იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
ფაილი, რომელიც იწერს ვებსერვერზე განხორციელებულ ოპერაციებს. ეს მონაცემები შეიძლება იყოს: თარიღი/დრო, URL, IP მისამართი და მომთხოვნი, მოთხოვნის სტატუს კოდი, მომხმარებლის აგენტი, მომთხოვნის წინა URL და ა.შ. სასურველია ლოგის გაფართოებული ფორმატის ფაილის გამოყენება.
იდენტიფიკაცია ან სახელი, რომელიც გამოიყენება კომპიუტერში, ქსელში ან ვებგვერდზე შესასვლელად.
ფაილი, რომელიც ინახავს ქსელთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
დროის მონაკვეთი ონლაინ მოთხოვნის გაკეთებას, ან ბრძანებასა და ამ მოქმედებაზე რეაგირებას შორის. იხ. Latency/დაგვიანება.
ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერების ჯგუფი (ქსელი), რომლებიც ერთსა და იმავე ადგილას იმყოფება.
IMU-ს ზომა. IAB-ს სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულია IMU-ს (ინტერაქციული მარკეტინგის ერთეულის) შვილი სახეობის რეკლამის ფორმატი. ორი ვერტიკალური ერთეულია, ხოლო ხუთი – დიდი მართკუთხედი ერთეული. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net.
1) დრო, რომელიც აუცილებელია მონაცემების ქსელის საშუალებით გადასაცემად; 2) ხილული დაგვიანება მოთხოვნის დაფიქსირებასა და კონტენტის/რეკლამის ჩვენებას შორის. რეკლამის გაშვებისას დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების ხარისხის ვარდნა, თუ მისაწოდებელი პაკეტი, რომლის მიღება და გაშვებაც უნდა მოხდეს კონკრეტული თანმიმდევრობით, დაგვიანების გამო ამ თანმიმდევრობით არ მიეწოდება.
ელექტრონული კავშირი ორ ვებგვერდს შორის. ასევე, მოიხსენიება, როგორც “hot link”/„ცხელი ბმული“ და Hyperlink/ჰიპერმული.
ელექტრონული ფოსტის დასაგზავნი სია, რომელშიც შესულია ელექტრონული ფოსტის მისამართები.
პროგრამა, რომელიც ავტომატურად გზავნის ელექტრონულ წერილს გამომწერების ან სიაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.