ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Java

პროგრამული ენა, რომელიც შემუშავებულია ინტერნეტ აპლიკაციების შესაქმნელად. ეს პროგრამული ენა დამატებითი მახასიათებლების, გაუმჯობესებული ანიმაციური დეტალებისა და რეალურ დროში განახლებების წარმოების საშუალებას იძლევა.

JPEG (Joint Photographic Experts Group)

ფაილის ფორმატი, რომელიც იყენებს შეკუმშვის ტექნიკას გრაფიკული ფაილების ზომის (ბაიტების რაოდენობის) შესამცირებლად.

Jump Page Ad

მიკროგვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია ღილაკზე ან ბანერის ტიპის რეკლამაზე დაწკაპუნებით. თავად ეს გვერდი შეიძლება რამდენიმე საკითხს მოიცავდეს, რომლებიც დაკავშირებულია რეკლამის გამომქვეყნებლის ან გამომცემლის საიტთან.