ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Dynamic Ad Placement

პროცესი, რომლის საშუალებითაც განთავსდება რეკლამა გვერდზე, მომხმარებლის მოთხოვნაზე დაყრდნობით. დინამიკური რეკლამის განთავსება შესაძლებელს ხდის, ცვლილება შევიდეს გვერდზე არსებულ სხვა რეკლამებში, რაც ხორციელდება განთავსების პროგრამაში არსებული მონაცემების საშუალებით. დინამიკური რეკლამის განთავსებით შესაძლებელი ხდება რამდენიმე რეკლამის ერთ ან რამდენიმე სივრცეში მონაცვლეობა. უფრო დახვეწილ შემთხვევებში რეკლამის განთავსება შესაძლებელია დემოგრაფიული მონაცემების ან მომხმარებლის მიერ მიმდინარე გამოყენების ისტორიაზე დაყრდნობით.

Dynamic IP Address

IP მისამართი, რომელსაც მომხმარებელი ცვლის ინტერნეტში ყოველი შესვლის დროს.

Dynamic Rotation

რეკლამის მიწოდება როტაციით, შემთხვევითი თანმიმდევრობით, ისე, რომ მომხმარებლებმა ნახონ სხვადასხვა რეკლამა და ეს რეკლამები გამოისახოს საიტის სხვადასხვა გვერდზე.

DVR (Digital Video Recorder)

მაღალი სიჩქარის მყარი დისკი, რომელიც ჩამონტაჟებულია მოწყობილობაში და იწერს ვიდეოს ტელევიზორის ნაკრებიდან. ციფრული ვიდეოჩამწერები მუშაობს პერსონალური ვიდეოჩაწერის პროგრამით, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააჩეროს, გადაახვიოს და მართოს ყველა სხვა სახის ფუნქცია და სპეციალური აპლიკაცია.

Daughter Window

რეკლამა, რომელიც იხსნება ცალკე ფანჯარაში და რომელიც პარალელურად გამოსახულ ბანერთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, პირველ რიგში იხსნება კონტენტი და ბანერი, რასაც მოსდევს შვილობილი ფანჯრის გახსნა.

Demographics

საერთო მახასიათებლები, რომლებიც გამოიყენება ადამიანების ან აუდიტორიის სეგმენტის, მაგალითად, ასაკის, სქესის, შემოსავლისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით დასაყოფად.

Digital Signatures

ელექტრონული დოკუმენტების ხელმოწერა. მსგავსი ხელმოწერით განისაზღვრება პიროვნება და შესაძლებელია მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად გამოყენება. ციფრული ხელმოწერით მტკიცდება დოკუმენტის ნამდვილობა და ძალაში ყოფნა.

Digital Video Server

სპეციალურად გამოყოფილი კომპიუტერი, რომელიც მოთავსებულია ცენტრალურ ადგილას და იღებს ბრძანებებს ტელემაყურებლისგან მოთხოვნამდე, ვიდეოაპლიკაციის გამოყენებით. მოთხოვნის მიღების შემდეგ მომხმარებელს მიეწოდება მოთხოვნილი ციფრული ვიდეო.

Display

ჩამოტვირთვის წარმატებით დასრულება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იხილოს კონტენტი.

DHTML (Dynamic Hypertext Markup Language)

HTML ბრძანებების ფართო ნაკრები, რომლებსაც ვებ დიზაინერები იყენებენ ანიმაციური და უფრო ინტერაქციული კონტენტის შესაქმნელად, ვიდრე ეს HTML შემთხვევაში ხდება.