ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Flame

გამომწვევი ან კრიტიკული აზრის გავრცელება ელექტრონული ფოსტის ან ჯგუფში გამოქვეყნების გზით.

Flash TM

Macromedia-ს ვექტორული გრაფიკული ფაილების ფორმატი, რომელიც გამოიყენება ვებგვერდზე ინტერაქციული ანიმაციების გამოსახვის მიზნით. მდიდარი მედიატექნოლოგიის ეს ფორმა ხელმისაწვდომია ფლაგინის სახით.

Floating Ads

რეკლამა ან რეკლამები, რომლებიც ჩნდება მთავარი ბრაუზერის ფანჯრის ზედა ნაწილში, ვებგვერდის კონტენტის თავზე, რითაც იქმნება განცდა, რომ რეკლამა ტივტივებს საიტის თავზე.

Fold

რეკლამა ან კონტენტი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ვებგვერდის ჩატვირთვისთანავე. მომხმარებელს არ სჭირდება გვერდის ქვედა ნაწილის (ან გვერდითი ნაწილების) დათვალიერება რეკლამის სანახავად. ვინაიდან ეკრანის გაფართოება დიდ ზეგავლენას ახდენს ნახვად კონტენტზე, სასარგებლოა იმის ცოდნა, გაფართოების რა მონაცემებით სარგებლობენ ვებგვერდის მომხმარებლები – 640*480 თუ 800*600 პიქსელი (და ზემოთ).

Frames

რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რომლებიც გამოიყენება ერთი ვებგვერდის შესაქმნელად. თითოეული ჩარჩო აწყობილია, როგორც ცალკეული HTML ფაილი, მაგრამ ერთი „მასტერ“ ფაილი აკონტროლებს თითოეული ნაწილის მდებარეობას. როდესაც მომხმარებელი ითხოვს ჩარჩოების მქონე გვერდს, მაშინ რამდენიმე ფაილი ერთდროულად გამოისახება. ჩარჩოების მქონე გვერდები/რამდენიმე შრის მქონე გვერდები ერთ მოთხოვნას აფიქსირებენ, როგორც რამდენიმე მოთხოვნას. IAB-ის სარეკლამო კამპანიის მონაცემების დაანგარიშების სახელმძღვანელოს თანახმად, გვერდის ჩვენების დათვლის მიზნით ერთ ჩარჩოზე მხოლოდ ერთი ფაილი უნდა დაითვალოს.

Frame Rate

ვიდეოს ჩარჩოების რაოდენობა, რომლებიც გამოისახა ერთი ჩვენების დროს. რაც უფრო მაღალია ჩარჩოების სიხშირე, მით უფრო მაღალია გამოსახულების ხარისხი.

Frequency

რეკლამის ერთი და იმავე ბრაუზერისთვის მიწოდების რაოდენობა ერთი სესიის ან დროის კონკრეტულ პერიოდში. საიტი შეიძლება იყენებდეს ქუქი ფაილს რეკლამის სიხშირის დასარეგულირებლად.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

FTP (File Transfer Protocol)

ინტერნეტ პროტოკოლი, რომელიც ხელს უწყობს ფაილების გადაცემას.

Filtering

რობოტის აქტივობისა და მცდარი კოდების მოცილების პროცესი, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი, ადამიანის მიერ განხორციელებული ინტერნეტაქტივობების დათვლა.