ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Router

მოწყობილობა, რომელიც აკავშირებს LAN-ის გარკვეულ რაოდენობას. როუტერი იყენებს თავსართსა და გადამისამართების ცხრილს, რათა განისაზღვროს პაკეტების მიმართულება, და ხდება კომუნიკაცია მარშრუტზე არსებული გადამცემის ორი საუკეთესო ჰოსტის ასარჩევად.

Reach

1) უნიკალური მომხმარებლები, რომლებიც სტუმრობდნენ საიტს საანგარიშო პერიოდში, და რომელთა აქტივობაც აღირიცხება, როგორც მსოფლიოს დემოგრაფიული კატეგორიის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი; ასევე, მოიხსენიება, როგორც unduplicated audience/არადუბლირებული აუდიტორია; 2) იმ უნიკალურ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობა, რომელთაც კონკრეტული რეკლამა მიეწოდათ.

ReadlAudio®

პროგრამა, რომელიც იწერს და უკრავს აუდიოფაილებს.

Real Time

მოვლენები/ღონისძიებები, რომლებიც ხდება რეალურ დროში ვირტუალურად და ამ კონკრეტულ მომენტში. როდესაც ჩატის ოთახში ვსაუბრობთ, ან როდესაც ვგზავნით შეტყობინებას, ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია ხდება დაუყოვნებლივ, რეალურ დროში.

Referral Link

დამაკავშირებელი გვერდი, ან ბმული არის ადგილი, სადაც მომხმარებელმა დააჭირა ბმულს არსებულ გვერდზე გადასასვლელად. სხვა სიტყვებით, ბმული აკავშირებს ერთ URL-ს მეორესთან, დაწკაპუნებით ბრაუზერი გადადის დამაკავშირებელი URL-დან სამიზნე URL-ზე. ასევე, ცნობილია, როგორც წყარო.

Rate Card

ფასებისა და პროდუქტების მედიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული პაკეტების სია.

Re-Direct

ონლაინ რეკლამის გამოყენების დროს, ეს არის ერთი სერვერის მიერ მეორე სერვერისთვის რეკლამის მიწოდების ან სამიზნე რეკლამის გაშვების დავალება. ხშირად ამ ფუნქციას მესამე კომპანია ასრულებს. მაგალითისთვის, ვებ გამომცემლის რეკლამის მართვის სერვერმა შეიძლება გადამისამართება გააკეთოს მესამე მხარეზე, რომელიც დაქირავებულია რეკლამის გამომქვეყნებლის მიერ მისი რეკლამის სამიზნე აუდიტორიისთვის მისაწოდებლად. შემდეგ, გადამისამართება დამატებით ხდება სხვა მედია პროვაიდერთან, რაც შეიძლება მოხდეს მაშინაც, როდესაც რეკლამა ბოლომდე მიეწოდება მომხმარებელს. ზოგიერთ შემთხვევაში, გადამისამართების პროცესმა შესაძლოა შეყოვნება გამოიწვიოს. დამატებით იხ. serving/მიწოდება და latency/დაგვიანება.