ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

History Lists

ჩამოსაშლელი მენიუ – ასახავს იმ გვერდებს, რომლებსაც მომხმარებელი ესტუმრა. ამ მენიუს გამოყენებით შესაძლებელია ნანახ საიტებზე დაბრუნება ან ბოლო სესიის მონაცემების ნახვა. იგივე მექანიზმით შესაძლებელია სერვერის მიერ მომხმარებლის მიერ ნანახი გვერდების განსაზღვრა.

Hit

ეს არის მოქმედება, როდესაც მომხმარებელი შედის ვებგვერდზე და მისი კომპიუტერი საიტის სერვერს უგზავნის მოთხოვნას, რათა დაიწყოს გვერდის ჩამოტვირთვა. მოთხოვნილი გვერდის თითოეული ელემენტი (მათ შორის გრაფიკული გამოსახულება, ტექსტი, ინტერაქციული კონტენტი) ფიქსირდება საიტის ვებ სერვერის მონაცემებში, როგორც „ჰიტი“. თუ გვერდი, რომელსაც მომხმარებელი სტუმრობს, მოიცავს ორ გრაფიკულ გამოსახულებას, მაშინ ჰიტი ფიქსირდება ცალკე გვერდისა და ცალკე თითოეული გრაფიკული გამოსახულებისთვის. ვებმასტერები ჰიტებს იყენებენ საკუთარი საიტების დატვირთვის განსაზღვრის მიზნით. ვინაიდან გვერდების დიზაინი და სტუმრების რაოდენობა საიტების მიხედვით განსხვავდება, ჰიტების რაოდენობას კავშირი არ აქვს გვერდის ჩამოტვირთვის რაოდენობასთან. შესაბამისად, ჰიტი ვებგვერდის მნახველების რაოდენობის განსაზღვრის ნაკლებად ეფექტური საშუალებაა.

Home Page

გვერდი, რომელიც ვებსაიტზე შესვლის მთავარი წერტილია ან გვერდი, რომელიც პირველად ჩნდება ბრაუზერის მიერ ვებსაიტთან ინტერნეტით დაკავშირების დროს. როგორც წესი, მთავარი გვერდი მოგესალმებათ და გაცნობთ საიტის მიზანს, ან მის სპონსორებს, და გთავაზობთ გვერდების ბმულებს.

Host

ქსელში ჩართული ნებისმიერ კომპიუტერი, რომელიც გთავაზობთ მომსახურებებს ან კავშირს სხვა, ქსელში ჩართულ კომპიუტერებთან. ჰოსტს აქვს მასთან დაკავშირებული IP მისამართი.

Hostlists

ჩამოსაშლელი ან გასახსნელი მენიუ, რომელიც გამოისახება ბრაუზერში ან საძიებო სისტემაში და მოიცავს ახალ ან პოპულარულ საიტებს.

Hot Spot

იხ. Hyperlink/ბმული.

House Ads

თავად კომპანიის კუთვნილი პროდუქტების ან მომსახურებების რეკლამა. „შემოსავალი“ საკუთრი რეკლამებიდან არ უნდა შევიდეს შემოსავლების ანგარიშგებაში.

HTML (Hypertext Markup Language)

კოდების ნაკრები ტექსტურ (*.txt) ფაილში, რომელიც განსაზღვრავს მიღებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის ბრაუზერისთვის მიწოდებას. არსებობს ორი სახეობის მარკირების ენა: ანკერი და ფორმატი. ანკერის მარკირების ენა განსაზღვრავს, რა იქნა მიღებული, ხოლო ფორმატი განსაზღვრავს, რის გადაცემა მოხდება.

HTML Page

ჰიპერტექსტის მარკირების ენის დოკუმენტი, რომელიც ინახება ვებსერვერზე და/ან იქმნება მოთხოვნის დროს, რათა დაფიქსირდეს მოთხოვნის დაკმაყოფილება. ტექსტთან ერთად, HTML გვერდი შეიძლება მოიცავდეს გრაფიკულ გამოსახულებებს, ვიდეო, აუდიო და სხვა ტიპის ფაილებს.

HTTP (Hyper-Text Transfer Protocol)

ფორმატი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება მსოფლიო ინტერნეტქსელის საშუალებით დოკუმენტების გადასაცემად.