ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Redirect 302

სერვერის მიერ ბრაუზერისთვის მოთხოვნილი რეკლამის ადგილმდებარეობის და არა უშუალოდ რეკლამის მიწოდება. რეკლამის სერვერები იყენებენ 302 გადამისამართებას, რათა შეძლონ ისეთი აქტივობების დათვლა, როგორიცაა რეკლამის მოთხოვნა ან რეკლამაზე დაწკაპუნება.

Reach

1) უნიკალური მომხმარებლები, რომლებიც სტუმრობდნენ საიტს საანგარიშო პერიოდში, და რომელთა აქტივობაც აღირიცხება, როგორც მსოფლიოს დემოგრაფიული კატეგორიის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი; ასევე, მოიხსენიება, როგორც unduplicated audience/არადუბლირებული აუდიტორია; 2) იმ უნიკალურ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობა, რომელთაც კონკრეტული რეკლამა მიეწოდათ.

ReadlAudio®

პროგრამა, რომელიც იწერს და უკრავს აუდიოფაილებს.

Real Time

მოვლენები/ღონისძიებები, რომლებიც ხდება რეალურ დროში ვირტუალურად და ამ კონკრეტულ მომენტში. როდესაც ჩატის ოთახში ვსაუბრობთ, ან როდესაც ვგზავნით შეტყობინებას, ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია ხდება დაუყოვნებლივ, რეალურ დროში.

Referral Link

დამაკავშირებელი გვერდი, ან ბმული არის ადგილი, სადაც მომხმარებელმა დააჭირა ბმულს არსებულ გვერდზე გადასასვლელად. სხვა სიტყვებით, ბმული აკავშირებს ერთ URL-ს მეორესთან, დაწკაპუნებით ბრაუზერი გადადის დამაკავშირებელი URL-დან სამიზნე URL-ზე. ასევე, ცნობილია, როგორც წყარო.

Referral Fees

გადასახადი, რომელსაც რეკლამის გამომქვეყნებელი იხდის მაღალი ხარისხით ჩატარებული გაყიდვების ან შესყიდვების სანაცვლოდ.

Registration

საიტის ვიზიტორების მიერ გასავლელი პროცესი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეყვანას. საიტები იყენებს სარეგისტრაციო მონაცემებს, რათა შესაძლებელი გახდეს ან გაუმჯობესდეს სამიზნე კონტენტისა და რეკლამების მიწოდება. რეგისტრაცია შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი.

Repeat Visitor

უნიკალური ვიზიტორი, რომელიც ვებსაიტზე კონკრეტული დროის მონაკვეთში რამდენჯერმე შედის.

Return Visits

მომხმარებლის მიერ კონკრეტული დროის მონაკვეთში საიტზე დაბრუნების საშუალო რაოდენობა.

Rich Media

კომუნიკაციის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ანიმაციის, ხმის, ვიდეო და/ან ინტერაქციული საშუალებების გამოყენებას. ამ მეთოდის გამოყენება ცალკეც შეიძლება და ქვემოთ ჩამოთვლილ ტექნოლოგიებთან ერთობლიობაშიც: მედია, ხმა, Flash და ისეთ პროგრამულ ენებთან ერთად, როგორებიცაა Java, Javascript და DHTML. ამ მეთოდის განვითარება ხდება სტანდარტული ვებ და უსადენო აპლიკაციების საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, ვებდიზაინი, ბანერები, ღილაკები და შუალედური რეკლამები.