ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

ISDN (Integrated Services Digital Network)

მაღალსიჩქარიანი კავშირგაბმულობის ქსელი, რომელიც ინტერნეტს ჩვეულებრივი, სპილენძის სატელეფონო ხაზების საშუალებით უკავშირდება. DSL-მა მეტწილად ჩაანაცვლა ISDN ქსელი. დამატებით იხ. DSL.

ISP (Internet Service Provider)

ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტზე წვდომას. ინტერნეტმომსახურების პროვაიდერი შეიძლება იყოს კომერციული პროვაიდერი, კორპორაციული კომპიუტერული ქსელი, სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი ან მთავრობა.

ITI (Information Technology Industry Council)

აშშ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტებისა და მომსახურებების წამყვანი პროვაიდერები. ის იცავს მზარდ ეკონომიკას ინოვაციების ხელშეწყობისა და თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.itic.org

iTV (Interactive Television)

ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის ორმხრივ კომუნიკაციას აუდიტორიასა და სერვისის მომწოდებელს შორის (როგორიცაა მაუწყებელი, საკაბელო ოპერატორი, ციფრული ტელევიზიის მიმღების მწარმოებელი), სტანდარტული ან გაუმჯობესებული სატელევიზიო მოწყობილობების საშუალებით.

Interstitial Ads

რეკლამები, რომლებიც ჩნდება ორი გვერდის კონტენტს შორის. ასევე, ცნობილია, როგორც Transition Ads/გარდამავალი რეკლამები, Intermercial Ads/კომერციული შინაარსის შუალედური რეკლამა, ფლეში რეკლამები და გვერდები.

Intranet

ქსელი, რომელიც დამყარებულია TCP/IP პროტოკოლებზე და რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის ორგანიზაციას, ხშირად კორპორაციას, და ხელმისაწვდომია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის, თანამშრომლების ან სხვა უფლებამოსილი პირებისთვის.

In-Unit Click

საზომი ერთეული, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის მიერ სარეკლამო ელემენტზე რეაგირებას, რაც ხშირად იწვევს გვერდის შიდა გადამისამართებას ან კონტენტის ცვლილებას. შიდა დაწკაპუნება ხშირად ითვლება 302 გადამისამართების საშუალებით.

iFrame (Inline Frame)

ვებგვერდში ჩასმული მოტივტივე ჩარჩო, რომელიც დაკავშირებული არ არის ბრაუზერის ფანჯრის გვერდთან.

Inventory

რეკლამების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ხელმისაწვდომია საიტზე გაყიდვისთვის.

Image Map

GIF ან JPEG გამოსახულება, რომელიც აერთიანებს ერთზე მეტ დამაკავშირებელ ბმულს. თითოეული ბმული ან „ცხელი წერილი“ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიმართულებით გადასასვლელად.