადაღებულია, სულ მცირე, 1.85:1 თანაფარდობით. IMU ასპექტის თანაფარდობა არის 6:5 (330*250; 336*280; და 180*150).
მესამე მხარის აქტივობის ვალიდაცია და/ან ინტერნეტაქტივობასთან/რეკლამასთან დაკავშირებული პროცესების გაზომვა. აქტივობის აუდიტით დაანგარიშდება აქტივობები, პროცესის აუდიტით კი აქტივობების დაანგარიშების შიდა კონტროლი ხორციელდება.
მესამე მხარის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც აუდიტს ახორციელებს.
როდესაც რეკლამა ჯდება დოკუმენტში და იწერება სარეკლამო სერვერის მიერ.
რეკლამა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ანიმაციური რეკლამა არის Java აპლეტი ან Shockwave ან GIF89a ფაილი.
შემოქმედებითი ნამუშევარი, ასლი, მოქმედი URL (უნიფიცირებული მისამართი) და მოქმედი სამიზნე გვერდები, რომლებიც გამყიდველს სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე უნდა ჩაბარდეს.
ანიმაცია, რომელიც შექმნილია რამდენიმე GIF გამოსახულების ერთ ფაილში გაერთიანებით. შედეგად, მიიღება რამდენიმე გამოსახულება, რომლებიც გამოისახება ერთმანეთის თანმიმდევრობით, რაც ქმნის მოძრაობის შეგრძნებას.
ბევრი ვებგვერდის სარეკლამო ინვენტარის აგრეგატორი ან ბროკერი. სარეკლამო ქსელები ქსელში არსებული ვებგვერდების გაყიდვების წარმომადგენლები არიან.