ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 

Web Bug

იხ. Web beacon/ვებშუქურა.

Webcasting

რეალურ დროში მიმდინარე ან წინასწარ ჩაწერილი ღონისძიებების ვიდეო, აუდიო ან ანიმაციური კონტენტის მიწოდება ინტერნეტის საშუალებით.

Web Beacon

კოდები, რომლებიც გამოიყენება ვებსაიტის ან მესამე მხარის სარეკლამო სერვერის მიერ მომხმარებლის აქტივობის, მაგალითად, რეგისტრაციის ან კონვერსიის მეთვალყურეობის მიზნით. ვებშუქურა ხშირად უხილავია, რადგან არის 1*1 პიქსელის ზომის და არ აქვს ფერი. ასევე, ცნობილია, როგორც Web Bug, 1*1 GIF და უხილავი GIF.

Web Site

ვირტუალური მდებარეობა (დომეინი) ორგანიზაციის ან პიროვნების მსოფლიო კომპიუტერულ ქსელში შესასვლელად.

WAA (Wireless Advertising Association)

პროფესიული ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს უსადენო რეკლამირების გავრცელებას. ასოციაციის წევრები არიან: ხელის მოწყობილობების მწარმოებლები, პროგრამების პროვაიდერები, კურიერები და ოპერატორები, სააგენტოები, გამყიდველები და რეკლამის გამომქვეყნებლები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.waaglobal.org

WAN (Wide Area Network)

ერთმანეთთან (ქსელით) დაკავშირებული კომპიუტერები, რომლებიც ერთსა და იმავე ფიზიკურ მისამართზე არ არის მოთავსებული.

WAP (Wireless Application Protocol)

საკომუნიკაციო პროტოკოლების მახასიათებელი, უსადენო მოწყობილობების, მაგალითად, ქსელური მობილური ტელეფონების, PDA და სხვათა ინტერნეტზე წვდომის მისაღებად.

WAP Device

ნებისმიერი მოწყობილობა (მაგალითად, მობილური ტელეფონი, PDA ან იმიტატორი), რომელიც ხელმისაწვდომს ხდის უსადენო კონტენტს.

WAP Phones

მობილური ტელეფონები, რომლებიც იყენებს უსადენო გამოყენების პროტოკოლის ტექნოლოგიას ინტერნეტზე წვდომის მისაღებად. WAP ტელეფონის ეკრანის გამოყენება შეიძლება რეკლამების საჩვენებლად.

WASP (Wireless Applications Service Provide)

ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს კონტენტისა და აპლიკაციის უსადენო მოწყობილობებისთვის მიწოდებას.