ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

CPM Pricing Model

ფასის დადგენის მოდელი, რომელიც ეფუძნება რეკლამის ჩვენების ღირებულებას. დამატებით იხ. CPM და Pay-Per- Impression/თითოეული ჩვენების ღირებულება.

CPO (Cost-Per-Order)

რეკლამის ღირებულება, მიღებული შეკვეთების რაოდენობაზე დაყრდნობით. ასევე, ცნობილია, როგორც Cost-Per- Transaction/თითოეული ოპერაციის ღირებულება.

CPS (Cost-Per-Sale)

რეკლამის გამომქვეყნებლის მიერ ერთი გაყიდვაზე გაწეული ხარჯი. თუ ეს პრინციპი მედიაშესყიდვების პრინციპთან ერთად იქნება გამოყენებული, შეიძლება საიტზე შეთავაზებულ იქნას ქუქი და გამოჩნდეს რეკლამის გამომქვეყნებლის გვერდზე ონლაინ გაყიდვის წარმატებით დასრულების შემდეგ.

CPT (Cost-Per-Transaction)

იხ. CPO/თითოეული შეკვეთის ღირებულება.

CPTM (Cost Per Targeted Thousand Impressions)

გულისხმობს აუდიტორიას, რომელიც განსხვავდება კონკრეტული დემოგრაფიული ან სხვა მახასიათებლებით. მაგალითად, 18-25 წლამდე გოლფის მოთამაშე მამაკაცები. CPM-სა და CPTM-ს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ CPM არის ჩვენებების ჯამური რაოდენობისთვის, ხოლო CPTM გულისხმობს მხოლოდ სამიზნე აუდიტორიისთვის ჩვენებას.

Crawler

პროგრამა, რომელიც ვირტუალურად სტუმრობს ყველა გვერდს და ქმნის საძიებო სისტემის მონაცემებს. ასეთი პროგრამა ორიენტირებულია უფრო ტექსტურ, ვიდრე გრაფიკულ ფაილებზე. ასევე, იხ. Spider/ობობა, Bot/ბოტი და Intelligent Agent/ინტელექტუალური აგენტი.

CRM

მომხმარებლებთან ურთიერთობის მარკეტინგი. მარკეტინგის ფორმა, რომელიც კონკრეტულად არის მიმართული ბრენდის მიმართ ლოიალობის გასაზრდელად.

Cyber Café

ადგილი, სადაც მოთავსებულია ინტერნეტთან დაკავშირებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი კომპიუტერები.

CPM (Cost-Per-Thousand)

ეს არის მედიატერმინი, რომელიც ასახავს 1, 000 ნახვის ღირებულებას. მაგალითისთვის, თუ ვებგვერდი ერთ რეკლამას 1, 500 აშშ დოლარს აფასებს და ფიქსირდება 100, 000 ვიზიტორის შემოსვლა, მაშინ CPM შეადგენს 15 აშშ დოლარს (1, 500 აშშ დოლარი გაყოფილი 100-ზე).

Click-Within

ხშირ შემთხვევაში რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჩამოჰყვეს, და დააჭიროს სხვა ელემენტებს, თან დარჩეს რეკლამის გვერდზე, არ დატოვოს ის ვებგვერდი, რომელზეც იმყოფება.