ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Static Ad Placement/Static Rotation

1) რეკლამები, რომლებიც რჩება ვებგვერდზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში; 2) ჩაწერილი რეკლამები.

Stickiness

საზომი, რომელიც გამოიყენება საიტის მიერ ინდივიდუალური მომხმარებლების შენარჩუნების ეფექტურობის განსაზღვრისთვის. მიჯაჭვულობა, როგორც წესი, ვიზიტის ხანგრძლივობის მიხედვით განისაზღვრება.

Streaming

1) ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის აუდიო და ვიდეომასალის ვებგვერდიდან კომპიუტერისთვის უწყვეტად მიწოდებას; 2) ინტერნეტმონაცემების გადაცემის ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ნახოს და მოისმინოს აუდიო და ვიდეოფაილები. ჰოსტი ან წყარო ახდენს „ნაკადის“ ინფორმაციის მცირე ზომის პაკეტებად დაყოფას და ინტერნეტის საშუალებით მომხმარებლისთვის მიწოდებას, რომელსაც შეუძლია მიღებული კონტენტის ნახვა.

Streaming Media Player

პროგრამა, რომელიც ახორციელებს აუდიო და/ან ვიდეოფაილების დეკომპრესიას, რათა მომხმარებელმა შეძლოს მიღებული აუდიო და/ან ვიდეოფაილის მოსმენა და/ან ნახვა. ზოგიერთი მაგალითი მოიცავს Real Player, Windows Media და Quick Time Player-ს.

Superstitials®

შუალედური ფორმატი, რომელიც შემუშავებულია Unicast-ის მიერ, რომელიც გულისხმობს წინასწარ ქეშირებას გაშვებამდე. მახასიათებლები არის შემდეგი: 550*480 პიქსელზე (ეკრანის 2/3), ზომა 100 ათასამდე და ხანგრძლივობა 20 წამამდე.

Surfing

მსოფლიო კომპიუტერული ქსელის დათვალიერება.

Spam

არაფორმალური ტერმინი, სახელწოდება ისეთი ელექტრონული ფოსტისა, რომელიც მომხმარებლის მიერ არ იყო მოთხოვნილი.

Spider

პროგრამა, რომელიც ავტომატურად მოიძიებს ვებგვერდებს. „ობობა“ გამოიყენება საძიებო სისტემისთვის გვერდების მისაწოდებლად. პროგრამას „ობობას“ იმის გამო უწოდებენ, რომ ის ვებსივრცეში დაცოცავს. რაკი ვებგვერდების უმრავლესობა სხვა გვერდების ბმულებს შეიცავს, „ობობას“ მარტივად შეუძლია ნებისმიერ გვერდზე შეღწევა. როცა ეს პროგრამა გვერდზე არსებულ ბმულს ხედავს, დაუყოვნებლივ აფიქსირებს მას. დიდი საძიებო სისტემები ერთდროულად დიდი რაოდენობით „ობობას“ იყენებენ. დამატებით იხ. robot/რობოტი.

Splash Page

საწყისი გვერდი, რომელიც წინ უსწრებს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ გვერდს და ძირითადად გვერდის მახასიათებლებს ან რეკლამას გამოსახავს. სფლეშ გვერდი გამოისახება დროის მხოლოდ მოკლე პერიოდით ან მანამდე, სანამ მომხმარებელი დააწკაპუნებს. ასევე, ცნობილია, როგორც შუალედური გვერდი. ამჟამინდელი სახელმძღვანელოების თანახმად, სფლეშ გვერდები არ ითვლება გვერდის ნახვად, თუმცა რეკლამების ნახვის დაანგარიშების დროს მათ მაინც ითვალისწინებენ.

Sponsor

1) სპონსორი არის რეკლამის გამომქვეყნებელი, რომელიც ასპონსორებს რეკლამას და ამით ხელს უწყობს თავად ვებგვერდის დაფინანსებას ან შენარჩუნებას; 2) რეკლამის გამომქვეყნებელი, რომელსაც სპეციალური ურთიერთობა აქვს ვებგვერდთან და ხელს უწყობს ამ ვებგვერდის გარკვეულ მახასიათებლებს, როგორიცაა ავტორის სტატია ან სტატიების ნაკრები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.