ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

URL Tagging

URL-ში HTML კონტენტის უნიკალური საიდენტიფიკაციო კონტენტის შეყვანის პროცესი. ეს საიდენტიფიკაციო მონაცემები ამოიცნობა ვებსერვერის მიერ ბრაუზერის მოთხოვნის საფუძველზე. მომხმარებლების ამოცნობა URL ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელს ხდის ვიზიტების დაანგარიშებას, თუ ქეშირება არ ხდება.

Usenet

ინტერნეტის საინფორმაციო განცხადებების აპლიკაცია.

User

პიროვნება, რომელსაც აქვს მსოფლიო კომპიუტერულ ქსელზე წვდომა.

User Agent String

სერვერის ლოგის ფაილის ველი, რომელიც მიუთითებს კონკრეტული ბრაუზერის პროგრამაზე და მოთხოვნის დამაფიქსირებელი კომპიუტერის ოპერაციულ სისტემაზე.

User Centric Measurement

ვებგვერდის აუდიტორიის დათვლის ერთეული, რომელიც ვებმომხმარებლის ქცევას ეფუძნება.

User Registration

პიროვნების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ხშირად მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა პიროვნების ასაკი, სქესი, საფოსტო კოდი და ბევრი სხვა. საიტის სარეგისტრაციო სისტემა ხშირად ეფუძნება საიდენტიფიკაციო კოდს ან პაროლს, რაც საშუალებას აძლევს საიტს, განსაზღვროს უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა და ვიზიტორების ქცევა საიტზე.

UMTS (Universal Mobile Telecommunications System)

ტექსტის, ციფრული ხმოვანი, ვიდეო და მულტიმედია მონაცემების ფართო, პაკეტური გადაცემა, რომლის სიჩქარეც შეიძლება აღემატებოდეს 2 მეგაბიტს წამში. სისტემა ასევე ითვალისწინებს მომსახურებას მობილური და სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

Unduplicated Audience

უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც გამოჩდნენ კონკრეტულ დომეინზე, გვერდზე ან იხილეს რეკლამა კონკრეტული დროის მონაკვეთში.

Unique User

უნიკალური პიროვნება ან ბრაუზერი, რომელიც ან საიტზე შემოდის (იხ. unique visitor/უნიკალური ვიზიტორი) ან უნიკალური კონტენტი და/ან რეკლამები მიეწოდა, როგორებიცაა ელექტრონული ფოსტა, სიახლეები, შუალედური და პოპ ანდერ რეკლამები. უნიკალური მომხმარებლების ამოცნობა შეიძლება მომხმარებლის რეგისტრაციის ან ქუქის საფუძველზე. დაფიქსირებული უნიკალური მომხმარებლებიდან იფილტრება რობოტების აქტივობა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net.

Unique Visitor

უნიკალური მომხმარებელი, რომელიც შედის ვებგვერდზე კონკრეტული დროის მონაკვეთში. დამატებით იხ. Unique User/უნიკალური მომხმარებელი.