ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

კონტენტის სახეები ქართულ მარკეტინგში

კონტენტ მარკეტინგ ჰედერი

სიტყვა „კონტენტი“ ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ ადგილებში გვესმის, როგორიც მაგალითად – სუპერმარკეტია.

საერთაშორისო მნიშვნელობის მიხედვით, მარკეტინგის ეს ფორმა სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური კონტენტის – ტექსტური და ვიზუალური მასალის, შექმნას, გამოქვეყნებას, გავრცელებასა და რეპორტინგს მოიცავს.

კონტენტ მარკეტინგის ინსტიტუტის (CMI) მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს კომპანიებში კონტენტ მარკეტინგის გამოყენება 2019 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 84%-ს მიაღწია; ყველაზე ხშირად კი B2B, B2C ბიზნესსექტორი იყენებს, რომ ლოიალური მომხმარებლები მოიზიდოს ან არსებული მომხმარებლების აქტიურობა და ჩართულობა გაზარდოს.

 

what is content marketing

 

ყველაზე გავრცელებული კონტენტ მარკეტინგის ფორმა, რომელსაც კლიპარტშიც აქტიურად ვიყენებთ, სარეკლამო სტატიების, პოსტების, ვიდეოებისა და ვიზუალური მასალის შექმნაა. ასევე კონტენტის მენეჯმენტის სისტემა “NEWS CMS“, რომელიც ონლაინ გამომცემბლობებს აპროპირებულ და მრავალფეროვან შესაძებლობას სთავაზობს. ამ ყველაფერს თუ 2 ძირითადი მიმართულებით გავყოფთ, შეგვიძლია ვიზუალურ და ტექსტურ კონტენტზე, მის აუცილებლობასა და გამოყენების გზებზე ვისაუბროთ.

 

content marketing

ტექსტური კონტენტი

ალბათ სათაურიდან პირდაპირ იკითხება, რომ ტექსტურ ნაწილში პირდაპირი და არაპირდაპირი, საიმიჯო და პრეს-რელიზ სტატიები იგულისხმება. არ უნდა გამოგვრჩეს ბლოგები, სოციალური მედიის კონტენტი და სიახლეები, რომელთა შექმნაც კონტენტ მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ტექსტური მასალის შემთხვევაში, სტრუქტურულად, დიდი მნიშვნელობა მომხმარებლისთვის საინტერესო, აქტუალური და მოთხოვნადი თემის შერჩევას ენიჭება. აუცილებელია, რომ როგორც სათაური, ასევე მთლიანი ტექსტი კარგად პასუხობდეს სამიზნე აუდიტორიის საჭიროებას და სთავაზობდეს პრობლემის გადაჭრის ერთ ან რამდენიმე გზას.

ტექსტური კონტენტის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი „Call to action“ – ანუ ერთგვარი მოწოდებაა, რომელიც გაყიდვების სტიმულირებას ახდენს და მომხმარებელს პროდუქტის ან მომსახურების შეძენაში ეხმარება.

 

written content

ვიზუალური კონტენტი

ალბათ დაუჯერებელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვიზუალური კონტენტი საბოლოო მარკეტინგული პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ითვლება ისიც, რომ ადამიანებს ფოტოებზე, ინფოგრაფიკებსა და ანიმაციურ პოსტებზე გამოსახული ინფორმაცია ბევრად უფრო დიდხანს ამახსოვრდებათ, ვიდრე ტექსტები. ვიზუალური კონტენტ მარკეტინგის განუყოფელი ნაწილი სარეკლამო პირდაპირი ან არაპირდაპირი ვიდეოებია, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიურობის უამრავი წამს, წუთსა და საათს იკავებს. შესაბამისად, დიდი როლს თამაშობენ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ განწყობისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, საბოლოოდ კი, გადაწყვეტილების მიღებაში.

 

content-for-social-media

როგორ იზომება შედეგები?

ხშირად მიიჩნევენ, რომ კონტენტ მარკეტინგის კამპანიების და აქტივობების დროს, ზუსტი შედეგების გაზომვა საკმაოდ რთულია. ეს, მეტწილად, არაპირდაპირ სარეკლამო სტატიებს ან ვიდეოებს ეხება, როდესაც კომპანიის ცნობადობის გაზრდა თანდათან, გრძელვადიან პერიოდში ხდება და პირდაპირი კონვერსიების რაოდენობის დადგენა ძნელდება, თუ ბრენდი სხვა საშუალებებსაც იყენებს მომხმარებლების მოსაზიდად. ამის მიუხედავად, კონტენტ მარკეტინგის ეს მიმართულება პოპულარობას არ კარგავს და ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ფუნდამენტურ როლს თამაშობს.

წარმატების გასაზომი მთავარი ერთეული საბოლოო შედეგია და ფაქტი, თუ რამდენად შეესაბამება ის კომპანიის წინასწარ დასახულ მიზნებს, ანუ იწვევს თუ არა მომხმარებლის მხრიდან გამოხმაურებას.

სხვა საჭირო საზომი ერთეულებია:

  • სტატიის/ბლოგის ვიზიტორების რიცხვი;
  • რამდენი დრო გაატარა მომხმარებელმა ვებგვერდზე;
  • კონტენტის, ვიდეოს ან ბმული CTR (click-through rate);
  • შეარი, ლაიქი, ჩართულობა და ემოციები;
  • რამდენი ვიზიტორი დაბრუნდა კონტენტის ხელახლა სანახავად;
  • და მრავალი სხვა.

 

Content-KPI-index

და ბოლოს

თუ უახლოეს მომავალში კონტენტ მარკეტინგის დაწყებას გეგმავთ, გაგიზიარებთ ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლის პირობებშიც 1500-მდე მარკეტერი გამოიკითხა და შეფასდა 17000-ზე მეტი მარკეტინგული პოზიცია სამსახურის მაძიებლების საერთაშორისო ვებგვერდებზე.

პირველ რიგში, ბიზნესები ზრდიან მათ კონტენტ მარკეტინგის ბიუჯეტს, რადგან თვლიან, რომ მიზნების მისაღწევად და ბორდის დასაკომპლექტებლად აუცილებელია, ეს ტენდენცია კი 2021 წელსაც შენარჩუნდება.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კონტენტის ფორმად ბლოგები რჩება. მიზეზი მარტივია, ბლოგებს ბუნებრივი ტრაფიკის მოზიდვა და ლიდების გენერაცია შეუძლიათ, რაც ბიზნესს დასახულ მიზნებთან მიახლოებაში ეხმარება.

 

written content

 

საბოლოო ჯამში, თუ კონტენტ მარკეტინგის აქტიურად დაწყებას აპირებთ, 2021 წელი იდეალური დროა ციფრულ რეალობაში ადაპტაციისთვის და ახალი მიმართულებით განსავითარებლად, რადგან ახალმა მოცემულობამ კომუნიკაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ინტერნეტში გადაიტანა.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

წაკითხვის დრო 3 წთ
ციფრული ინდუსტრიის მასშტაბებმა და ტექნოლოგიების განვითარების სწრაფმა ტემპმა სარეკლამო ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების შექმნა განაპირობა. მათ შორის მოწინავე პოზიციებს პროგრამატიკული მარკეტინგი იკავებს. Statista – ს…
წაკითხვის დრო 4 წთ
კომპანიები საკუთარი მიზნების მისაღწევად ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციას იყენებენ. მარკეტინგულ მიქსში შემავალი ელემენტების გვერდით კი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს კონტენტ მარკეტინგი იკავებს. კონტენტ მარკეტინგი ბევრი სახით…
წაკითხვის დრო 5 წთ
მარკეტინგის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ინდუსტრიის ექსპერტების 80% ხელოვნური ინტელექტის გარკვეული მოდელების საკუთარ მარკეტინგულ საქმიანობაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს….
წაკითხვის დრო 5 წთ
ბრენდი – ეს არის კომპანიის იდენტობა და ისტორია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კონკურენცია გაუწიოს მსგავსი პროდუქტისა და სერვისის მომწოდებელ სხვა კომპანიებს. ბრენდინგის მიზანი კი…
წაკითხვის დრო 3 წთ
2023 წლის ივნისში Google-ის პლატფორმას დაახლოებით 84.6 მილიარდი ვიზიტორი ესტუმრა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ის ბიზნესისა და ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი…
წაკითხვის დრო 4 წთ
ონლაინ პიარი (Digital PR) სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნა, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობადობის ამაღლება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა….