იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
ეშვება ცალკე რეკლამის ფანჯარაში, ერთი გვერდის კონტენტიდან მეორეზე გადასვლის დროს. რეკლამა მიმდინარეობს სხვა გვერდის გახსნის პარალელურად. ხაზის სიჩქარის მიხედვით, შუალედური რეკლამა შეიძლება დასრულდეს კონტენტის ჩამოტვირთვამდე, ან ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ.
ვებსაიტი, რომელიც ხშირად გვევლინება მომხმარებლის ვებ სესიის დაწყების წერტილად. პორტალი იძლევა წვდომას ისეთ მომსახურებებზე, როგორებიცაა ძიება, ვებსაიტების ჩამონათვალი, სიახლეები, ამინდი, ელექტრონული ფოსტა, საწყისი გვერდი, აქციები, სპორტი, სიახლეები, გართობა, სატელეფონო ნომრები, ადგილმდებარეობის რუკები, ჩატი ან მესიჯები.
რეკლამის ან კონტენტის კომპიუტერის RAM ან მყარი დისკის მეხსიერებაზე შენახვა, სანამ ეს რეკლამა ან კონტენტი მომხმარებლის ეკრანზე გამოისახება. არ ინახება რეკლამის გაშვების პროცესში, რათა მიწოდებისას ნაკლები ხარვეზი იყოს. დამატებით იხ. cache/ქეში და caching/ქეშირება.
განცხადება მოგროვილი ინფორმაციის შესახებ; როგორ გამოიყენება მოგროვილი ინფორმაცია; როგორ შეიძლება პიროვნებამ მიიღოს წვდომა მასზე მოგროვებულ ინფორმაციაზე; როგორ შეუძლია პიროვნებას, უარი თქვას მასზე ინფორმაციის მოგროვებაზე; და რა სახის დაცვის ზომებს იყენებს ინფორმაციის მომგროვებელი მხარე.
პროგრამა, რომელიც ადასტურებს, რომ ვებგვერდის მფლობელი ემორჩილება საიტის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკას. მაგალითად, საიტზე არსებული მინიშნებები, როგორიცაა TRUSTe და BBBOnline.
მომხმარებლის ინტერესების შესახებ ინფორმაციის მეთვალყურეობა, რაც გულისხმობს მისი ონლაინ მოქმედებების მონიტორინგს. ეს შეიძლება მოხდეს პერსონალური ინფორმაციის გამოყენების გარეშე, კონტენტის, URL და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
მესამე მხარის მიერ შიდა კონტროლის პროცესების შემოწმება, რაც დაკავშირებულია შეფასებასთან. დამატებით იხ. audit/აუდიტი.
ერთგვარი წესების ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს ორ მოწყობილობას, ერთმანეთს დაუკავშირდეს და მონაცემები გადასცეს. პროტოკოლები განსაზღვრავს კომპიუტერულ მოწყობილობებსა და სხვა ქსელებს შორის მონაცემების გადაცემის წესებს. პროტოკოლები განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შეცდომების კონტროლი და მონაცემების დაპატარავების მეთოდები. პროტოკოლები განსაზღვრავს შემდეგს: შეცდომის სახეობის შემოწმება, მონაცემთა დაპატარავების მეთოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), როგორ მიუთითებს გამგზავნი მოწყობილობა გაგზავნის დასრულების შესახებ და როგორ მიუთითებს მიმღები მოწყობილობა გზავნილის მიღებას. ინტერნეტპროტოკოლები მოიცავს შემდეგს: TCP/IP (გადაცემის კონტროლის პროტოკოლი/ინტერნეტპროტოკოლი), HTTP (ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი), FPT (ფაილის გადაცემის პროტოკოლი), და SMTP (მცირე მეილის გადაცემის პროტოკოლი).
შუამავალი საბოლოო მომხმარებელსა და ვებსაიტს შორის, როგორიცაა ISP, კომერციული ონლაინ მომსახურებები და კორპორაციული ქსელები. პროქსი სერვერები ინახავს ყველაზე ფართოდ და ხშირად გამოყენებულ კონტენტს. ამგვარად მომხმარებელს უფრო სწრაფად აქვს წვდომა საიტზე და იზრდება სერვერის უსაფრთხოების ხარისხიც.
პროაქტიური, ნახევარ ეკრანზე გამოსახული, დინამიკური რეკლამა, რომელიც ჩნდება სხვადასხვა ფორმაში.