ციფრული ლექსიკონი
იპოვეთ ციფრული ტერმინების ქართული განმარტება IAB-ის ლექსიკონში და თუ უფრო ზუსტ თარგმანს მოიფიქრებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ
Cache Busting
პროცესი, რომლის საშუალებითაც საიტები ან სერვერი ბრაუზერს აწვდიან კონტენტს ან HTML ისე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ან შეფერხდეს ბრაუზერების ან პროქსის მიერ ქეშირებული კონტენტის მიწოდება.
Cached Ad Impressions
ბრაუზერისთვის ადგილობრივი ქეშიდან ან პროქსი სერვერის ქეშიდან რეკლამის მიწოდება. როდესაც მომხმარებელი მოითხოვს გვერდს, რომელიც შეიცავს ქეშირებულ რეკლამას, მაშინ ხდება რეკლამის ქეშიდან ამოღება და გამოსახვა.
Caching
ვებელემენტის (მაგალითად, გვერდის ან რეკლამის) მომდევნო გამოყენებისთვის ასლის გადაღების პროცესი. ვებგვერდის შემთხვევაში, ასლის გადაღება ხდება ორ ადგილას: მომხმარებლის ბრაუზერში და პროქსი სერვერზე. როდესაც მომხმარებელი აკეთებს მოთხოვნას ვებ ელემენტზე, ბრაუზერი ამ ელემენტს ეძებს ქეშის მონაცემებში; შემდეგი არის პროქსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ამას მოჰყვება სერვერი. ქეშირება ხორციელდება გადატვირთული ქსელის განსატვირთად, რაც ინტერნეტის ზოგად ეფექტიანობას ზრდის.
CARU (The Children’s Advertising Review Unit)
ბიზნესის გაუმჯობესების ბიუროს ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც სწავლობს მედიასაშუალებების მიერ გამოყენებად ბავშვებისთვის განკუთვნილ რეკლამებსა და სარეკლამო მასალებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.caru.org
CGI Script (Common Gateway Interface)
მონაცემთა მიმოცვლის სტანდარტული ინტერფეისი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადასცეს მონაცემები ვებსერვერს, ხშირ შემთხვევაში ვებფორმით. უფრო კონკრეტულად, CGI სკრიპტი გამოიყენება ისეთ ფორმებთან ერთად, როგორებიცაა ჩამოსაშლელი მენიუ ან ტექსტის შეყვანის ველები, რასაც ახლავს ტექსტის შეყვანის სპეციალური ღილაკი. შეყვანის პროცესი მუშავდება პროგრამის მიერ (თავად CGI სკრიპტის მიერ) დისტანციურ სერვერზე.
Channel
1) მსგავსი კონტენტების ნაკრები; 2) გაყიდვების საშუალება (ასევე, ცნობილია, როგორც განაწილების არხი), მაგალითად, გაყიდვები, კატალოგი ან ელექტრონული კომერცია.
Chat
ონლაინრეჟიმში ინტერაქციული კომუნიკაციის ფორმა ორ ან მეტ ადამიანს შორის. სხვა ადამიანებთან საუბარი მიმდინარეობს რეალურ დროში სხვა ჩატის/სასაუბრო ოთახში, თუმცა საუბარს ცვლის მიმოწერა.
Chat Room
ონლაინსივრცე, სადაც შეგიძლიათ კავშირი დაამყაროთ სხვა ადამიანებთან რეალურ დროში.
Click Down
რეკლამის ელემენტზე თითის დაჭერით ზემოქმედება, რაც იწვევს სხვა ფაილის მომხმარებლის ეკრანზე გამოსახვას. როგორც წესი, ფაილი გამოისახება თავდაპირველი რეკლამის ზემოთ ან ქვემოთ. ასეთი რეკლამები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დარჩეს ვებ გვერდზე, ხოლო რეკლამის გამომქვეყნებელს საშუალება ეძლევა, მრავალფეროვანი ფორმით დაამყაროს კომუნიკაცია მომხმარებელთან.
Click Rate
რეკლამაზე დაწკაპუნებისა და რეკლამის ჩვენების თანაფარდობა.
Click-Stream
1) ელექტრონული გზა, რომელსაც მომხმარებელი გადის ერთი საიტიდან მეორეზე და საიტის ერთი გვერდიდან მეორეზე გადასასვლელად; 2) მონაცემების სრულყოფილი ნაწილი, რომელიც აღწერს მომხმარებლის ბრაუზერსა და სხვა ინტერნეტწყაროს შორის ურთიერთქმედებას, როგორიცაა ვებგვერდი ან მესამე მხარის სარეკლამო სერვერი.
Click-Through
რეკლამაში ან კონტენტში არსებულ ბმულზე დაჭერა, რაც იწვევს სხვა ვებგვერდზე ან ვებგვერდზე არსებულ სხვა გვერდზე ან ჩარჩოზე გადასვლას. უნდა მოხდეს ამ მოქმედების მონიტორინგი და დაფიქსირდეს, როგორც 302 გადამისამართება რეკლამის სერვერზე და უნდა გაიფილტროს რობოტის მოქმედებები.
Click-Within
ხშირ შემთხვევაში რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჩამოჰყვეს, და დააჭიროს სხვა ელემენტებს, თან დარჩეს რეკლამის გვერდზე, არ დატოვოს ის ვებგვერდი, რომელზეც იმყოფება.
Clicks
1) საზომი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ინტერნეტრეკლამაზე რეაქციას. არსებობს დაჭერის/დაწკაპუნების სამი ფორმა: რეკლამის შიდა ელემენტზე დაწკაპუნება; შიდა დაწკაპუნება; და მაუსის გადატარება; 2) მომხმარებლის შესაძლებლობა, ჩამოტვირთოს ფაილი რეკლამაზე დაწკაპუნებით, როგორც ეს სერვერით არის გათვალისწინებული; 3) რეკლამასთან ან საკვანძო სიტყვასთან კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება გაიზომოს, და რომელიც უკავშირდება რეკლამის გამომქვეყნებლის მიერ დადგენილ ვებგვერდს ან სხვა გვერდს ან საიტზე არსებულ ჩარჩოს; 4) საზომი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის რეაქციას თანდართულ კონტენტზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: www.iab.net
Client
კომპიუტერი, რომელიც სერვერზე ინფორმაციაზე მოთხოვნას აფიქსირებს, მომხმარებლის ან პროქსის სახელით.
Client-Initiated Ad Impression
რეკლამების დათვლისთვის გამოყენებული ორი მეთოდიდან ერთ-ერთი. მომხმარებელს რეკლამის კონტენტი ორი გზით მიეწოდება – სერვერის ან კლიენტის მიერ ინიცირებული გზით. კლიენტის მიერ ინიცირებული რეკლამის დათვლა დამოკიდებულია მომხმარებლის ბრაუზერის მიერ მოთხოვნის გაკეთებაზე, ფორმატსა და კონტენტის გადამისამართებაზე. ორგანიზაციები, რომლებიც კლიენტის მიერ ინიცირებული რეკლამის დათვლის მეთოდს იყენებენ, დათვლის დროს უნდა დაეყრდნონ გამომქვეყნებლის სარეკლამო სერვერს ან მესამე მხარის სერვერს, მას შემდეგ რაც მოხდება მოთხოვნის დაფიქსირება, ან უფრო მოგვიანებით, პროცესის მიმდინარეობის დროს. იხ. Server-Initiated Ad Impression/ სერვერის მიერ ინიცირებული რეკლამის ჩვენება.
Codec
კომპრესიის/დეკომპრესიის შემოკლებული ფორმა. კოდეკი არის კომპიუტერის ალგორითმი, რომელიც გამოიყენება ვიდეო, აუდიო და ფოტოფაილების დასაპატარავებლად. ვინაიდან დაპატარავებული ფაილები მოცულობით მცირეა, ისინი არ საჭიროებს ფართო დიაპაზონს ფაილის გაშვების ან კომპიუტერზე შენახვის დროს. შემცირებული ზომის ფაილის დეკომპრესიისთვის აუცილებელია დაპატარავების პროცესში გამოყენებული კოდეკის მითითება.
Communication Error
ვებბრაუზერის/ვებსერვერის მიერ მოთხოვნის/დოკუმენტის გადაცემის შეუძლებლობა/წარუმატებლობა.
Content Integration
რეკლამა, რომელიც მოთავსებულია საგამომცემლო კონტენტში ან კონტექსტურ შეფუთვაში. ასევე, ცნობილია, როგორც „ვებედვერტორიალი“
Cookie
ფაილი მომხმარებლის ბრაუზერში, რომელიც ახდენს მომხმარებლის ბრაუზერის იდენტიფიკაციას. არსებობს ორი სახეობის ქუქი: მუდმივი და სესიური ქუქი. სესიური ქუქი დროებითია და ბრაუზერის დატოვების შემდეგ იშლება. მუდმივი ქუქი კი მომხმარებლის მყარ დისკზე რჩება მანამ, სანამ მას თავად მომხმარებელი არ წაშლის, ან სანამ თავად ქუქი ფაილს არ გაუვა ვადა.