ციფრული ლექსიკონი

იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ

 
IAB logo
Powered By
IAB logo
Powered By

Banner

გრაფიკული გამოსახულება, რომელიც გვხვდება HTML გვერდზე და გამოიყენება რეკლამის სახით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

Barter

უნაღდო ანგარიშსწორება – პროდუქტებისა და მომსახურებების გაცვლა ფულის გარეშე. ბარტერის ღირებულება არის იმ პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება დოლარში, რომლის გაცვლაც ხდება რეკლამაში. ეს არის GAAP-ს (Generally Accepted Accounting Principles – ანგარიშგების ზოგადად მისაღები პრინციპები) მიერ აღიარებული შემოსავლის მიღების ფორმა.

BBS (Bulletin Board System)

პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოდემის დახმარებით შევიდეს ელექტრონულ ფოსტაში, იუზნეტში და ჩატის/სასაუბრო ჯგუფში.

Beacon

კოდების ჩამონათვალი, რომელიც მოთავსებულია რეკლამაში, ვებგვერდში, ან ელექტრონულ ფოსტაში, რაც შესაძლებელს ხდის რეკლამის, გვერდის ან ელექტრონული ფოსტის ბრაუზერისთვის მიწოდების განსაზღვრას. ასევე, აკონტროლებს ზოგადი ტიპის მოქმედებებს. ასევე, ცნობილია, როგორც Clear GIF/ცარიელი GIF ან Pixel Tag/პიქსელის მონიშვნა.

Beta

პროდუქტის სატესტო ვერსია, მაგალითად, ვებგვერდის ან პროგრამის სატესტო ვერსია, რომელიც საბოლოო ვერსიის ჩაშვებამდე გამოდის.

Beyond-the-Banner

ტერმინი, რომელიც მიგვითითებს ნებისმიერ რეკლამაზე, ისეთზე, რომელიც არ არის ბანერი. მაგალითად, შუალედური რეკლამები ან ვიდეორეკლამები და ა.შ.

Bit

კომპიუტერული მონაცემების უმცირესი ერთეული. ბიტს აქვს ერთი ბინარული (ორი ნაწილისაგან შემდგარი; ორმაგი, ორფა) ნიშნული 0 ან 1. ერთ ბაიტში არის რვა ბიტი.

Bit Rate

დიაპაზონის საზომი, რომელიც გვეუბნება, რამდენად სწრაფად ხდება გადაადგილება კომპიუტერულ ქსელში ერთი ადგილიდან მეორეზე. ბიტის მაჩვენებელი ხშირად გამოისახება, როგორც კილობიტი (100 ბიტი) წამში ან Kbps.

Bonus Impressions

რეკლამის დამატებით ჩვენება, ისე, რომ წინასწარ არ იყო გათვალისწინებული საჩვენებელი თანმიმდევრობით.

Bot

რობოტის შემოკლებული ვერსია. იხ. Intelligent agent/ინტელექტუალური აგენტი, რობოტი.

Bounce

მოქმედება, რომლის დროსაც ელექტრონული წერილი უკან უბრუნდება ელექტრონული ფოსტის სერვერს, როგორც წაუკითხავი.

Broadband

ინტერნეტკავშირი, რომელიც მიწოდებას ახორციელებს ბიტების შედარებით მაღალი მაჩვენებლით – ბიტის ნებისმიერი მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს ან აღემატება 100 კილობიტს წამში. კაბელური მოდემები, DSL და ISDN – ყველა გვთავაზობს ფართოდიაპაზონიან კავშირს.

Browser

პროგრამა, რომელსაც შეუძლია მოთხოვნის გაკეთება, ჩამოტვირთვა, ქეშირება და დოკუმენტების გამოსახვა, რომლებიც ხელმისაწვდომია მსოფლიო კომპიუტერულ ქსელში. ბრაუზერი შეიძლება იყოს ტექსტური ან გრაფიკული.

Browser Sniffer

იხ. sniffer/სნიფერი.

BtoB/B2B (Business-to-Business)

ბიზნესი, რომლის მომხმარებელიც სხვა ბიზნესია.

BtoC (Business-to-Consumer)

ბიზნესი, რომლის ძირითადი კლიენტები მომხმარებლები არიან.

Buffering

როდესაც მედიაფლეიერი ინახავს გაშვებული მედიაფაილის ნაწილებს, მანამ სანამ მასალის ჩვენებისთვის ინფორმაცია საკმარისი რაოდენობითაა.

Button

1) გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც შეიძლება დავაჭიროთ და რომელიც შეიცავს კონკრეტულ ფუნქციას, როგორიცაა სხვა ადგილას გადაყვანა ან პროგრამის გაშვება; 2) ღილაკები შეიძლება, ასევე, იყოს რეკლამა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net

Cable Modem

მოწყობილობა, რომელიც ერთმხრივი ან ორმხრივი მაღალი სიჩქარით შესაძლებელს ხდის მონაცემთა მიწოდებას საკაბელო ტელევიზიის სისტემის გამოყენებით, რათა ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტი.

Cache

მეხსიერება, რომელიც გამოიყენება ყველაზე ხშირად მოხმარებული კონტენტის/ფაილების/გვერდების შესანახად, რათა უმოკლეს დროში მიეწოდოს ისინი მომხმარებელს. ქეში შეიძლება იყოს ლოკალური (მაგალითად, ბრაუზერის) ან ქსელური. ლოკალური ქეშის შემთხვევაში, კომპიუტერების უმრავლესობას აქვს როგორც მეხსიერება (RAM), ისე დისკი (მყარი დისკი). დღესდღეობით, ვებ ბრაუზერები შესაძლებელს ხდის თქვენ მიერ ნანახი ნებისმიერი ვირტუალური მონაცემის თქვენს კომპიუტერზე ქეშირებას.