ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Total Visitors

ბრაუზერების ან პირების ჯამური რაოდენობა, რომლებიც კონკრეტული დროის მონაკვეთში შევიდნენ საიტზე.

Traffic

ვებსაიტზე დაფიქსირებული ვიზიტებისა და/ან ვიზიტორების ჯამური რაოდენობა.

Transfer

გვერდის მოთხოვნაზე წარმატებული რეაგირება; ასევე, როდესაც ბრაუზერი მიიღებს სრულყოფილ გვერდს ვებსერვერიდან.

Transitional Ad

რეკლამა, რომელიც მოთავსებულია ვებგვერდებს შორის. სხვა სიტყვებით, მომხმარებელი ხედავს რეკლამას „ა“ გვერდიდან „ბ“ გვერდზე გადასვლის დროს. ასევე, ცნობილია, როგორც Interstitial/შუალედური.

Transitional Pop Up

რეკლამა, რომელიც კონტენტს შორის. ჩნდება ცალკე ფანჯარაში გვერდების კონტენტს შორის.

Triggers

ბრძანება ჰოსტის სერვერიდან, რომელიც მომხმარებლის ციფრული ტელევიზიის მოწყობილობას ატყობინებს, რომ ინტერაქციული კონტენტი ხელმისაწვდომია. მომხმარებლის ინფორმირება ხელმისაწვდომი კონტენტის შესახებ ხდება შესაბამისი ნიშნის ან დაჭერადი ტექსტური შეტყობინების საშუალებით. დისტანციური მართვის პულტით დაჭერის შემდეგ, ტრიგერი ქრება და მეტი კონტენტი, ან ახალი ინტერფეისი ჩნდება სატელევიზიო ეკრანზე.

Throughput

დაფიქსირებულ მოთხოვნებთან მიმართებით ინტერნეტის საშუალებით გადაცემული მონაცემების რაოდენობა.

Token

მაჩვენებელი ან იარლიყი, რომელიც დაკავშირებულია მიმღები სერვერის მიერ მომხმარებლის მოთხოვნილი ვებგვერდის მისამართთან (URL). ტოკენი მოქმედებს მომხმარებლის მოთხოვნის პერიოდში, მიუხედავად მოთხოვნებს შორის არსებული ინტერვალებისა. ტოკენის გამოყენება შესაძლებელია უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის დასათვლელად.

Total Ad Impressions

გრაფიკული და ტექსტური რეკლამის ჩვენების ჯამური რაოდენობა, მიუხედავად მიწოდების წყაროსი. დამატებით იხ. ad impression/რეკლამის გამოსახვა.

Total Unique Users

იხ. unique user/უნიკალური მომხმარებელი.