ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

E-mail Campaign

სარეკლამო კამპანია, რეკლამის გავრცელება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Encoder

მოწყობილობა ან პროგრამა, რომელიც გამოიყენება აუდიო და ვიდეოსიგნალების გადაცემის მიზნით მოსამზადებლად.

Encryption

სპეციალური კოდების გამოყენებით ციფრული ინფორმაციის დაშიფვრა, რათა ამ ინფორმაციის ციფრული გასაღების გარეშე წაკითხვა შეუძლებელი იყოს.

EPG (Electronic Programming Guide)

აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს თავისთვის სასურველი სატელევიზიო პროგრამა.

Ethernet

ქსელის ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ETV (Enhanced Television)

ინტერაქციული ტელევიზიის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს კონტენტის დამამზადებლებს, HTML მონაცემები და გრაფიკული გამოსახულებები გადასცენ ჩვეულებრივი ანალოგური გადაცემის სიგნალით, რომელსაც ვერტიკალური მოციმციმე ინტერვალი ეწოდება. მსგავსი გაუმჯობესება გამოისახება ვიდეოში და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დააჭიროს ღილაკს, თუ ის ტელევიზორს სპეციალური მოწყობილობის/პროგრამის საშუალებით უყურებს.

Expandable Banners

ბანერი, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს 468*240-მდე, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მასზე დააწკაპუნებს ან როდესაც მომხმარებელი კურსორს გადაატარებს ბანერზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

Extranet

ინტრანეტი, რომელიც ნაწილობრივ ხელმისაწვდომია უფლებამოსილი გარე პირებისთვის სპეციალური სახელებისა და პაროლების გამოყენებით.

Eyeballs

მიუთითებს ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც უყურებენ ან „თვალს ადევნებენ“ კონკრეტულ რეკლამას.

E-Commerce

პროდუქტების ან მომსახურებების ვებსივრცის საშუალებით გაყიდვა.