ციფრული ლექსიკონი
იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Ad/Advertisement
კომერციული მესიჯი, რომელიც მიმართულია განმთავსებელთა სამიზნე მომხმარებლებისკენ.
Ad Audience
უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც რეკლამა დროის კონკრეტული მონაკვეთში ნახეს.
Ad Banner
გრაფიკული გამოსახულება ან სხვა სახის მედიაობიექტი, რომელიც რეკლამირებისთვის გამოიყენება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net
Ad Blocker
პროგრამა, რომელიც დამონტაჟებულია მომხმარებლების ბრაუზერზე და რომელიც ზღუდავს რეკლამის ჩვენებას.
Ad Campaign Audit
კონკრეტული სარეკლამო კამპანიის აქტივობის აუდიტი.
Ad Centric Measurement
აუდიტორიის დათვლა, რომელიც მომდინარეობს მესამე მხარის სარეკლამო სერვერის ლოგიდან.
Ad Click
მომხმარებლების მიერ ინიცირებული რეკლამის ელემენტზე რეაგირების (მაგალითად, დაწკაპუნება) დათვლა, რაც განაპირობებს ვებგვერდის სხვა ადგილზე ან სხვა ჩარჩოზე ან სხვა სარეკლამო გვერდზე გადასვლას. არსებობს რეკლამაზე სამი სახის დაწკაპუნება: 1) რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება; 2) შიდა დაწკაპუნება; და 3) მაუსის გადატარება. რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება უნდა გაკონტროლდეს და დაფიქსირდეს, როგორც 302 გადამისამართება სარეკლამო სერვერზე და უნდა გაიფილტროს რობოტის მოქმედება.
Ad Click Rate
რეკლამაზე დაწკაპუნებისა და რეკლამის ჩვენების თანაფარდობა.
Ad Display/Ad Delivered
როდესაც რეკლამა წარმატებით გამოისახება მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანზე.
Ad Download
როდესაც რეკლამა სერვერის მიერ იტვირთება მომხმარებლის ბრაუზერზე. რეკლამა შეიძლება მოთხოვნილ იქნას, მაგრამ შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს ბრაუზერის მიერ ჩამოტვირთვამდე და შესაბამისად, მომხმარებელს არ ექნება რეკლამის ნახვის შესაძლებლობა.