ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

NAI (Network Advertising Initiative)

ქსელური რეკლამირების კორპორაციული ჯგუფი, რომელმაც, ფედერალურ პროფესიულ კომისიასთან ერთად, კონფიდენციალურობის პრინციპები შეიმუშავა. NAI მომხმარებლებს აძლევს განმარტებებს ინტერნეტრეკლამის პრაქტიკებთან, ინტერნეტსა და მომხმარებლებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.networkadvertising.org.

Net TV

ტელევიზიები, რომელთაც შეუძლიათ, სატელეფონო ინტერნეტკავშირის (dial-up) საშუალებით დაუკავშირდნენ ინტერნეტს. ხშირად, მწარმოებელს ინტეგრირებული აქვს ფუნქცია, ან მომხმარებელს სთავაზობს სატელეფონო ხაზების გამოყენებით ინტერნეტთან დაკავშირებას.

Netiquette

ტერმინი, რომელიც გამოიყენება ონლაინსივრცეში ქცევის წესების (როგორ მოვიქცეთ და როგორ არა) აღსანიშნავად.

Newsgroup

ელექტრონული განცხადებების დაფა, რომელზეც საუბარია კონკრეტულ თემებზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. სიახლეების ჯგუფების მხოლოდ გარკვეული ნაწილი იძლევა რეკლამის განთავსების უფლებას.

Non-Registered User

პიროვნება, რომელიც შედის საიტზე და ირჩევს, ან არ მოეთხოვება კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება და, შესაბამისად, არ აქვს საიტის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა.

Nonqualifying Page Impressions

გვერდის ჩვენება, რომელიც ამოსაღებია მოძრაობის ან დაანგარიშების ანგარიშებიდან, როგორიცაა მოთხოვნილი დოკუმენტების წარუმატებელი გადაცემა, მოთხოვნილი დოკუმენტების წარმატებით გადაცემა რობოტის ან „ობობასთვის“, და/ან გვერდები ჩარჩოების ნაკრებში. იხ. Frames/ჩარჩოები.